საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივდივართ თუ არა პანდემიის დასრულებისკენ? ჩემი პასუხია "არა“ - არც დასრულებულა და ჯერჯერობით არ ჩანს, როდის დასრულდება" - ამირან გამყრელიძე
"მივდივართ თუ არა პანდემიის დასრულებისკენ? ჩემი პასუხია "არა“ - არც დასრულებულა და ჯერჯერობით არ ჩანს, როდის დასრულდება" - ამირან გამყრელიძე

ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს, რო­დის დას­რულ­დე­ბა პან­დე­მია ,- ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“ გა­ნა­ცხა­და.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­და­ცე­მა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნა ან აცრა ორ­გა­ნიზ­მში იმუ­ნი­ტეტს მხო­ლოდ 6-8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ტო­ვებს და აუ­ცი­ლე­ბე­ლია "ბუს­ტერ“ დო­ზის მი­ღე­ბა.

"კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეპიდსი­ტუ­ა­ცია დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში. ყვე­ლა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რაც ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას ახა­სი­ა­თებს, შემ­ცი­რე­ბუ­ლია. მივ­დი­ვართ თუ არა პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის­კენ, ჩემი პა­სუ­ხია ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად "არა“, არც დას­რუ­ლე­ბუ­ლა და ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს თუ რო­დის დას­რულ­დე­ბა. უნდა გა­ვი­თა­ვი­სოთ, რომ პან­დე­მი­ის და­სას­რუ­ლის გზა იმუ­ნი­ზა­ცი­ა­ზე გა­დის. თუ აც­რი­ლი იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის 70%, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბა, მა­შინ ამ ვირუსს ე.წ. მო­დე­ბის წერ­ტი­ლი აღარ ექ­ნე­ბა და პან­დე­მია გა­და­ვა ენ­დე­მურ რე­ჟიმ­ში.

ამი­ტომ, ძა­ლი­ან გვინ­და და მო­ვუ­წო­დებთ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ წლის ბო­ლომ­დე, ცივი პე­რი­ო­დი სა­ნამ დად­გე­ბა, აიც­რან. აც­რაც და ვირუ­სის გა­და­ტა­ნაც მუდ­მივ იმუ­ნი­ტეტს არ ტო­ვებს, ეს გრძელ­დე­ბა 6-8 თვე, ამი­ტომ სა­ჭი­როა გაძ­ლი­ე­რე­ბა, რა­საც "ბუს­ტერს“ ვე­ძა­ხით. მსოფ­ლიო მეც­ნი­ე­რე­ბა მსჯე­ლობს იმა­ზე, რომ დიდი ალ­ბა­თო­ბით, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ წელს პან­დე­მია დას­რუ­ლე­ბუ­ლად უნდა გა­მო­ა­ცხა­დოს, შე­იძ­ლე­ბა რეს­პი­რა­ცი­ულ და გრი­პო­ზულ ინ­ფექ­ცი­ად გა­და­იქ­ცეს, მაგ­რამ ამის­თვის სა­ჭი­როა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს ინ­ფექ­ცია გა­და­ტა­ნი­ლი ჰქონ­დეს, ან იყოს აც­რი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თან, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, 50 წლის ზე­მოთ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ე.წ. მე­ო­რე ბუს­ტე­რის გა­კე­თე­ბა და­ი­წყე­ბა.

"იმუ­ნი­ზა­ცი­ის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭომ გა­ნი­ხი­ლე­ბა და რო­გორც მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში, ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც დიდი ალ­ბა­თო­ბით, და­ი­წყე­ბა მე­სა­მე აც­რის შემ­დეგ, 50 წლის ზე­მოთ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ე.წ. მე­ო­რე ბუს­ტე­რის გა­კე­თე­ბა", - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:((
2

რაო ამირან, არ გინდა დათმო თაფლიანი ჯამი? ბევრი ფულები მოგიტანა ხომ პანდემიამ და დიდი ძალაუფლება? ჩვენთვის დამთავრდა და თქვენ იკეთეთ სხვადასხვა ვაქცინის დოზები.კრამიტები ისედაც არ გაკლია

ქართველებო
2

ჰკითხეთ თქვენს ნაცნობებს რა ხდება აშშ-ში. რა პანდემია რის პანდემია. ჩვეულებრივი ცხოვრება მიდის დიდი ხანია იქ!!

ეს ნაძირლები კი შემდეგ მითითებებს ელოდებიან , როგორ განვითარდწბა ომი და ამის მიხედვით განაგრძობენ ხალხის მართვას!!!

ამის დრო უნდა დადგეს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მივდივართ თუ არა პანდემიის დასრულებისკენ? ჩემი პასუხია "არა“ - არც დასრულებულა და ჯერჯერობით არ ჩანს, როდის დასრულდება" - ამირან გამყრელიძე

"მივდივართ თუ არა პანდემიის დასრულებისკენ? ჩემი პასუხია "არა“ - არც დასრულებულა და ჯერჯერობით არ ჩანს, როდის დასრულდება" - ამირან გამყრელიძე

ჯერჯერობით არ ჩანს, როდის დასრულდება პანდემია ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ გადაცემაში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კორონავირუსის გადატანა ან აცრა ორგანიზმში იმუნიტეტს მხოლოდ 6-8 თვის განმავლობაში ტოვებს და აუცილებელია "ბუსტერ“ დოზის მიღება.

"კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით, ეპიდსიტუაცია დასტაბილურებულია ქვეყანაში. ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, შემცირებულია. მივდივართ თუ არა პანდემიის დასრულებისკენ, ჩემი პასუხია ერთმნიშვნელოვნად "არა“, არც დასრულებულა და ჯერჯერობით არ ჩანს თუ როდის დასრულდება. უნდა გავითავისოთ, რომ პანდემიის დასასრულის გზა იმუნიზაციაზე გადის. თუ აცრილი იქნება მოსახლეობის 70%, მხედველობაში მაქვს მთელი მსოფლიოს მოსახლეობა, მაშინ ამ ვირუსს ე.წ. მოდების წერტილი აღარ ექნება და პანდემია გადავა ენდემურ რეჟიმში.

ამიტომ, ძალიან გვინდა და მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე, ცივი პერიოდი სანამ დადგება, აიცრან. აცრაც და ვირუსის გადატანაც მუდმივ იმუნიტეტს არ ტოვებს, ეს გრძელდება 6-8 თვე, ამიტომ საჭიროა გაძლიერება, რასაც "ბუსტერს“ ვეძახით. მსოფლიო მეცნიერება მსჯელობს იმაზე, რომ დიდი ალბათობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ წელს პანდემია დასრულებულად უნდა გამოაცხადოს, შეიძლება რესპირაციულ და გრიპოზულ ინფექციად გადაიქცეს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ინფექცია გადატანილი ჰქონდეს, ან იყოს აცრილი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა ისიც, რომ საქართველოში, სავარაუდოდ, 50 წლის ზემოთ მოსახლეობაში ე.წ. მეორე ბუსტერის გაკეთება დაიწყება.

"იმუნიზაციის სამეცნიერო საბჭომ განიხილება და როგორც მრავალ ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაშიც დიდი ალბათობით, დაიწყება მესამე აცრის შემდეგ, 50 წლის ზემოთ მოსახლეობაში ე.წ. მეორე ბუსტერის გაკეთება", - აღნიშნა გამყრელიძემ.