საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლურჯი ოკეანე და ბიზნეს სასტუმრო “მეტა” ბიზნესშეხვედრების ციკლს იწყებენ
ლურჯი ოკეანე და ბიზნეს სასტუმრო “მეტა” ბიზნესშეხვედრების ციკლს იწყებენ

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექ­ტმა „ლურ­ჯი ოკე­ა­ნე“ და­ი­წყო ახა­ლი პრო­ექ­ტი „ბიზ­ნეს შეხ­ვედ­რე­ბის ციკ­ლი“, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ყო­ველ­თვი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­სა და სხვა­დას­ხვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტის სა­დის­კუ­სი­ოდ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას.

პირ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მოწ­ვე­უ­ლი სპი­კე­რი იქ­ნე­ბა საშა კაც­მა­ნი, რო­მე­ლიც ისა­უბ­რებს ლი­დე­რო­ბა­ზე და აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე აუ­დი­ტო­რი­ას სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბებს გა­უ­ზი­ა­რებს. შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა 28 აპ­რილს 19:00 სა­ათ­ზე ბიზ­ნეს სას­ტუმ­რო „მე­ტა­ში“ (მი­სა­მარ­თი: ალექ­სი­ძის 12, შე­ნო­ბა - King David)

„პა­ლიტ­რა L-ის“ პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძის გან­მარ­ტე­ბით, სწრაფ და ტურ­ბუ­ლენ­ტურ ბიზ­ნეს­გა­რე­მო­ში მსგავ­სი სივ­რცის არ­სე­ბო­ბა ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს და­ეხ­მა­რე­ბა, გაც­ვა­ლონ ინ­ფორ­მა­ცია, ერ­თმა­ნეთს გა­უ­ზი­ა­რონ გა­მოც­დი­ლე­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბი.

„თი­თო­ე­უ­ლი შეხ­ვედ­რის თე­მა­ტი­კა შე­ირ­ჩე­ვა „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი უახ­ლე­სი წიგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით და ამის შე­სა­ბა­მი­სად მო­ვიწ­ვევთ სპი­კერს ან სპი­კე­რებს. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის თემა ლი­დე­რო­ბაა, რა­საც პირ­ვე­ლი სპი­კე­რი საშა კაც­მა­ნი გა­ნი­ხი­ლავს. თე­მა­ტი­კა კი სწო­რედ „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის რო­ბერტ სა­ტო­ნის "კარ­გი ბოსი, ცუდი ბო­სის“ მი­ხედ­ვით შე­ვარ­ჩი­ეთ,“ - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძემ.

რო­გორც ბიზ­ნეს სას­ტუმ­რო „მე­ტას“ მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ამ დვა­ლიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს „ლურჯ ოკე­ა­ნეს­თან“ პარტნი­ო­რო­ბის­გან სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გებს ელო­დე­ბი­ან:

„მეტა“ გახ­სნის დღი­დან ოპე­რი­რებს, რო­გორც ბიზ­ნეს სას­ტუმ­რო, „ლურ­ჯი ოკე­ა­ნე“ კი გა­მოს­ცემს ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რას, ვფიქ­რობთ, რომ ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა ამ კუ­თხით ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლია. ბიზ­ნესს ვეხ­მა­რე­ბით თა­ვი­ან­თი მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და თა­ვა­დაც ვვი­თარ­დე­ბით. „ლურ­ჯი ოკე­ა­ნე“ იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის თე­მე­ბიც იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, რომ ვფიქ­რობ, ამ შეხ­ვედ­რა­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ექ­ნე­ბა მათ­გან, ვინც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი,“ - გან­მარ­ტა მა­რი­ამ დვა­ლიშ­ვილ­მა.

პრო­ექ­ტი 6 თვე გაგ­რძელ­დე­ბა და სხვა­დას­ხვა თე­მა­ტი­კას მო­ი­ცავს. მისი მთა­ვა­რი იდე­აა სა­შუ­ა­ლო და მა­ღა­ლი რგო­ლის მე­ნე­ჯე­რე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, მო­საზ­რე­ბე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, რაც სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ლურჯი ოკეანე და ბიზნეს სასტუმრო “მეტა” ბიზნესშეხვედრების ციკლს იწყებენ

ლურჯი ოკეანე და ბიზნეს სასტუმრო “მეტა” ბიზნესშეხვედრების ციკლს იწყებენ

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტმა „ლურჯი ოკეანე“ დაიწყო ახალი პროექტი „ბიზნეს შეხვედრების ციკლი“, რომელიც ითვალისწინებს ყოველთვიური ღონისძიებების ჩატარებასა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტის სადისკუსიოდ გაერთიანებას.

პირველი ღონისძიების მოწვეული სპიკერი იქნება საშა კაცმანი, რომელიც ისაუბრებს ლიდერობაზე და აღნიშნულ თემაზე აუდიტორიას საინტერესო მოსაზრებებს გაუზიარებს. შეხვედრა გაიმართება 28 აპრილს 19:00 საათზე ბიზნეს სასტუმრო „მეტაში“ (მისამართი: ალექსიძის 12, შენობა - King David)

„პალიტრა L-ის“ პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარიამ გიორგაძის განმარტებით, სწრაფ და ტურბულენტურ ბიზნესგარემოში მსგავსი სივრცის არსებობა ბიზნესის წარმომადგენლებს დაეხმარება, გაცვალონ ინფორმაცია, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და თანამედროვე ტენდენციები.

„თითოეული შეხვედრის თემატიკა შეირჩევა „ლურჯი ოკეანის“ პროექტის ფარგლებში გამოცემული უახლესი წიგნების მიხედვით და ამის შესაბამისად მოვიწვევთ სპიკერს ან სპიკერებს. პირველი შეხვედრის თემა ლიდერობაა, რასაც პირველი სპიკერი საშა კაცმანი განიხილავს. თემატიკა კი სწორედ „ლურჯი ოკეანის“ მიერ გამოცემული წიგნის რობერტ სატონის ,,კარგი ბოსი, ცუდი ბოსის“ მიხედვით შევარჩიეთ,“ - განაცხადა მარიამ გიორგაძემ.

როგორც ბიზნეს სასტუმრო „მეტას“ მარკეტინგის ხელმძღვანელი მარიამ დვალიშვილი აღნიშნავს „ლურჯ ოკეანესთან“ პარტნიორობისგან საინტერესო შედეგებს ელოდებიან:

„მეტა“ გახსნის დღიდან ოპერირებს, როგორც ბიზნეს სასტუმრო, „ლურჯი ოკეანე“ კი გამოსცემს ბიზნესლიტერატურას, ვფიქრობთ, რომ ჩვენი საქმიანობა ამ კუთხით ერთმანეთთან დაკავშირებულია. ბიზნესს ვეხმარებით თავიანთი მიმართულების განვითარებაში და თავადაც ვვითარდებით. „ლურჯი ოკეანე“ იმდენად მნიშვნელოვანი პროექტია და ღონისძიებების თემებიც იმდენად საინტერესო იქნება, რომ ვფიქრობ, ამ შეხვედრასაც დიდი გამოხმაურება ექნება მათგან, ვინც ამ მიმართულებით არის დაინტერესებული,“ - განმარტა მარიამ დვალიშვილმა.

პროექტი 6 თვე გაგრძელდება და სხვადასხვა თემატიკას მოიცავს. მისი მთავარი იდეაა საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის საინტერესო შეხვედრების ორგანიზება, მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარება, რაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს თავიანთ საქმიანობაში დაეხმარება.

R