საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ დროგამოშვებით ერთმანეთის სისხლს ვსვამთ... შეუძლია, გატეხილი შუშით მკერდი დაისეროს და მითხრას: "ჩემი სული წაიღე" - მეგან ფოქსი საყვარელ მამაკაცზე
"ჩვენ დროგამოშვებით ერთმანეთის სისხლს ვსვამთ... შეუძლია, გატეხილი შუშით მკერდი დაისეროს და მითხრას: "ჩემი სული წაიღე" - მეგან ფოქსი საყვარელ მამაკაცზე

მე­გან ფოქ­სი­სა და Machine Gun Kelly-ს (იგი­ვე რი­ჩარდ კოლ­სონ ბე­ი­კე­რი) ნიშ­ნო­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში შედ­გა. ხე­ლის თხოვ­ნის ამ­ბა­ვი გან­სა­კუთ­რე­ბით რე­ზო­ნან­სუ­ლი ერთი დე­ტა­ლის გამო იყო. რო­გორც მსა­ხი­ობ­მა თქვა, ნიშ­ნო­ბი­სას მათ "ერ­თმა­ნე­თის სის­ხლი და­ლი­ეს."

"მან ხელი მთხო­ვა, მე ვთქვი "დიახ".. და შემ­დეგ ჩვენ ერ­თმა­ნე­თის სის­ხლი დავ­ლი­ეთ", - წერ­და მე­გა­ნი "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში.

ამ­ჯე­რად, მე­გან ფოქსმა ჟურ­ნალ "გლა­მურს" მის­ცა ინ­ტერ­ვიუ და თა­ვის საქმროს­თან იდი­ლი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბაც გა­ამ­ხი­ლა: "დიახ, ჩვენ დრო­გა­მოშ­ვე­ბით ერ­თმა­ნე­თის სის­ხლს ვსვამთ. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წვეთს და მხო­ლოდ რი­ტუ­ა­ლუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის.

დიახ. შე­იძ­ლე­ბა ხალ­ხმა სხვა­ნა­ი­რად აღიქ­ვას ერ­თმა­ნე­თის სის­ხლის და­ლე­ვა და სის­ხლით სავ­სე თასე­ბით ხელ­ში წარ­მოგ­ვიდ­გი­ნოს, თით­ქოს "სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შებ­ში" ვი­ყოთ. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წვეთს და მხო­ლოდ რი­ტუ­ა­ლუ­რი მიზ­ნე­ბით ვსვამთ ერ­თმა­ნე­თის სის­ხლს", - ამ­ბობს ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი და დას­ძენს, რომ რი­ტუ­ა­ლებს ახალ მთვა­რი­სა და სავ­სე მთვა­რის დღე­ებ­ში ატა­რე­ბენ.

მსა­ხი­ობ­მა MGK-ს და მის ხა­სი­ათ­ზეც ისა­უბ­რა: "ის ბევ­რად უფრო ქა­ო­სუ­რი და მო­უს­ვე­ნა­რია, ვიდ­რე მე, თა­ნაც იმ­დე­ნად, რომ შე­უძ­ლია, გა­ტე­ხი­ლი შუ­შით მკერ­დი და­ი­სე­როს და მი­თხრას: "ჩემი სული წა­ი­ღე". მე­გან­მა გა­ი­ცი­ნა ამა­ზე და შემ­დეგ და­ა­მა­ტა - "არა, ზუს­ტად ასე არ მომ­ხდა­რა, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რჯერ გვქო­ნია მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია".

წყა­რო: ew.com

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შორენა
0

რა მარაზმია

 

მეგანას
2

გაუშვით ესენი ვინმემ უკრაინის ომში ან აფერიკაში და ნახავენ როგორი ძნელია სიცოცხლე ბევრი ადამიანისთვის, თორემ რითი გაიერთონ თავი არ იციან 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ჩვენ დროგამოშვებით ერთმანეთის სისხლს ვსვამთ... შეუძლია, გატეხილი შუშით მკერდი დაისეროს და მითხრას: "ჩემი სული წაიღე" - მეგან ფოქსი საყვარელ მამაკაცზე

"ჩვენ დროგამოშვებით ერთმანეთის სისხლს ვსვამთ... შეუძლია, გატეხილი შუშით მკერდი დაისეროს და მითხრას: "ჩემი სული წაიღე" - მეგან ფოქსი საყვარელ მამაკაცზე

მეგან ფოქსისა და Machine Gun Kelly-ს (იგივე რიჩარდ კოლსონ ბეიკერი) ნიშნობა მიმდინარე წლის იანვარში შედგა. ხელის თხოვნის ამბავი განსაკუთრებით რეზონანსული ერთი დეტალის გამო იყო. როგორც მსახიობმა თქვა, ნიშნობისას მათ "ერთმანეთის სისხლი დალიეს."

"მან ხელი მთხოვა, მე ვთქვი "დიახ".. და შემდეგ ჩვენ ერთმანეთის სისხლი დავლიეთ", - წერდა მეგანი "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ პოსტში.

ამჯერად, მეგან ფოქსმა ჟურნალ "გლამურს" მისცა ინტერვიუ და თავის საქმროსთან იდილიური ურთიერთობის საიდუმლოებაც გაამხილა: "დიახ, ჩვენ დროგამოშვებით ერთმანეთის სისხლს ვსვამთ. მხოლოდ რამდენიმე წვეთს და მხოლოდ რიტუალური მიზნებისთვის.

დიახ. შეიძლება ხალხმა სხვანაირად აღიქვას ერთმანეთის სისხლის დალევა და სისხლით სავსე თასებით ხელში წარმოგვიდგინოს, თითქოს "სამეფო კარის თამაშებში" ვიყოთ. მხოლოდ რამდენიმე წვეთს და მხოლოდ რიტუალური მიზნებით ვსვამთ ერთმანეთის სისხლს", - ამბობს ჰოლივუდის ვარსკვლავი და დასძენს, რომ რიტუალებს ახალ მთვარისა და სავსე მთვარის დღეებში ატარებენ.

მსახიობმა MGK-ს და მის ხასიათზეც ისაუბრა: "ის ბევრად უფრო ქაოსური და მოუსვენარია, ვიდრე მე, თანაც იმდენად, რომ შეუძლია, გატეხილი შუშით მკერდი დაისეროს და მითხრას: "ჩემი სული წაიღე". მეგანმა გაიცინა ამაზე და შემდეგ დაამატა - "არა, ზუსტად ასე არ მომხდარა, მაგრამ ძალიან ბევრჯერ გვქონია მსგავსი სიტუაცია".

წყარო: ew.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა