სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარტო მე არ ვარ ამ დღეში", "საჭიროების შემთხვევაში, მიმტანადაც წავალ" - რუსი ვარსკვლავების გასაჭირი: ცნობილი სახეები კოტრდებიან
"მარტო მე არ ვარ ამ დღეში", "საჭიროების შემთხვევაში, მიმტანადაც წავალ" - რუსი ვარსკვლავების გასაჭირი: ცნობილი სახეები კოტრდებიან

რუსი ვარ­სკვლა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის დროს და­ბალ შე­მო­სა­ვალს უჩი­ოდ­ნენ, რუ­სე­თის მი­მართ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის გამო, ახლა უფრო რთულ პე­რი­ოდს გა­დი­ან. რუ­სებს აღარ ეკონ­ცერ­ტე­ბათ, მკვეთ­რად და­ე­ცა შეკ­ვე­თე­ბი კორ­პო­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და მას­თან ერ­თად შემ­ცირ­და მომ­სა­ხუ­რე­ბის ფა­სიც.

მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ცნო­ბი­ლი რუსი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და პრო­დი­უ­სე­რი იანა რუ­დოვ­სკა­ია, რო­მე­ლიც ფუ­ფუ­ნე­ბას არის მიჩ­ვე­უ­ლი, სამ­შე­ნებ­ლო ჰი­პერ­მარ­კეტ­ში შე­ნიშ­ნეს, სა­დაც ქალი ეკო­ნომ კლა­სის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იძენ­და კა­რა­დას. თუმ­ცა პუ­ტი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი ჟურ­ნა­ლის­ტი ფი­ნან­სურ კრი­ზის­ზე ამ ეტაპ­ზე ხმა­მაღ­ლა არ სა­უბ­რობს.

იანა რუ­დოვ­სკა­ია

მომ­ღე­რა­ლი ოლგა ბუ­ზო­ვა, რომ­ლის შე­მო­სა­ვა­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე მი­ლი­ო­ნე­ბი გახ­ლდათ, ამ­ბობს, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე ბევ­რს ხარ­ჯავს - 300 ათას დო­ლა­რამ­დე. ახლა კი ეში­ნია სი­ღა­რი­ბის, რად­გან მისი ახ­ლან­დე­ლი შე­მო­სა­ვა­ლი მის მო­თხოვ­ნებს ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

"სი­ღა­რი­ბე არის ის, რისი დაშ­ვე­ბაც არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მინ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ყო­ველ­თვის ვი­მუ­შა­ვებ და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მიმ­ტა­ნა­დაც წა­ვალ, ეს ჩემ­თვის პრობ­ლე­მა არ არის“, - აღი­ა­რა ვარ­სკვლავ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ოლგა ბუ­ზო­ვა

ცუდ დღე­შია ფი­ლიპ კირ­კო­რო­ვი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვა­ში ათი ათა­სო­ბით დო­ლარს ხარ­ჯავს. 55 წლის იუ­ბი­ლე­ზე მან 20-ზე მეტი სას­ცე­ნო კოს­ტი­უ­მი გა­მო­იც­ვა­ლა, რაც ექ­სპერ­ტე­ბის გა­მოთ­ვლით, მას და­ახ­ლო­ე­ბით, 400 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი და­უჯ­და. მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ამის შემ­დეგ კირ­კო­როვ­მა "ქა­მა­რი მჭიდ­როდ შე­მო­ი­ჭი­რა", რად­გან სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტებ­ზე ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა გა­უ­ჭირ­და.

"დრო კარ­ნა­ხობს ეკო­ნო­მი­კას... მე შე­ვამ­ცი­რე ჩემი უზარ­მა­ზა­რი გუნ­დი. მხო­ლოდ ოთხი ადა­მი­ა­ნი და­ვი­ტო­ვე, ნამ­დვი­ლი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და პუ­ტი­ნის მხარ­დამ­ჭერ­მა მომ­ღე­რალ­მა.

რუ­სე­თის ყვე­ლა­ზე ეპა­ტა­ჟუ­რი სტი­ლის­ტი, სერ­გეი ზვე­რე­ვი შო­კი­რე­ბუ­ლია მა­ღა­ლი ფა­სე­ბით. ამ­ბობს, რომ მის სერ­ვის­ზე ბა­ზარ­ზე მო­თხოვ­ნა შემ­ცირ­და, ამი­ტომ მოს­კოვ­ში სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებს ერთი მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით ხუ­რავს.

