სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის ღამის კოშმარი: ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრების ისტორიულ ნაბიჯთან - რა რისკებზე საუბრობენ დასავლეთში
პუტინის ღამის კოშმარი: ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრების ისტორიულ ნაბიჯთან - რა რისკებზე საუბრობენ დასავლეთში

ფი­ნე­თი და შვე­დე­თი ის­ტო­რი­ულ ცვლი­ლე­ბებ­თან ახ­ლოს არი­ან - ორი­ვე ქვე­ყა­ნა შე­საძ­ლოა, მალე ჩრდი­ლო ატ­ლან­ტი­კურ ალი­ანსს შე­უ­ერ­თდეს და მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად ამის მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი მათი ქალი ლი­დე­რე­ბი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბი - სანა მა­რი­ნი (ფი­ნე­თი) და მაგ­და­ლე­ნა ან­დერ­სო­ნი (შვე­დე­თი) იქ­ნე­ბი­ან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფი­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და პრე­ზი­დენ­ტმა ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ქვე­ყა­ნამ ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­ა­კე­თოს.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დის­კუ­სია გა­ი­მარ­თა ფი­ნე­თის ნატო-ში შე­საძ­ლო გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ. დრო იყო სა­ჭი­რო იმი­სათ­ვის, რომ პარ­ლა­მენ­ტსა და მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩა­მო­ე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა პო­ზი­ცია ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. დრო იყო სა­ჭი­რო ნატო-სთან და მის წევრ ქვეყ­ნებ­თან, ისე­ვე რო­გორც შვე­დეთ­თან მჭიდ­რო სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბის­თვის. გვსურ­და, დის­კუ­სი­ის­თვის დრო­ის სა­ჭი­რო მო­ნაკ­ვე­თი დაგ­ვეთ­მო,“- ნათ­ქვა­მია ლი­დე­რე­ბის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ შვე­დე­თის პირ­ვე­ლი პი­რე­ბიც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­ა­კე­თე­ბენ მსგავ­სი ტი­პის გან­ცხა­დე­ბას.

სანა მა­რი­ნი და მაგ­და­ლე­ნა ან­დერ­სო­ნი

ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა - ეს იქ­ნე­ბა უდი­დე­სი ცვლი­ლე­ბა ხან­გრძლი­ვი ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის მქო­ნე ორი­ვე ქვეყ­ნის­თვის, რომ­ლე­ბიც წლე­ბია ყო­ველ­გვა­რი სამ­ხედ­რო გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მიღ­მა რჩე­ბი­ან.

  • რა­ტომ ახლა?

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ქმე­დე­ბებ­მა და­არ­ღვია სტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდა, რის გა­მოც, შვე­დე­თი და ფი­ნე­თი და­უც­ვე­ლად გრძნო­ბენ თავს.

ფი­ნე­თის ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ 20-25% იყო, მაგ­რამ რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, ეს რი­ცხვი გა­ი­ზარ­და და ბოლო გა­მო­კი­თხვამ აჩ­ვე­ნა, რომ 76%-ს მი­აღ­წია, შვე­დეთ­ში კი ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა, ბოლო გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, მო­სახ­ლე­ო­ბის 57%-ს სურს, რაც ომამ­დელ მაჩ­ვე­ბელ­თან შე­და­რე­ბით, გა­ცი­ლე­ბით უფრო მა­ღა­ლია.

ბოლო წლებ­ში ფი­ნეთ­მაც და შვე­დეთ­მაც თავ­დაც­ვის სფე­რო­ში და­ფი­ნან­სე­ბა გა­ზარ­დეს

  • შვე­დე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, პი­ტერ ჰულკ­ვის­ტი რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, ამით რუ­სე­თის ლი­დერ­მა და­ამ­ტკი­ცა, რომ "ის არის "არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი, არა­სან­დო და მზა­დაა სა­ში­ნე­ლი, სის­ხლი­ა­ნი და სას­ტი­კი ომის და­სა­წყე­ბად.“

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შვე­დე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პო­ზი­ცია რუ­სე­თის ჯა­რის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რამ­დე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო - გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში ის ამ­ბობ­და, რომ შვე­დე­თი არას­დროს შე­უ­ერ­თდე­ბო­და ნა­ტოს, თუმ­ცა ახლა ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ბევ­რი ფი­ნე­ლის­თვის და შვე­დის­თვის ნატო მოს­ჩანს, რო­გორც მათი უსაფრ­თხოდ ცხოვ­რე­ბის გა­რან­ტო­რი.

