კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თამარ გვერდწითელი თვეზე მეტია სამშობლოში იმყოფება" - რა განცხადებას და ფოტოებს ავრცელებს მომღერლის ოფიციალური გვერდი და რა მორიგ რუსულ დეზინფორმაციაზე წერს?
"თამარ გვერდწითელი თვეზე მეტია სამშობლოში იმყოფება" - რა განცხადებას და ფოტოებს ავრცელებს მომღერლის ოფიციალური გვერდი და რა მორიგ რუსულ დეზინფორმაციაზე წერს?

9 მა­ისს რუ­სეთ­მა ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის დღე აღ­ნიშ­ნა. ქა­ლაქ ას­ტრა­ხა­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზია მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აა­ნონ­სებ­და კონ­ცერტს, სა­დაც ცნო­ბილ რუს ვარ­კვლა­ვებ­თან ერ­თად თა­მარ გვერდწი­თელ­საც უნდა ემ­ღე­რა. სა­ღა­მოს ერთ-ერთ რუ­სულ არხზე და­ი­წყო კონ­ცერ­ტი, რო­მელ­საც პირ­და­პი­რი ეთე­რი ეწე­რა და ლევ ლე­შენ­კოს­თან და სხვა ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად შავ კა­ბა­ში ჩაც­მუ­ლი თა­მარ გვერდწი­თე­ლიც მღე­რო­და. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში მომ­ღერ­ლის მე­გობ­რე­ბი წერ­დნენ, რომ რე­ა­ლუ­რად ეს ძვე­ლი ჩა­ნა­წე­რი იყო და თა­მა­რი დიდი ხა­ნია უკვე თბი­ლის­შია. დღეს მომ­ღერ­ლის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" გავ­რცელ­და გან­ცხა­დე­ბა, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ კონ­ცერ­ტში, რო­მე­ლიც ვი­თომ "პირ­და­პირ ეთერ­ში“ გა­დი­ო­და, 2021 წლის ივ­ნი­სის გა­მოს­ვლის კად­რე­ბი იყო ჩას­მუ­ლი...

"გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ 9 მა­ისს რუ­სეთ­ში გა­მარ­ჯვე­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ კონ­ცერ­ტში იმ­ღე­რა თა­მარ გვერდწი­თელ­მა, რაც არის სრუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია. სა­ტე­ლე­ვი­ზიო ვერ­სია არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და თა­მა­რის ეს გა­მოს­ვლა არის შარ­შან­დე­ლი 22 ივ­ნი­სის კონ­ცერ­ტი­დან ამოჭ­რი­ლი და ჩას­მუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი თა­მარ გვერდწი­თე­ლი თვე­ზე მე­ტია სამ­შობ­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა. დღეს თბი­ლის­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში მე­გობ­რუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო გა­მარ­თა ქარ­თველ მუ­სი­კო­სებ­თან, თა­ვის ბენ­დის ბი­ჭებ­თან ერ­თად:

თა­მარ გვერდწი­თე­ლი,

ირაკ­ლი მენ­თე­შაშ­ვი­ლი,

გია სა­ლა­ღიშ­ვი­ლი,

და­ვით ჯა­ფა­რი­ძე.

პა­ა­ტა ან­დრი­ა­ძე".

თა­მარ გვერდწი­თელ­მა უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ რუ­სეთ­ში კონ­ცერ­ტე­ბი ექ­ვსი თვით გა­და­დო, თუმ­ცა არ გა­უ­უქ­მე­ბია. მომ­ღე­რალ­მა იმ­ჟა­მად მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. მომ­ღერ­ლის დედა ოდე­სი­დან არის და მის­თვის ძა­ლი­ან მძი­მეა ამ ყვე­ლაფ­რის ყუ­რე­ბა...

