სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლგბტ+ ადამიანები და მათი მხარდამჭერები 17 მაისისი საჯაროდ აღნიშვნას ძალადობის რისკების და სახელმწიფოს მხრიდან დაცვის გარანტიების არარსებობის გამო წლებია ვერ ახერხებენ" - ომბუდსმენი
"ლგბტ+ ადამიანები და მათი მხარდამჭერები 17 მაისისი საჯაროდ აღნიშვნას ძალადობის რისკების და სახელმწიფოს მხრიდან დაცვის გარანტიების არარსებობის გამო წლებია ვერ ახერხებენ" - ომბუდსმენი

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ჰო­მო­ფო­ბი­ას­თან, ტრანსფო­ბი­ა­სა და ბი­ფო­ბი­ას­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს, ეფექ­ტი­ა­ნი პრე­ვენ­ცი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ ლგბტ+ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნილ სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლებ­ზე.

"17 მა­ი­სი ჰო­მო­ფო­ბი­ას­თან, ტრანსფო­ბი­ა­სა და ბი­ფო­ბი­ას­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეა, რომ­ლის მი­ზანს ძა­ლა­დო­ბის დაგ­მო­ბა და ლგბტ+ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხატ­ვა წარ­მო­ად­გენს. თუმ­ცა, ლგბტ+ ადა­მი­ა­ნე­ბი და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ამ დღის სა­ჯა­როდ აღ­ნიშ­ვნას ძა­ლა­დო­ბის რის­კე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან დაც­ვის გა­რან­ტი­ე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო წლე­ბია ვერ ახერ­ხე­ბენ.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გან­გა­შო იყო გა­სულ წელს "თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­დე­საც ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე ჯგუ­ფე­ბის ლი­დე­რე­ბი და სხვა წევ­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ლგბტ+ თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და მათი მხარ­და­ჭე­რე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის­კენ პირ­და­პირ და სა­ჯა­როდ მო­უ­წო­დებ­დნენ. 2021 წლის 5 ივ­ლისს, ღირ­სე­ბის მარ­შის დღეს, ამ ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მიერ ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­ზე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი თავ­დას­ხმა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ვერ აღ­კვე­თეს, რის შე­დე­გა­დაც არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ფი­ზი­კუ­რად მძი­მედ და­შავ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­ზარ­და ლგბტ+ თე­მის ხილ­ვა­დო­ბა და შემ­ცირ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი გან­წყო­ბე­ბი, ამ პრო­ცესს თან არ ახ­ლავს სა­ხელ­მწი­ფოს თან­მიმ­დევ­რუ­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა. უფრო მე­ტიც, სა­ხელ­მწი­ფოს სა­მარ­თლებ­რი­ვი უმოქ­მე­დო­ბა ახა­ლი­სებს ლგბტ+ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ უთა­ნას­წო­რო­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო­ში, ვერ აუმ­ჯო­ბე­სებს მათი ცხოვ­რე­ბის ხა­რისხს და და­უც­ველს ტო­ვებს მათ ძა­ლა­დო­ბი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის პი­რის­პირ.

მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს სი­ძულ­ვი­ლის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის დრო­უ­ლი, ეფექ­ტი­ა­ნი და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის სა­კი­თხი. სა­ხელ­მწი­ფოს დღემ­დე არ აქვს შექ­მნი­ლი სი­ძულ­ვი­ლის მო­ტი­ვით ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­თან ბრძო­ლის ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გია და ჰომო/ტრანსფო­ბი­ურ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე სა­ხელ­მწი­ფოს რე­ა­გი­რე­ბა ჯერ კი­დევ ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ეფექ­ტი­ა­ნო­ბის, დრო­უ­ლო­ბი­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის სტან­დარ­ტებს.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს და სა­ჯა­რო პი­რებს, ეფექ­ტი­ა­ნი პრე­ვენ­ცი­უ­ლი და რე­აქ­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ ლგბტ+ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნილ სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლებ­ზე და გა­ა­კე­თონ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას შე­უ­წყობს ხელს“, - სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გა­ნა­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დეა
0

ეს ქალი ყველა არაადექვატურის დამცველი რატომაა?!

