სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც აქცია სახელწოდებით "9 მაისი, რუსეთის სირცხვილის დღე“ მიმდინარეობს
რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც აქცია სახელწოდებით "9 მაისი, რუსეთის სირცხვილის დღე“ მიმდინარეობს

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით "9 მა­ი­სი, რუ­სე­თის სირ­ცხვი­ლის დღე“ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას გმო­ბენ და უკ­რა­ი­ნას მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ.

ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ 9 მა­ი­სი არის არა გა­მარ­ჯვე­ბის, არა­მედ რუ­სე­თის სირ­ცხვი­ლის დღე. აქ­ცი­ა­ში რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბი, ასე­ვე უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი ბა­ნე­რე­ბი გა­მო­ფი­ნეს, წარ­წე­რით "დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას", "რუ­სე­თი კლავს".

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ასე­ვე უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გეს. აქ­ცი­ა­ზე უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი სიმ­ღე­რა შეს­რულ­და და გაჟ­ღერ­და სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი.

"8 მა­ი­სი არის ის­ტო­რი­უ­ლად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე, რო­დე­საც ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სამ­ყა­რო ნა­ციზ­მის და­მარ­ცხე­ბას ზე­ი­მობ­და, მაგ­რამ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში აღ­მოჩ­ნდა, რომ ნა­ციზ­მი რუ­სე­თის სა­ხით ბო­ლომ­დე და­მარ­ცხე­ბუ­ლი არ არის, მან მი­ი­ღო რა­შიზ­მის, იმ ბო­რო­ტე­ბის მან­ქა­ნის სახე, რო­მელ­საც ჩვენ უკ­რა­ი­ნა­ში ვხე­დავთ და რაც მარ­ცხდე­ბა. 9 მა­ისს, პუ­ტი­ნის მიერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ზე­ი­მი უკვე არ შემ­დგა­რა იმი­ტომ, რომ უკ­რა­ი­ნის სი­მა­მა­ცის, ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­სა და და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რის გამო, ვერ­ცერთ მი­ზანს ვერ მი­აღ­წია. ამი­ტომ, ჩვენ დღეს უკ­რა­ი­ნე­ლებ­თან ერ­თად უნდა ვიდ­გეთ და ვთქვათ, რომ ამ რა­შიზ­მის და­მარ­ცხე­ბის იდე­ა­ში ჩვენ ერ­თად ვართ", - გა­ნა­ცხა­და "დრო­ას" ლი­დერ­მა, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ.

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან: ომი­დან ჩა­მო­სუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, ორ­გა­ნი­ზა­ცია "სვი­ტა­ნო­კი“, "დროა“, "დე­მოკ­რა­ტი­ის მცვე­ლე­ბი“.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mari
1

რას არ კადრულობთ, რა გიწერია პლაკატზე,შვიშტოკას აზროვნებაა...უზრდელი ქალი

გოგა
1

არსეთ ქვეყანაში არ ხდება ასეთი გაუთავებელი მიტინგი უკრაინის მხარდასაჭერად ,დროშაც კი არ კიდია ევროაში ,მაგას ჯობია ინახულოთ ტოლვილები ჩვენი ქვეყნისაც და უკრაინის და გაუწიოთ დახმარება ვიდრე მასე უაზროდ ფრატუნს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც აქცია სახელწოდებით "9 მაისი, რუსეთის სირცხვილის დღე“ მიმდინარეობს

რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც აქცია სახელწოდებით "9 მაისი, რუსეთის სირცხვილის დღე“ მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით "9 მაისი, რუსეთის სირცხვილის დღე“ მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები უკრაინაში რუსეთის აგრესიას გმობენ და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ.

ისინი მიიჩნევენ, რომ 9 მაისი არის არა გამარჯვების, არამედ რუსეთის სირცხვილის დღე. აქციაში როგორც ქართველები, ასევე უკრაინელები მონაწილეობენ.

აქციის მონაწილეებმა უკრაინის მხარდამჭერი ბანერები გამოფინეს, წარწერით "დიდება უკრაინას", "რუსეთი კლავს".

აქციის მონაწილეებმა ასევე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს. აქციაზე უკრაინის მხარდამჭერი სიმღერა შესრულდა და გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი.

"8 მაისი არის ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ათწლეულების განმავლობაში ცივილიზებული, თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული სამყარო ნაციზმის დამარცხებას ზეიმობდა, მაგრამ 21-ე საუკუნეში აღმოჩნდა, რომ ნაციზმი რუსეთის სახით ბოლომდე დამარცხებული არ არის, მან მიიღო რაშიზმის, იმ ბოროტების მანქანის სახე, რომელსაც ჩვენ უკრაინაში ვხედავთ და რაც მარცხდება. 9 მაისს, პუტინის მიერ დაანონსებული ზეიმი უკვე არ შემდგარა იმიტომ, რომ უკრაინის სიმამაცის, ბრძოლისუნარიანობისა და დასავლეთის მხარდაჭერის გამო, ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია. ამიტომ, ჩვენ დღეს უკრაინელებთან ერთად უნდა ვიდგეთ და ვთქვათ, რომ ამ რაშიზმის დამარცხების იდეაში ჩვენ ერთად ვართ", - განაცხადა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

აქციის ორგანიზატორები არიან: ომიდან ჩამოსული უკრაინელები, ორგანიზაცია "სვიტანოკი“, "დროა“, "დემოკრატიის მცველები“.