კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს" - უკრაინის დაზვერვა
"მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს" - უკრაინის დაზვერვა

რუ­სე­თი სხვა ქვეყ­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით ცდი­ლობს სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლას. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის სა­დაზ­ვერ­ვოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო იტყო­ბი­ნე­ბა.

UNIAN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გად გან­სა­კუთ­რე­ბით და­ზა­რალ­და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და უცხო­ურ წარ­მო­ე­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ინ­დუსტრი­ე­ბი.

უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ცნო­ბით, მოს­კო­ვი კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ქვეყ­ნებ­ში (ბე­ლა­რუ­სი, სომ­ხე­თი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი, ტა­ჯი­კე­თი) გეგ­მავს მო­ა­წყოს იმ სპე­ცი­ა­ლუ­რი ნა­წი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო და ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პრო­დუქ­ცი­ის­თვის არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. გარ­და ამი­სა, ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა გაზ­რდის კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ზე, რაც ასე­ვე შე­დის კრემ­ლის ინ­ტე­რე­სებ­ში.

  • დაზ­ვერ­ვის მო­ნა­ცე­მე­ბით, მოს­კო­ვი სა­ქარ­თვე­ლოს­თან, სომ­ხეთ­თან და აზერ­ბა­ი­ჯან­თან რუ­სუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ექ­სპორ­ტის თა­ო­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს. ექ­სპორტზე მე­სა­მე ქვეყ­ნებ­ში პრო­დუქ­ცი­ის გა­ტა­ნა იგეგ­მე­ბა ქარ­თუ­ლი, სომ­ხუ­რი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის სა­ფარ­ქვეშ. უწყე­ბის ცნო­ბით, სწო­რედ ამი­ტომ, ამ ქვეყ­ნებ­ში უკვე 200-ზე მეტი ახა­ლი კომ­პა­ნი­აა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

"სომ­ხე­თი რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ბიზ­ნესს ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს უქ­მნის. პირ­ველ რიგ­ში, ეს ეხე­ბა IT სექ­ტორს. რუ­სე­თის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი აგ­რე­სი­ის და­წყე­ბი­დან უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, რუ­სე­თის და­ახ­ლო­ე­ბით 85 ათა­სი მო­ქა­ლა­ქე და 113 IT კომ­პა­ნია სომ­ხეთ­ში ჩა­ვი­და. რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ათა­სამ­დე კერ­ძო სა­წარ­მო და 250-ზე მეტი შპს შექ­მნეს, რომ­ლე­ბიც გა­და­სა­ხა­დებს გა­და­იხ­დი­ან ორი ქვეყ­ნის - სომ­ხე­თი­სა და რუ­სე­თის ბი­უ­ჯეტ­ში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ან­გა­რიშ­ში.

უწყე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის წამ­ყვა­ნი რუ­სუ­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი - „ული­ა­ნოვ­სკის მე­ქა­ნი­კუ­რი ქარ­ხა­ნა“ ყა­ზა­ხეთს გერ­მა­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად იწ­ვევს.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მ ი მ ი ნ ო
0

ვაა, უკრაინას დაზვერვაც ყავს?....

უკრებო!!!
0

უკრებო, გაგვანებეთ თავი. ნუ უჯერებთ ნაცებს.

მათ საკუთარი სამშობლო არ დაინდეს, თქვენ დაგინდობენ? 

გაანებეთ ბინძურ ჭორაობას თავი, დადეთ ფაქტები, მაგრამ..

არ გაქვთ და რას დადებთ.

საჭორაოდ გცალიათ?

გამოდის რუსები გეომებიან თქვენ და თქვენ კიდევ ქართველებს. 

საქმეს მიხედეთ, ქვეყანა თავზე გექცევათ. 

ხოლო ქართველები როგორც აქამდე როგორც აქამდე გედგნენ გვერდით ისევე დაგიდგებიან მომავალშიც!..

ავტორი:

"მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს" - უკრაინის დაზვერვა

"მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს" - უკრაინის დაზვერვა

რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას. ამის შესახებ უკრაინის სადაზვერვოს მთავარი სამმართველო იტყობინება.

UNIAN-ის ინფორმაციით, დაწესებული სანქციების შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ტექნოლოგიებსა და უცხოურ წარმოებაზე დამოკიდებული ინდუსტრიები.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, მოსკოვი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნებში (ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) გეგმავს მოაწყოს იმ სპეციალური ნაწილების წარმოება, რომელიც რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციისთვის არის აუცილებელი. გარდა ამისა, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ქმედება გაზრდის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციაზე, რაც ასევე შედის კრემლის ინტერესებში.

  • დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ექსპორტზე მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანა იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ. უწყების ცნობით, სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული.

"სომხეთი რუსული კომპანიების ბიზნესს ხელსაყრელ პირობებს უქმნის. პირველ რიგში, ეს ეხება IT სექტორს. რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის დაახლოებით 85 ათასი მოქალაქე და 113 IT კომპანია სომხეთში ჩავიდა. რუსეთის მოქალაქეებმა სომხეთის ტერიტორიაზე ათასამდე კერძო საწარმო და 250-ზე მეტი შპს შექმნეს, რომლებიც გადასახადებს გადაიხდიან ორი ქვეყნის - სომხეთისა და რუსეთის ბიუჯეტში“, - აღნიშნულია უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანგარიშში.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის წამყვანი რუსული მწარმოებელი - „ულიანოვსკის მექანიკური ქარხანა“ ყაზახეთს გერმანული წარმოების კომპონენტების მისაღებად იწვევს.