jaagazz
0

აჰა ისევ დაიწყო. ევროინტეგრაციის საკითხი დაჩქარდა კარგად ცნობილი მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. დააა ქოცებმა დამნაშავე და აქამდე დასაჭერი გვარამია ახლა დაიჭირეს, აგერ ესენი ისევ გეებზე ალაპარაკდნენ, ნაცები მიტინგობანას დაიწყებენ არარეალური მოთხოვნებით.ამას მოყვება დაპირისპერება და ეგრეთ წოდებული პოლარიზაცია, ამის დამნახავი ევროპისა და ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსნები ხმამაღლა გააჟღერებენ ამ ამბებს და თითის ქნევას დაიწყებენ, ამის მერე უკვე მოქმედი ევროპარლამენტარები და სენატორები მოგვასვრიან ტალახს თან ისედაც ჩვენთვის არავის სცალია და შეიკრება წრე რომლითაც წავა საქართველოს მოსახლეობასთან ვაჭრობა თუ ვისი ბრალია ეს ყველაფერი და ვინ როგორი დამნაშავეა, საბოლოოდ ევროკავშირიში მყოფი ჭკვიანი და მნიშვნელოვანი მართველებიც დარწმუნდებიან, რომ საქართველოს პოზიციაც და ოპოზიციაც თურმე ზოგადად დამნაშავეა, თან იმ დონის რომ აშავებდნენ, აშავებენ და მომავალშიც დააშავებენ. ესეიგი ქვეყანას პოლიტ კრიმინალი მართავდა(ნაცები) მათავს(ქოცები) და კარგად ბრძანდებოდეთ და თან ევროპის კარი ღიაა, ჩვენ კი ორპირ ქარში ვართ.

პ.ს. მოღალატეები ხართ სულ ყველა.ქვეყნის მოძულეები. ერთი და იგივე შეცდომები განუწყვეტლივ მეორდება ჩემს ქვეყანაში. მეზიზღებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ლგბტ+ ადამიანები და მათი მხარდამჭერები 17 მაისისი საჯაროდ აღნიშვნას ძალადობის რისკების და სახელმწიფოს მხრიდან დაცვის გარანტიების არარსებობის გამო წლებია ვერ ახერხებენ" - ომბუდსმენი

"ლგბტ+ ადამიანები და მათი მხარდამჭერები 17 მაისისი საჯაროდ აღნიშვნას ძალადობის რისკების და სახელმწიფოს მხრიდან დაცვის გარანტიების არარსებობის გამო წლებია ვერ ახერხებენ" - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, ეფექტიანი პრევენციული რეაგირება მოახდინონ ლგბტ+ ადამიანების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე.

"17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანს ძალადობის დაგმობა და ლგბტ+ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა წარმოადგენს. თუმცა, ლგბტ+ ადამიანები და მათი მხარდამჭერები ამ დღის საჯაროდ აღნიშვნას ძალადობის რისკების და სახელმწიფოს მხრიდან დაცვის გარანტიების არარსებობის გამო წლებია ვერ ახერხებენ.

განსაკუთრებით საგანგაშო იყო გასულ წელს "თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში განვითარებული მოვლენები, როდესაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების ლიდერები და სხვა წევრები საზოგადოებას ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდაჭერების მიმართ ძალადობისკენ პირდაპირ და საჯაროდ მოუწოდებდნენ. 2021 წლის 5 ივლისს, ღირსების მარშის დღეს, ამ ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა სამართალდამცავებმა ვერ აღკვეთეს, რის შედეგადაც არაერთი ადამიანი ფიზიკურად მძიმედ დაშავდა.

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში გაიზარდა ლგბტ+ თემის ხილვადობა და შემცირდა საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული განწყობები, ამ პროცესს თან არ ახლავს სახელმწიფოს თანმიმდევრული და გააზრებული პოლიტიკა. უფრო მეტიც, სახელმწიფოს სამართლებრივი უმოქმედობა ახალისებს ლგბტ+ ადამიანების მიმართ უთანასწორობას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, ვერ აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს და დაუცველს ტოვებს მათ ძალადობისა და დისკრიმინაციის პირისპირ.

მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების საკითხი. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს შექმნილი სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგია და ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაგირება ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანობის, დროულობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტებს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და საჯარო პირებს, ეფექტიანი პრევენციული და რეაქტიული რეაგირება მოახდინონ ლგბტ+ ადამიანების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე და გააკეთონ საჯარო განცხადებები, რაც საზოგადოებაში თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს“, - სახალხო დამცველის განაცხადებაში.