პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრედერიკ ბეგბედერი 4 მაისს ქართველ მკითხველს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვდება
ფრედერიკ ბეგბედერი 4 მაისს ქართველ მკითხველს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვდება

ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რი სა­ქარ­თვე­ლოს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ მოწ­ვე­ვით მე­ო­რედ ეს­ტუმ­რე­ბა. ცნო­ბი­ლი ფრან­გი მწერ­ლის ვი­ზი­ტი 4-6 მა­ის­სა და­გეგ­მი­ლი. ის ქარ­თველ მკი­თხველს ახალ წიგნს „დამ­ბა ატ­ლან­ტი­კის პი­რის­პირ“ წა­რუდ­გენს.

ბეგ­ბე­დე­რი თბი­ლის­ში 3 მა­ისს 20:00 სა­ათ­ზე ჩა­მოფ­რინ­დე­ბა.

მწერ­ლის მკი­თხველ­თან შეხ­ვედ­რა 4 მა­ისს 19:00 სა­ათ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­შია და­გეგ­მი­ლი. შეხ­ვედ­რა­ზე დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია და მის­ვლა, საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლის­თვის კი­თხვის დას­მა თუ წიგნ­ზე ავ­ტოგ­რა­ფის გა­მორ­თმე­ვა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლე­ბა.

მკი­თხველ­თან და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რა­ზე ბეგ­ბე­დე­რის ახა­ლი წიგ­ნის „დამ­ბა ატ­ლან­ტი­კის პი­რის­პირ“ პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა. ის დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას წიგნს თა­ვად წა­რუდ­გენს.

ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რის მე­ო­რე ვი­ზი­ტია. პირ­ვე­ლად ის ქვე­ყა­ნას 2016 წელს ეწ­ვია. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რის წიგ­ნებს 2012 წლი­დან გა­მოს­ცემს. მისი „99 ფრან­კი“ დღემ­დე ბესტსე­ლერ­თა სი­ა­შია.

მწერ­ლის ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში 6 მა­ისს დას­რულ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ფრედერიკ ბეგბედერი 4 მაისს ქართველ მკითხველს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვდება

ფრედერიკ ბეგბედერი 4 მაისს ქართველ მკითხველს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვდება

ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოს გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მოწვევით მეორედ ესტუმრება. ცნობილი ფრანგი მწერლის ვიზიტი 4-6 მაისსა დაგეგმილი. ის ქართველ მკითხველს ახალ წიგნს „დამბა ატლანტიკის პირისპირ“ წარუდგენს.

ბეგბედერი თბილისში 3 მაისს 20:00 საათზე ჩამოფრინდება.

მწერლის მკითხველთან შეხვედრა 4 მაისს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაგეგმილი. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და მისვლა, საყვარელი მწერლისთვის კითხვის დასმა თუ წიგნზე ავტოგრაფის გამორთმევა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

მკითხველთან დაგეგმილ შეხვედრაზე ბეგბედერის ახალი წიგნის „დამბა ატლანტიკის პირისპირ“ პრეზენტაცია გაიმართება. ის დამსწრე საზოგადოებას წიგნს თავად წარუდგენს.

ეს საქართველოში ფრედერიკ ბეგბედერის მეორე ვიზიტია. პირველად ის ქვეყანას 2016 წელს ეწვია. გამომცემლობა „პალიტრა L“ ფრედერიკ ბეგბედერის წიგნებს 2012 წლიდან გამოსცემს. მისი „99 ფრანკი“ დღემდე ბესტსელერთა სიაშია.

მწერლის ვიზიტი საქართველოში 6 მაისს დასრულდება.