სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი ვერ გამოჯანმრთელდება, მაგრამ უნდა მოხდეს მის მდგომარეობის კონსერვაცია, რაც ლეტალურ გამოსავალს თავიდან აგვარიდებს" - ნიკა გვარამია მოსამართლეებს
"სააკაშვილი ვერ გამოჯანმრთელდება, მაგრამ უნდა მოხდეს მის მდგომარეობის კონსერვაცია, რაც ლეტალურ გამოსავალს თავიდან აგვარიდებს" - ნიკა გვარამია მოსამართლეებს

"პა­ტი­მა­რი სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­სიკ­ვდი­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­შია", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე მო­სა­მარ­თლე­ებს მი­მარ­თა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეს.

"ამ წუთ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა სრუ­ლად შე­დის თქვენს იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში, რო­გორც უფ­ლე­ბა და ასე­ვე, სრუ­ლად შე­დის თქვენს იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში, რო­გორც მო­ვა­ლე­ო­ბა იმი­ტომ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა წა­მე­ბი­სა და არაჰუ­მა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ახა­ლი ეპი­ზო­დი. არ ვსა­უბ­რობ იმა­ზე, რა­ზეც გა­მო­ძი­ე­ბა მი­დის. ეს არის ახა­ლი ეპი­ზო­დი, ვი­ნა­ი­დან ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უა­რის თქმა, არის წა­მე­ბა და არაჰუ­მა­ნუ­რი მო­პყრო­ბა კონ­ვენ­ცი­უ­რად და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მა­დაც. ამი­ტომ, წა­მე­ბის შე­ჩე­რე­ბა და თქვენს იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში მყო­ფი პა­ტიმ­რის, ასე­ვე თქვენს იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პი­რო­ბებ­ში, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვავ­ში, ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა თქვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა“,-მი­მარ­თა გვა­რა­მი­ამ მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ას.

მან მო­სა­მარ­თლე­ებს მო­უ­წო­და, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლის­ტებს მო­უს­მი­ნონ.

"მო­გი­წო­დებთ, მო­უს­მი­ნოთ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­საც და მი­ი­ღოთ სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი პე­ნი­ტენ­ცი­ურ ორ­გა­ნოს­თან და­კავ­ში­რე­ბით. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხე­ლო­ბი­თი მი­თი­თე­ბე­ბით და არა ზო­გა­დით, რაც სწო­რი გან­მარ­ტე­ბა არ არის“, - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ წუთს დამ­ძიმ­დეს.

"ნე­ბის­მი­ერ წუთს შე­იძ­ლე­ბა დამ­ძიმ­დეს მდგო­მა­რე­ო­ბა. ამ ვი­თა­რე­ბა­ში სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, შე­ა­ჩე­როს პა­ტიმ­რი­სად­მი ამ­გვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ასე­ვე, უზ­რუნ­ველ­ყოს მისი სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა, ამ წუთ­ში, ამ ქვე­ყა­ნა­ზე, დე­და­მი­წა­ზე არა­ვინ არის, ვი­საც ეს შე­უძ­ლია, თქვენ სა­მის გარ­და. პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი რომ არი­ან, ეს არის ფიქ­ცი­უ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. კარ­გი, ისი­ნი არი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი და არ აკე­თე­ბენ, თქვენც ხართ პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი და ამავდრო­უ­ლად, ფლობთ ეფექ­ტურ მე­ქა­ნიზმს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის და­ვა­ლე­ბა გას­ცეთ“, - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

მან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ დრო­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით ლე­ტა­ლო­ბის რისკს აა­რი­დებს.

"ის ვერ გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია, ეს გან­გრძო­ბა­დი პრო­ცე­სია და ვერ შე­წყდე­ბა, მაგ­რამ ექი­მე­ბის გან­მარ­ტე­ბაა, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი ჩა­რე­ვა უნდა მოხ­დეს და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის ამ წუ­თი­ე­რი კონ­სერ­ვა­ცია. კი­დევ ერთხელ ხაზს ვუს­ვამ, ეს ვერ გა­მო­იწ­ვევს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას და მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, მაგ­რამ ლე­ტა­ლურ გა­მო­სა­ვალს თა­ვი­დან აგ­ვა­რი­დებს“, - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტუია
0

არც არასოდეს ყოფილა ჯანმრთელი. რა უბედურებას გადარჩებოდა ნახევარი მსოფლიო, თემურ მირიანაშვილისათვის ვინმეს რომ დაეჯერებინა და ყურადღება მიექცია. კაცმა საჯაროდ უთხრა, ცნობილი გიჟი ხართო, მაგრამ რა? ეს გიჟი რამდენიმე ხანში თავზე უეკლო ვარდებით დაგვადგა, არიქა, რევოლუცია მოვახდინეო... 

