სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო ის 3 ადამიანი, ვინც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას ემსხვერპლა, მაგრამ მათზე დღემდე არაფერია ცნობილი
ვინ იყო ის 3 ადამიანი, ვინც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას ემსხვერპლა, მაგრამ მათზე დღემდე არაფერია ცნობილი

1989 წლის 9 აპ­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გმი­რუ­ლი და ტრა­გი­კუ­ლი დღეა.

ამ დღეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ერ­თი­ა­ნო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად იგ­რძნო­ბო­და, რო­დე­საც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვ­და, თუმ­ცა საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით შეკ­რე­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სას­ტი­კად და­არ­ბი­ეს და დი­ლის 4 სა­ათ­ზე, კრემ­ლის მი­თი­თე­ბით რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე- საბ­ჭო­თა არ­მი­ის მძი­მე ტექ­ნი­კა, ში­ნა­გა­ნი ჯა­რის სპეც­რაზ­მე­ლე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, რა­საც უდა­ნა­შა­უ­ლო და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. 4 ათას­ზე მეტი დე­მონ­სტრან­ტი კი სხვა­დას­ხვა სა­ხის ტრავ­მით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბა

ამ ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან 33 წელი გა­ვი­და,მე­დი­ა­ში კი მუდ­მი­ვად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ 9 აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად 21 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, რაც არას­წო­რია, რად­გან ამ ტრა­გე­დი­ამ არა 21, არა­მედ 24 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. ამას მოწ­მობს 2014 წლის 9 აპ­რილს, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბაც, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 1989 წლის 9 აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად 24 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ეს 3 ადა­მი­ა­ნი 9 აპ­რი­ლის ღა­მეს მო­ი­წამლნენ და და­შავ­დნენ და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ გარ­და­იც­ვალ­ნენ.

ესე­ნი არი­ან: შალ­ვა გო­გი­ძე, ალექ­სან­დრე ადა­მია და ინგა რუ­ხა­ძე.

  • ambebi.ge უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ სტა­ტი­ას მათ­ზე.

ავ­ტო­რი: თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
1

და საშინელება ის არის კიდევ, რომ დღესაც ფიქრობს ზოგიერთი და უნდა სისხლი დაიღვაროს უდანაშაულო ადამიანების. ავიწყდებათ, რომ ხალხი პოლიტიკურად უფრო გაზრდილია.

გია
0

სამოქალაქო ომი ჩვენი ქართველების სირცხვილი არის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ვინ იყო ის 3 ადამიანი, ვინც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას ემსხვერპლა, მაგრამ მათზე დღემდე არაფერია ცნობილი

ვინ იყო ის 3 ადამიანი, ვინც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას ემსხვერპლა, მაგრამ მათზე დღემდე არაფერია ცნობილი

1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გმირული და ტრაგიკული დღეა.

ამ დღეს საზოგადოებრივი ერთიანობა ყველაზე მეტად იგრძნობოდა, როდესაც ათასობით ადამიანი საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თავისუფლების მოთხოვნით შეკრებილი ადამიანები სასტიკად დაარბიეს და დილის 4 საათზე, კრემლის მითითებით რუსთაველის გამზირზე- საბჭოთა არმიის მძიმე ტექნიკა, შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები გამოჩნდნენ, რასაც უდანაშაულო და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. 4 ათასზე მეტი დემონსტრანტი კი სხვადასხვა სახის ტრავმით საავადმყოფოში მოათავსეს.

გიორგი მარგველაშვილის განკარგულება

ამ ტრაგიკული მოვლენებიდან 33 წელი გავიდა,მედიაში კი მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ 9 აპრილის მოვლენების შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, რაც არასწორია, რადგან ამ ტრაგედიამ არა 21, არამედ 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამას მოწმობს 2014 წლის 9 აპრილს, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განკარგულებაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. ეს 3 ადამიანი 9 აპრილის ღამეს მოიწამლნენ და დაშავდნენ და მოგვიანებით, რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალნენ.

ესენი არიან: შალვა გოგიძე, ალექსანდრე ადამია და ინგა რუხაძე.

  • ambebi.ge უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ სტატიას მათზე.

ავტორი: თიკო გურაშვილი