რუსული კოსმოსური სააგენტოს, "როსკოსმოსის“ ხელმძღვანელი, დიმიტრი როგოზინი ამბობს, რომ მის ქვეყანას შეუძლია ნატო-ს წევრი ქვეყნები სწრაფად გაანადგუროს, თუკი ბირთვული ომი იქნება.
აღნიშნულის შესახებ როგოზინმა "ტელეგრამის“ არხზე დაწერა.
ის აცხადებს, რომ რუსეთს ნატო-ს ქვეყნების გასანადგურებლად სულ ნახევარი საათი დასჭირდება.
"ბირთვულ ომში ნატო-ს წევრ ქვეყნებს ჩვენ ნახევარ საათში გავანადგურებთ, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს, რადგამ ბირთვული დარტყმები გავლენას მოახდენს ჩვენს დედამიწაზე“, - წერს "როსკოსმოსის“ ხელმძღვანელი.
ის ასევე მიიჩნევს, რომ ნატო რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს.
"ნატო აწარმოებს ჩვენს წინააღმდეგ ომს. მას ომი არ გამოუცხადებია ოფიციალურად, თუმცა ეს არაფერს ცვლის, ეს ყველასთვის აშკარაა“, - აღნიშნავს როგოზინი.
რუსეთი რასაკვირველია დამარცხდება,ამერიკას იმხელა შესაძლებლობები აქვს,ერტი საუკუნიტ წინაა განვითარებიტ,ვინემ რუსეთი, მაგრამ ეს საცოდავი ხალხი რომ ნადგურდებიან უკრაინაში,ბოლოს ისე არ გამოვიდეს რომ ცოცხალი ძალა აღარ ჰყავდეთ.ბოლოს ეტყობა რობოტებს გამოიყებნებენ.
ვინც ელემენტარულად დაინტერესდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მოიპოვა ინტერნეტში, ნახავდა რომ სულ მცირე ბოლო 15 წლის განმავლობაში აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი რუსეთისას ყოველწლიურად არანაკლებ 500 მილიარდი დოლარით აღემატებოდა.ჯამში ეს არის კოლოსალური თანხა,რომელიც ტრილიონებზე გადის.ნუთუ ვინმეს ეჩვენება,რომ პრაგმატული ამერიკელები ამ ფულს მარჯვნივ და მარცხნივ ოკეანეში ჰყრიდნენ და საკუთარი შეიარაღებისა და ჯარის განვითარებას არ ახმარდნენ,ან კიდე ეს მონაცემი არ იძლევა იმის დასაბუთებულ ვარაუდს რომ ამ ორ სახელმწიფოს შორის სამხედრო განვითარების მხრივ განსხვავება ერთი საუკუნე თუ არა 50 წელი მაინცაა?! თუ ასეა, ამ ადამიანებს ვუსურვებ ,რომ "ცარ-ბომბისა" და რაგოზინის იმედი არ მოუშალოს ღმერთმა.