პოსტს თან­დარ­თუ­ლი აქვს "იუ­თუ­ბის" ლინ­კი, რო­მელ­ზეც თა­მარ გვერდწი­თე­ლის გა­სუ­ლი წლის 22 ივ­ნი­სის სა­კონ­ცერ­ტო გა­მოს­ვლაა ასა­ხუ­ლი. ვი­დეო ატ­ვირ­თუ­ლია 2021 წლის 22 ივ­ნისს: https://www.youtube.com/watch?v=V2qMXfd9ep4

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
7

გამიხარდა საქართველოში რომ ჩამოვიდა. უნიჭიერესი მომღერალია. წარმატებები.....

წავიდა
18

ახლა გაახსენდა სამშობლო ? კრემლის დარბაზებში კი უმღეროდა დითირამებს 

ავტორი:

"თამარ გვერდწითელი თვეზე მეტია სამშობლოში იმყოფება" - რა განცხადებას და ფოტოებს ავრცელებს მომღერლის ოფიციალური გვერდი და რა მორიგ რუსულ დეზინფორმაციაზე წერს?

"თამარ გვერდწითელი თვეზე მეტია სამშობლოში იმყოფება" - რა განცხადებას და ფოტოებს ავრცელებს მომღერლის ოფიციალური გვერდი და რა მორიგ რუსულ დეზინფორმაციაზე წერს?

9 მაისს რუსეთმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნა. ქალაქ ასტრახანის ადგილობრივი ტელევიზია მთელი დღის განმავლობაში აანონსებდა კონცერტს, სადაც ცნობილ რუს ვარკვლავებთან ერთად თამარ გვერდწითელსაც უნდა ემღერა. საღამოს ერთ-ერთ რუსულ არხზე დაიწყო კონცერტი, რომელსაც პირდაპირი ეთერი ეწერა და ლევ ლეშენკოსთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად შავ კაბაში ჩაცმული თამარ გვერდწითელიც მღეროდა. სოციალური ქსელში მომღერლის მეგობრები წერდნენ, რომ რეალურად ეს ძველი ჩანაწერი იყო და თამარი დიდი ხანია უკვე თბილისშია. დღეს მომღერლის "ფეისბუქგვერდზე" გავრცელდა განცხადება, საიდანაც ირკვევა, რომ კონცერტში, რომელიც ვითომ "პირდაპირ ეთერში“ გადიოდა, 2021 წლის ივნისის გამოსვლის კადრები იყო ჩასმული...

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 მაისს რუსეთში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტში იმღერა თამარ გვერდწითელმა, რაც არის სრული დეზინფორმაცია. სატელევიზიო ვერსია არის დამონტაჟებული და თამარის ეს გამოსვლა არის შარშანდელი 22 ივნისის კონცერტიდან ამოჭრილი და ჩასმული.

საქართველოს დამსახურებული არტისტი თამარ გვერდწითელი თვეზე მეტია სამშობლოში იმყოფება. დღეს თბილისში, საკუთარ სახლში მეგობრული და შემოქმედებითი საღამო გამართა ქართველ მუსიკოსებთან, თავის ბენდის ბიჭებთან ერთად:

თამარ გვერდწითელი,

ირაკლი მენთეშაშვილი,

გია სალაღიშვილი,

დავით ჯაფარიძე.

პაატა ანდრიაძე".

თამარ გვერდწითელმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში კონცერტები ექვსი თვით გადადო, თუმცა არ გაუუქმებია. მომღერალმა იმჟამად მედიასთან განაცხადა, რომ განვითარებული მოვლენების გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მომღერლის დედა ოდესიდან არის და მისთვის ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ყურება...

პოსტს თანდართული აქვს "იუთუბის" ლინკი, რომელზეც თამარ გვერდწითელის გასული წლის 22 ივნისის საკონცერტო გამოსვლაა ასახული. ვიდეო ატვირთულია 2021 წლის 22 ივნისს: https://www.youtube.com/watch?v=V2qMXfd9ep4