სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურის გაფრთხილება საზოგადოებას: "სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში განთავსებულ ინფორმაციებს შეღავათიანი კრედიტის ან სხვა სახის სარგებლის მიღებაზე"
პროკურატურის გაფრთხილება საზოგადოებას: "სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში განთავსებულ ინფორმაციებს შეღავათიანი კრედიტის ან სხვა სახის სარგებლის მიღებაზე"

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე ერთი პი­რის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო.

ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

"ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebook-ზე ყალ­ბი გვერ­დი შექ­მნეს და პო­ტენ­ცი­უ­რი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის მო­ტყუ­ე­ბის მიზ­ნით, თით­ქოს­და ევ­რო­პა­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ 5 000-დან 1 000 000 ევ­რომ­დე ოდე­ნო­ბით შე­ღა­ვა­თი­ა­ნი კრე­დი­ტის გა­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია გა­ნა­თავ­სეს.

და­ნა­შა­ულ­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის მი­თი­თე­ბით, შე­ღა­ვა­თი­ა­ნი სეს­ხის მი­ღე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თან­ხე­ბი, სა­სეს­ხო გა­ნა­ცხა­დის რე­გის­ტრა­ცი­ის, კრე­დი­ტის სა­და­ზღვე­ვო და სხვა გა­მო­გო­ნი­ლი მიზ­ნე­ბის­თვის, მო­ტყუ­ე­ბით ირი­ცხე­ბო­და დამ­ნა­შა­ვე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ.

მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის ერთი წევ­რი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი.

მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-180-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ა“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6-დან 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის, ასე­ვე ანა­ლო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სხვა პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის და მხი­ლე­ბის მიზ­ნით. სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვუ­წო­დებთ სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დონ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გან­თავ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს შე­ღა­ვა­თი­ა­ნი კრე­დი­ტის ან სხვა სა­ხის სარ­გებ­ლის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მსგავ­სი სა­ეჭ­ვო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­მარ­თონ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

პროკურატურის გაფრთხილება საზოგადოებას: "სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში განთავსებულ ინფორმაციებს შეღავათიანი კრედიტის ან სხვა სახის სარგებლის მიღებაზე"

პროკურატურის გაფრთხილება საზოგადოებას: "სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში განთავსებულ ინფორმაციებს შეღავათიანი კრედიტის ან სხვა სახის სარგებლის მიღებაზე"

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე ყალბი გვერდი შექმნეს და პოტენციური დაზარალებულების მოტყუების მიზნით, თითქოსდა ევროპაში აკრედიტებული საბანკო დაწესებულების მიერ 5 000-დან 1 000 000 ევრომდე ოდენობით შეღავათიანი კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია განათავსეს.

დანაშაულში ჩართული პირების მითითებით, შეღავათიანი სესხის მიღებით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეების თანხები, სასესხო განაცხადის რეგისტრაციის, კრედიტის სადაზღვევო და სხვა გამოგონილი მიზნებისთვის, მოტყუებით ირიცხებოდა დამნაშავეებთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართული პირების გამოვლენის მიზნით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით. საზოგადოებას მოვუწოდებთ სიფრთხილით მოეკიდონ სოციალურ ქსელებში განთავსებულ ინფორმაციებს შეღავათიანი კრედიტის ან სხვა სახის სარგებლის მიღებასთან დაკავშირებით და მსგავსი საეჭვო შეთავაზებების შემთხვევაში მომართონ საქართველოს პროკურატურას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.