სერ­გეი ზვე­რე­ვი

"მოს­კოვ­ში ქირა ძა­ლი­ან გაძ­ვირ­და, უბ­რა­ლოდ, ეს არა­რე­ა­ლუ­რია! ჩემს კო­ლე­გებს ხომ ვიც­ნობ, ყვე­ლას ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს, მარ­ტო მე არ ვარ ამ დღე­ში. ბევ­რმა დი­ზა­ი­ნერ­მა ატე­ლი­ე­ე­ბი და­ხუ­რა და სახ­ლში აგ­რძე­ლე­ბენ ტან­საც­მლის კერ­ვას. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ახლა არაფ­რის გახ­სნას აზრი აღარ აქვს. ჩემი მომ­ხმა­რებ­ლის უმე­ტე­სო­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ არის წა­სუ­ლი. დარ­ჩე­ნი­ლებს კი ახლა არა­ფე­რი აქვთ საქ­მე“, - ამ­ბობს ზვე­რე­ვი...

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zaza
0

რა კარგად უქნათ პუტინმა, დააბრუნა შუა საუკუნეებში თუ არა. ეხლაც ულოკონ უკანალი :)))

ზურა
5

ზვერევი გათხოვილია ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მარტო მე არ ვარ ამ დღეში", "საჭიროების შემთხვევაში, მიმტანადაც წავალ" - რუსი ვარსკვლავების გასაჭირი: ცნობილი სახეები კოტრდებიან

"მარტო მე არ ვარ ამ დღეში", "საჭიროების შემთხვევაში, მიმტანადაც წავალ" - რუსი ვარსკვლავების გასაჭირი: ცნობილი სახეები კოტრდებიან

რუსი ვარსკვლავები, რომლებიც ჯერ კიდევ კორონავირუსის ეპიდემიის დროს დაბალ შემოსავალს უჩიოდნენ, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გამო, ახლა უფრო რთულ პერიოდს გადიან. რუსებს აღარ ეკონცერტებათ, მკვეთრად დაეცა შეკვეთები კორპორატიულ ღონისძიებებზე და მასთან ერთად შემცირდა მომსახურების ფასიც.

მედიაში წერენ, რომ ცნობილი რუსი ტელეწამყვანი და პროდიუსერი იანა რუდოვსკაია, რომელიც ფუფუნებას არის მიჩვეული, სამშენებლო ჰიპერმარკეტში შენიშნეს, სადაც ქალი ეკონომ კლასის განყოფილებაში იძენდა კარადას. თუმცა პუტინის მხარდამჭერი ჟურნალისტი ფინანსურ კრიზისზე ამ ეტაპზე ხმამაღლა არ საუბრობს.

იანა რუდოვსკაია

მომღერალი ოლგა ბუზოვა, რომლის შემოსავალი წლების მანძილზე მილიონები გახლდათ, ამბობს, რომ საკუთარ თავზე ბევრს ხარჯავს - 300 ათას დოლარამდე. ახლა კი ეშინია სიღარიბის, რადგან მისი ახლანდელი შემოსავალი მის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.

"სიღარიბე არის ის, რისი დაშვებაც არავითარ შემთხვევაში არ მინდა ჩემს ცხოვრებაში. ყოველთვის ვიმუშავებ და საჭიროების შემთხვევაში, მიმტანადაც წავალ, ეს ჩემთვის პრობლემა არ არის“, - აღიარა ვარსკვლავმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ოლგა ბუზოვა

ცუდ დღეშია ფილიპ კირკოროვი, რომელიც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვაში ათი ათასობით დოლარს ხარჯავს. 55 წლის იუბილეზე მან 20-ზე მეტი სასცენო კოსტიუმი გამოიცვალა, რაც ექსპერტების გამოთვლით, მას დაახლოებით, 400 მილიონი რუბლი დაუჯდა. მედიაში წერენ, რომ ამის შემდეგ კირკოროვმა "ქამარი მჭიდროდ შემოიჭირა", რადგან საიუბილეო კონცერტებზე ბილეთების გაყიდვა გაუჭირდა.

"დრო კარნახობს ეკონომიკას... მე შევამცირე ჩემი უზარმაზარი გუნდი. მხოლოდ ოთხი ადამიანი დავიტოვე, ნამდვილი თანამოაზრეები", - განაცხადა პუტინის მხარდამჭერმა მომღერალმა.

რუსეთის ყველაზე ეპატაჟური სტილისტი, სერგეი ზვერევი შოკირებულია მაღალი ფასებით. ამბობს, რომ მის სერვისზე ბაზარზე მოთხოვნა შემცირდა, ამიტომ მოსკოვში სილამაზის სალონებს ერთი მეორის მიყოლებით ხურავს.

სერგეი ზვერევი

"მოსკოვში ქირა ძალიან გაძვირდა, უბრალოდ, ეს არარეალურია! ჩემს კოლეგებს ხომ ვიცნობ, ყველას ასეთი მდგომარეობა აქვს, მარტო მე არ ვარ ამ დღეში. ბევრმა დიზაინერმა ატელიეები დახურა და სახლში აგრძელებენ ტანსაცმლის კერვას. ისინი ამბობენ, რომ ახლა არაფრის გახსნას აზრი აღარ აქვს. ჩემი მომხმარებლის უმეტესობა საზღვარგარეთ არის წასული. დარჩენილებს კი ახლა არაფერი აქვთ საქმე“, - ამბობს ზვერევი...