სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის კარლ ბილდტი არის კრიმინალი, რომელიც სააკაშვილის და მისი პარტიის პარტნიორია და წლების განმავლობაში ლობისტობდა მის ინტერესებს" - ირაკლი ზარქუა
"ჩემთვის კარლ ბილდტი არის კრიმინალი, რომელიც სააკაშვილის და მისი პარტიის პარტნიორია და წლების განმავლობაში ლობისტობდა მის ინტერესებს" - ირაკლი ზარქუა

ჩემ­თვის კარლ ბილ­დტი არის კრი­მი­ნა­ლი, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის და მისი პარ­ტი­ის პარტნი­ო­რია და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლო­ბის­ტობ­და მის ინ­ტე­რე­სებს, კრი­მი­ნა­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს,- ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას, ეთან­ხმე­ბა თუ არა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს, რომ გარ­კვე­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი კრი­მი­ნა­ლებს მფარ­ვე­ლო­ბენ. ზარ­ქუ­ას გან­ცხა­დე­ბით, "ფა­სი­ა­ნი ლო­ბის­ტე­ბი ნამ­დვი­ლად ასე იქ­ცე­ვი­ან".

ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა ასე­ვე სე­ნა­ტორ ჯიმ რი­შის და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბებს ნიკა გვა­რა­მი­ას და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და შემ­დე­გი კი­თხვით მი­მარ­თა მათ - "არა­ერ­თი მა­გა­ლი­თია მსგავ­სი მათ შო­რის, ევ­რო­პა­ში, აშშ- ში, გა­მო­ვი­დეთ და ვთქვათ, რომ ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლა მე­დი­ა­ზე?!"

"რაც შე­ე­ხე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს, ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ჩვენ ეს გა­მო­ვი­ა­რეთ 2017 წელს "რუს­თა­ვი 2"- ის თე­მა­ზე, ამო­ი­ღეთ მე­სი­ჯე­ბი ენ­ჯე­ოშ­ნი­კე­ნის, ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის, სე­ნა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან, ფა­სი­ა­ნი ლო­ბის­ტე­ბის­გან, ერთი - ერ­თში ემ­თხვე­ვა დღე­ვან­დელ მე­სი­ჯებს, რომ "ეს არის დე­მოკ­რა­ტი­ის და­სას­რუ­ლი," "დიქ­ტა­ტუ­რა მყარ­დე­ბა", "მე­დია აღარ არ­სე­ბობს", შემ­დეგ რო­გორც კი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლოს ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ა­ზე სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა იყო და­ცუ­ლი, ხმა არ ამო­უ­ღია არც ერთს, გაქ­რნენ სა­ერ­თოდ, ზუს­ტად იგი­ვე სცე­ნა­რია ახ­ლაც. მე მივ­მარ­თავ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს, მათ შო­რის, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს, სე­ნა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ყვე­ლას, თქვენს ქვე­ყა­ნა­ში ანა­ლო­გი­უ­რი და­ნა­შა­უ­ლი რომ ჩა­ე­დი­ნა ვინ­მეს, იქ­ნე­ბო­და თუ არა ინ­დულ­გენ­ცია, რომ ის არის მე­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი, გა­მოხ­ვი­დო­დით და იტყო­დით, რომ ეს არის მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლა?! არა­ერ­თი მა­გა­ლი­თია მსგავ­სი მათ შო­რის, ევ­რო­პა­ში, აშშ- ში, გა­მო­ვი­დეთ და ვთქვათ, რომ ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლა მე­დი­ა­ზე?! ძა­ლი­ან გთხოვთ, ეს არის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც კა­ნო­ნით, კონ­სტი­ტუ­ცი­ით ცხოვ­რობს და გვინ­და ვი­ყოთ სა­ხელ­მწი­ფო, სა­დაც სტა­ტუ­სი არა­ფერს ნიშ­ნავს, როცა და­ნა­შა­უ­ლი გაქვს ჩა­დე­ნი­ლი, ასეთ სა­ხელ­მწი­ფოს ვა­შე­ნებთ და დიდი იმე­დი გვაქვს თქვე­ნი გვერ­დში დგო­მის. თუ კი­თხვე­ბი გაქვთ, არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩა­ერ­თოთ, პა­სუ­ხე­ბი მი­ი­ღოთ და ამის შემ­დეგ თუ კი­დევ დაგ­რჩე­ბათ კი­თხვე­ბი, მერე კი ბა­ტო­ნო, შე­გიძ­ლი­ათ ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი აკე­თოთ,"- გა­ნა­ცხა­და ზარ­ქუ­ამ.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
DEMO
0

ეს კაცი ერის მამად უნდა ვაღიაროთ. მისი სიბრძნე და აზრის ლოგიკა პირდაპირ აღფრთოვანებას იწვევს. ასეთები თითზე ჩამოსათვლელები გყვავს და გთხოვთ გაუფრთხილდეთ.