ამას­თა­ნა­ვე, უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ფი­ნეთს წარ­სულს ახ­სე­ნებს, დროს, როცა სსრკ-ს ჯა­რე­ბი მათ ქვე­ყა­ნა­ში შე­იჭრ­ნენ. ფი­ნე­თის არ­მია მათ სამ თვე­ზე მეტ­ხანს ებ­რძო­და. ფი­ნეთ­მა მა­შინ ტე­რი­ტო­რი­ის 10 პრო­ცენ­ტი და­კარ­გა.

1940 წელი ფი­ნე­ლი მე­ომ­რე­ბი

"უკ­რა­ი­ნის ომი ფი­ნე­ლე­ბის­თვის ამ ის­ტო­რი­ის გა­მე­ო­რე­ბას ჰგავს", - ამ­ბობს ჰელ­სინ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პო­ლი­ტო­ლო­გი ირო სარ­კკა. ფი­ნე­ლე­ბი უყუ­რე­ბენ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს და ფიქ­რო­ბენ, შე­იძ­ლე­ბა ეს ჩვენ­თან მოხ­დეს. ბოლო წლებ­ში შვე­დე­თიც გრძნობ­და საფრ­თხეს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იმის ფონ­ზე, რომ რუ­სულ­მა სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვებ­მა ქვეყ­ნის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე არა­ერ­თხელ და­არ­ღვი­ეს. 2014 წელს იყო ასე­ვე ცნო­ბე­ბი იმის შე­სა­ხე­ბაც, რომ რუ­სუ­ლი წყალ­ქვე­შა გემი იმა­ლე­ბო­და სტოკ­ჰოლ­მის არ­ქი­პე­ლა­გის წყლებ­ში.

  • პუ­ტი­ნის ღა­მის კოშ­მა­რი და რის­კე­ბი

რუ­სე­თი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ნატო-ს გა­ფარ­თო­ე­ბას და ამ სა­კითხს უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის სა­ბა­ბად იყე­ნებს. თუმ­ცა რო­გორც ჩანს, მოხ­დე­ბა ის, რი­სიც დიქ­ტა­ტორს ყვე­ლა­ზე მე­ტად ეში­ნია - ნა­ტოს წევ­რი ქვე­ყა­ნა მას სა­ზღვარ­თან ეყო­ლე­ბა.

ექ­სპერ­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ რის­კებ­ზეც - მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ შვე­დე­თი­სა და ფი­ნე­თის ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა კრემ­ლის მხრი­დან პრო­ვო­კა­ცი­ად იყოს აღ­ქმუ­ლი. რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ორი­ვე ქვე­ყა­ნა გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლია, რომ ასეთ ნა­ბიჯს მოჰ­ყვე­ბა "შე­დე­გი.”

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ საფრ­თხე­ებს არ უგუ­ლე­ბელ­ყოფს, ფი­ნე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ალექ­სან­დრე სტუ­ბი ვა­რა­უ­დობს, რომ უფრო რე­ა­ლის­ტუ­რია კი­ბერ­შე­ტე­ვე­ბი რუ­სე­თის მხრი­დან, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბი და სა­ჰა­ე­რო სივ­რცის "შემ­თხვე­ვით დარ­ღვე­ვის" ფაქ­ტე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიონი
32

პუტლერი კასპიდან არ უნდა წასულიყო. ახლა იქნებოდა საკრებულოს ქოც დეპუტატი და ეყოლებოდა გარემონტებული თეთრი "ნივა"

ჯეკო
56

ისინი ცივილიზებულია ხალხის ჩვენ ვინ ვართ რომ მიგვიღონ არ გვინდა ბატონო ნატო არააა,დაგვანებეთ თავი უკრაინა მიწასთან გაასწორეს და მაკრონმა წლებია საჭირო ევროკავშირში მისაღებადო ჩვენ სულ უნდა გავწყდეთ რომ მარტო ტერიტორია მიიღონ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

პუტინის ღამის კოშმარი: ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრების ისტორიულ ნაბიჯთან - რა რისკებზე საუბრობენ დასავლეთში

პუტინის ღამის კოშმარი: ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრების ისტორიულ ნაბიჯთან - რა რისკებზე საუბრობენ დასავლეთში

ფინეთი და შვედეთი ისტორიულ ცვლილებებთან ახლოს არიან - ორივე ქვეყანა შესაძლოა, მალე ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს შეუერთდეს და მოქალაქეებთან ერთად ამის მთავარი შემოქმედები მათი ქალი ლიდერები, პრემიერ-მინისტრები - სანა მარინი (ფინეთი) და მაგდალენა ანდერსონი (შვედეთი) იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანამ ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს.

"მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართა ფინეთის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების შესახებ. დრო იყო საჭირო იმისათვის, რომ პარლამენტსა და მთელ საზოგადოებას ჩამოეყალიბებინა პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. დრო იყო საჭირო ნატო-სთან და მის წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც შვედეთთან მჭიდრო საერთაშორისო კონტაქტებისთვის. გვსურდა, დისკუსიისთვის დროის საჭირო მონაკვეთი დაგვეთმო,“- ნათქვამია ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

მოსალოდნელია, რომ შვედეთის პირველი პირებიც უახლოეს პერიოდში გააკეთებენ მსგავსი ტიპის განცხადებას.

სანა მარინი და მაგდალენა ანდერსონი

ნატო-ში გაწევრიანება - ეს იქნება უდიდესი ცვლილება ხანგრძლივი ნეიტრალიტეტის მქონე ორივე ქვეყნისთვის, რომლებიც წლებია ყოველგვარი სამხედრო გაერთიანების მიღმა რჩებიან.

  • რატომ ახლა?

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებმა დაარღვია სტაბილურობის განცდა, რის გამოც, შვედეთი და ფინეთი დაუცველად გრძნობენ თავს.

ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მოქალაქეების მხარდაჭერა წლების განმავლობაში მხოლოდ 20-25% იყო, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეს რიცხვი გაიზარდა და ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ 76%-ს მიაღწია, შვედეთში კი ნატო-ში გაწევრიანება, ბოლო გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 57%-ს სურს, რაც ომამდელ მაჩვებელთან შედარებით, გაცილებით უფრო მაღალია.

ბოლო წლებში ფინეთმაც და შვედეთმაც თავდაცვის სფეროში დაფინანსება გაზარდეს

  • შვედეთის თავდაცვის მინისტრი, პიტერ ჰულკვისტი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ საუბრისას ამბობს, ამით რუსეთის ლიდერმა დაამტკიცა, რომ "ის არის "არაპროგნოზირებადი, არასანდო და მზადაა საშინელი, სისხლიანი და სასტიკი ომის დასაწყებად.“

აღსანიშნავია, რომ შვედეთის თავდაცვის მინისტრის პოზიცია რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრამდე განსხვავებული იყო - გასული წლის ნოემბერში ის ამბობდა, რომ შვედეთი არასდროს შეუერთდებოდა ნატოს, თუმცა ახლა ამის აუცილებლობაზე საუბრობს.

საბოლოო ჯამში, ბევრი ფინელისთვის და შვედისთვის ნატო მოსჩანს, როგორც მათი უსაფრთხოდ ცხოვრების გარანტორი.

ამასთანავე, უკრაინაში განვითარებული მოვლენები ფინეთს წარსულს ახსენებს, დროს, როცა სსრკ-ს ჯარები მათ ქვეყანაში შეიჭრნენ. ფინეთის არმია მათ სამ თვეზე მეტხანს ებრძოდა. ფინეთმა მაშინ ტერიტორიის 10 პროცენტი დაკარგა.

1940 წელი ფინელი მეომრები

"უკრაინის ომი ფინელებისთვის ამ ისტორიის გამეორებას ჰგავს", - ამბობს ჰელსინკის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი ირო სარკკა. ფინელები უყურებენ მიმდინარე მოვლენებს და ფიქრობენ, შეიძლება ეს ჩვენთან მოხდეს. ბოლო წლებში შვედეთიც გრძნობდა საფრთხეს, განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე არაერთხელ დაარღვიეს. 2014 წელს იყო ასევე ცნობები იმის შესახებაც, რომ რუსული წყალქვეშა გემი იმალებოდა სტოკჰოლმის არქიპელაგის წყლებში.

  • პუტინის ღამის კოშმარი და რისკები

რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატო-ს გაფართოებას და ამ საკითხს უკრაინაში შეჭრის საბაბად იყენებს. თუმცა როგორც ჩანს, მოხდება ის, რისიც დიქტატორს ყველაზე მეტად ეშინია - ნატოს წევრი ქვეყანა მას საზღვართან ეყოლება.

ექსპერტები საუბრობენ რისკებზეც - მოსალოდნელია, რომ შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანება კრემლის მხრიდან პროვოკაციად იყოს აღქმული. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ორივე ქვეყანა გაფრთხილებულია, რომ ასეთ ნაბიჯს მოჰყვება "შედეგი.”

მიუხედავად იმისა, რომ ამ საფრთხეებს არ უგულებელყოფს, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე სტუბი ვარაუდობს, რომ უფრო რეალისტურია კიბერშეტევები რუსეთის მხრიდან, დეზინფორმაციული კამპანიები და საჰაერო სივრცის "შემთხვევით დარღვევის" ფაქტები.