გიო
0

დააკონსერვეთ სამუდამოდ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"სააკაშვილი ვერ გამოჯანმრთელდება, მაგრამ უნდა მოხდეს მის მდგომარეობის კონსერვაცია, რაც ლეტალურ გამოსავალს თავიდან აგვარიდებს" - ნიკა გვარამია მოსამართლეებს

"სააკაშვილი ვერ გამოჯანმრთელდება, მაგრამ უნდა მოხდეს მის მდგომარეობის კონსერვაცია, რაც ლეტალურ გამოსავალს თავიდან აგვარიდებს" - ნიკა გვარამია მოსამართლეებს

"პატიმარი სააკაშვილი სასიკვდილო პროცესის მიმდინარეობაშია", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან დღევანდელ პროცესზე მოსამართლეებს მიმართა, რომ მიხეილ სააკაშვილს სათანადო მკურნალობის საშუალება მიეცეს.

"ამ წუთში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება სრულად შედის თქვენს იურისდიქციაში, როგორც უფლება და ასევე, სრულად შედის თქვენს იურისდიქციაში, როგორც მოვალეობა იმიტომ, რომ მიმდინარეობა წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ახალი ეპიზოდი. არ ვსაუბრობ იმაზე, რაზეც გამოძიება მიდის. ეს არის ახალი ეპიზოდი, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მკურნალობაზე უარის თქმა, არის წამება და არაჰუმანური მოპყრობა კონვენციურად და საქართველოს კანონმდებლობის თანახმადაც. ამიტომ, წამების შეჩერება და თქვენს იურისდიქციაში მყოფი პატიმრის, ასევე თქვენს იურისდიქციაში არსებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, ნებისმიერ შემთხვევავში, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა თქვენი ვალდებულებაა“,-მიმართა გვარამიამ მოსამართლეთა კოლეგიას.

მან მოსამართლეებს მოუწოდა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალისტებს მოუსმინონ.

"მოგიწოდებთ, მოუსმინოთ სპეციალისტებსაც და მიიღოთ სპეციალური დავალებები პენიტენციურ ორგანოსთან დაკავშირებით. სპეციალური სახელობითი მითითებებით და არა ზოგადით, რაც სწორი განმარტება არ არის“, - განაცხადა გვარამიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ წუთს დამძიმდეს.

"ნებისმიერ წუთს შეიძლება დამძიმდეს მდგომარეობა. ამ ვითარებაში სასამართლოს უფლება და ვალდებულება აქვს, შეაჩეროს პატიმრისადმი ამგვარი დამოკიდებულება და ასევე, უზრუნველყოს მისი სიცოცხლის უფლება, ამ წუთში, ამ ქვეყანაზე, დედამიწაზე არავინ არის, ვისაც ეს შეუძლია, თქვენ სამის გარდა. პენიტენციური სამსახური პასუხისმგებლები რომ არიან, ეს არის ფიქციური პასუხისმგებლობა. კარგი, ისინი არიან პასუხისმგებლები და არ აკეთებენ, თქვენც ხართ პასუხისმგებლები და ამავდროულად, ფლობთ ეფექტურ მექანიზმს, რომ ნებისმიერი სახის დავალება გასცეთ“, - განაცხადა გვარამიამ.

მან სასამართლო პროცესზე აღნიშნა ისიც, რომ დროული მკურნალობა, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით ლეტალობის რისკს აარიდებს.

"ის ვერ გამოჯანმრთელდება, ეს გამორიცხულია, ეს განგრძობადი პროცესია და ვერ შეწყდება, მაგრამ ექიმების განმარტებაა, რომ დაუყოვნებლივი ჩარევა უნდა მოხდეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამ წუთიერი კონსერვაცია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს ვერ გამოიწვევს გამოჯანმრთელებას და მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ ლეტალურ გამოსავალს თავიდან აგვარიდებს“, - განაცხადა გვარამიამ.