ალექს
0

რადგან ასე ერთი კაცივით ერთნაირად გვამუნათებენ , ინფორმაცია ერთი ხელიდან აქვთ , რომ ჩვენ აქ შუქურას ვაქრობთ კი არა, ვაგდებთ , ამ პოლიტიკურ ნაწარმს ,დემოკრატიულ ღირებულებათა ხელთუქმნელ შედევრს პირველად საქართველოსა და კაცობრიობის ისტორიაში !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ჩემთვის კარლ ბილდტი არის კრიმინალი, რომელიც სააკაშვილის და მისი პარტიის პარტნიორია და წლების განმავლობაში ლობისტობდა მის ინტერესებს" - ირაკლი ზარქუა

"ჩემთვის კარლ ბილდტი არის კრიმინალი, რომელიც სააკაშვილის და მისი პარტიის პარტნიორია და წლების განმავლობაში ლობისტობდა მის ინტერესებს" - ირაკლი ზარქუა

ჩემთვის კარლ ბილდტი არის კრიმინალი, რომელიც სააკაშვილის და მისი პარტიის პარტნიორია და წლების განმავლობაში ლობისტობდა მის ინტერესებს, კრიმინალი სააკაშვილის ინტერესებს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ეთანხმება თუ არა ირაკლი კობახიძეს, რომ გარკვეული საერთაშორისო პარტნიორები კრიმინალებს მფარველობენ. ზარქუას განცხადებით, "ფასიანი ლობისტები ნამდვილად ასე იქცევიან".

ის გამოეხმაურა ასევე სენატორ ჯიმ რიშის და სხვა საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით და შემდეგი კითხვით მიმართა მათ - "არაერთი მაგალითია მსგავსი მათ შორის, ევროპაში, აშშ- ში, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა მედიაზე?!"

"რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებებს, ეს მოსალოდნელი იყო, ჩვენ ეს გამოვიარეთ 2017 წელს "რუსთავი 2"- ის თემაზე, ამოიღეთ მესიჯები ენჯეოშნიკენის, ცნობილი ჟურნალისტების, ევროპარლამენტარების, სენატის წარმომადგენლებისგან, ფასიანი ლობისტებისგან, ერთი - ერთში ემთხვევა დღევანდელ მესიჯებს, რომ "ეს არის დემოკრატიის დასასრული," "დიქტატურა მყარდება", "მედია აღარ არსებობს", შემდეგ როგორც კი სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სასამართლოს ყველა ინსტანციაზე სამართლიანი სასამართლოს უფლება იყო დაცული, ხმა არ ამოუღია არც ერთს, გაქრნენ საერთოდ, ზუსტად იგივე სცენარია ახლაც. მე მივმართავ ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს, მათ შორის, ევროპარლამენტარებს, სენატის წარმომადგენლებს, ყველას, თქვენს ქვეყანაში ანალოგიური დანაშაული რომ ჩაედინა ვინმეს, იქნებოდა თუ არა ინდულგენცია, რომ ის არის მედიის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, გამოხვიდოდით და იტყოდით, რომ ეს არის მედიაზე ზეწოლა?! არაერთი მაგალითია მსგავსი მათ შორის, ევროპაში, აშშ- ში, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა მედიაზე?! ძალიან გთხოვთ, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც კანონით, კონსტიტუციით ცხოვრობს და გვინდა ვიყოთ სახელმწიფო, სადაც სტატუსი არაფერს ნიშნავს, როცა დანაშაული გაქვს ჩადენილი, ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ და დიდი იმედი გვაქვს თქვენი გვერდში დგომის. თუ კითხვები გაქვთ, არის შესაძლებლობა ჩაერთოთ, პასუხები მიიღოთ და ამის შემდეგ თუ კიდევ დაგრჩებათ კითხვები, მერე კი ბატონო, შეგიძლიათ ასეთი განცხადებები აკეთოთ,"- განაცხადა ზარქუამ.