სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აუდიოჩანაწერები, რომლის მიხედვითაც სანქცირებული რუსი ოლიგარქის წარმომადგენელი თითქოსდა ღარიბაშვილს შეხვდა - ვინ არის ევტუშენკოვი და რა აკავშირებს ივანიშვილთან?
აუდიოჩანაწერები, რომლის მიხედვითაც სანქცირებული რუსი ოლიგარქის წარმომადგენელი  თითქოსდა ღარიბაშვილს შეხვდა - ვინ არის ევტუშენკოვი და რა აკავშირებს ივანიშვილთან?

25 აპ­რილს, youtube-ზეავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში, რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბაც დად­გე­ნი­ლი არ არის, თით­ქოს­და ექ­სპრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და რუსი ოლი­გარ­ქი ვლა­დი­მერ ევ­ტუ­შენ­კო­ვი სა­უბ­რო­ბენ. ეს ის მი­ლი­არ­დე­რია, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე გავ­რცე­ლე­ბულ კი­დევ ერთ ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში ივა­ნიშ­ვილს და­ბა­დე­ბის დღეს ულო­ცავ­და. აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ არც ამ ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბაა დად­გე­ნი­ლი.

გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის თა­ნახ­მად კი, ევ­ტუ­შენ­კო­ვის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს შეხ­ვდა.

გავ­რცე­ლე­ბულ ჩა­ნა­წერ­ში ორი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც, ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, მარ­ტში შედ­გა და იგი youtube -ზე მომ­ხმა­რე­ბელ­მა cyber kmara - მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

პირ­ვე­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო დი­ა­ლო­გის დროს, ევ­ტუ­შენ­კო­ვი ეუბ­ნე­ბა ივა­ნიშ­ვილს, რომ იდეა აქვს, რო­მელ­საც ვინ­მე “და­ვი­თი” ჩა­მო­ი­ტან­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ასე­ვე ახ­სე­ნებს ვინ­მე ალი უეზ­დე­ნოვს, რო­მელ­საც თა­ვის მო­ად­გი­ლედ მო­იხ­სე­ნი­ებს.

"ჩემი მო­ად­გი­ლე, უეზ­დე­ნო­ვი, ხორ­ბლის თა­ო­ბა­ზე. ეს შენ­თვი­საც და სხვე­ბის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სოა. თუ ამ საქ­მე­ში შენც ჩა­ე­წე­რე­ბი, ამ საქ­მე­ზეც წა­ვალ", - ამ­ბობს ევ­ტუ­შენ­კო­ვი ჩა­ნა­წერ­ში, რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბაც, ვი­მე­ო­რებთ, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის. მას ივა­ნიშ­ვი­ლი პირ­დე­ბა, - ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ­თო...

მე­ო­რე სა­უბ­რის მი­ხედ­ვით კი, ივა­ნიშ­ვი­ლი ევ­ტუ­შენ­კოვს ეუბ­ნე­ბა, რომ მისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ალი უეზ­დე­ნო­ვი პრე­მი­ერ­თან გა­უშ­ვა და ის მას უკვე ხვდე­ბა. თუმ­ცა ევ­ტუ­შენ­კო­ვი ივა­ნიშ­ვილს სთხოვს მას პი­რა­დად შეხ­ვდეს. "ბო­რენ­კა, ჩემი ბიჭი ჩა­მო­ვი­და, ალი, მი­თხა­რი გე­თაყ­ვა, შე­გიძ­ლია რა­მე­ნა­ი­რად შეხ­ვდე მას?" - მი­მარ­თავს ივა­ნიშ­ვილს ევ­ტუ­შენ­კო­ვი.

  • ვინ არის ევ­ტუ­შენ­კო­ვი?

ვლა­დი­მერ ევ­ტუ­შენ­კო­ვი - რუსი მი­ლი­არ­დე­რი და ოლი­გარ­ქი 1948 წელს და­ი­ბა­და. ის მსხვი­ლი რუ­სუ­ლი კორ­პო­რა­ცია “სის­ტე­მის” მფლო­ბე­ლია. 2020 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ის ამ კორ­პო­რა­ცი­ის 59% -ს ფლობს. ვი­კი­პე­დი­ის თა­ნახ­მად, ევ­ტუ­შენ­კო­ვის ქო­ნე­ბა 3,4 მი­ლი­ა­რადს შე­ად­გენს. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ინ­ჟინ­რო საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და რამ­დე­ნი­მე სა­წარ­მოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე­ო­ბის შემ­დეგ, 1987 წელს მოს­კო­ვის ყო­ფი­ლი მე­რის იური ლუჟ­კო­ვის მიწ­ვე­ვით, სა­ქა­ლა­ქო აღ­მას­რუ­ლე­ბელ კო­მი­ტეტ­ში გა­და­ვი­და სა­მუ­შა­ოდ და 1990 წელს მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნი­კის სა­ქა­ლა­ქო კო­მი­ტეტს ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში. 1991 წელს მის მიერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "რე­გი­ო­ნი“ რუ­სულ–ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია "ორ­დინ­კას“ ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­და.

1993 წელს ევ­ტუ­შენ­კოვ­მა, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად, და­ა­ფუძნა სა­აქ­ციო ფი­ნან­სუ­რი კორ­პო­რა­ცია "სის­ტე­მა“, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბამ ეკო­ნო­მი­კის ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე სექ­ტო­რი მო­იც­ვა. სა­დღე­ი­სოდ ამ კორ­პო­რა­ცი­ა­ში უამ­რა­ვი სხვა­დას­ხვა სა­წარ­მო შე­დის, რო­მე­ლიც ენერ­გე­ტი­კით, ხე-ტყის გა­და­მუ­შა­ვე­ბით, ფარ­მა­ცევ­ტი­კით, ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბით, ტუ­რიზ­მით და სხვა სექ­ტო­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ევ­ტუ­შენ­კო­ვი ჰოლ­დინ­გის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე და უმ­სხვი­ლე­სი აქ­ცი­ო­ნე­რია.

2005 წლი­დან ევ­ტუ­შენ­კო­ვი "ფორბსის“ ვერ­სი­ით, რუ­სე­თის უმ­დიდ­რეს ბიზ­ნეს­მენ­თა ათე­ულ­ში შე­დის. 2022 წლის აპ­რილ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის გამო, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა ევ­ტუ­შენ­კოვ­ზე პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცია გას­ცა, რის შემ­დე­გაც, მან, “რო­ი­ტერ­სის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან “სის­ტე­მას” წი­ლე­ბის ნა­წი­ლი შვილ­ზე გა­და­ა­ფორ­მა.

  • სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე

2014 წლის აპ­რილ­ში, რუ­სეთ­ში "ბაშ­ნეფ­ტის“ აქ­ცი­ა­თა მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა, რო­მელ­შიც ამ ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის სა­ხელ­თან ერ­თად, ევ­ტუ­შენ­კო­ვის კომ­პა­ნია "სის­ტე­მაც“ ფი­გუ­რი­რებ­და. 2016 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მოს­კო­ვის სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ "ბაშ­ნეფ­ტი“ და რამ­დე­ნი­მე სხვა სა­წარ­მო ბაშ­კი­რეთ­ში უკა­ნო­ნოდ იყო პრი­ვა­ტი­ზე­ბუ­ლი. "სის­ტე­მას“ "ბაშ­ნეფ­ტის“ აქ­ცი­ა­თა 81,67% ჩა­მო­არ­თვეს და სა­ხელ­მწი­ფოს და­უბ­რუ­ნეს.

  • შეხ­ვდა თუ არა რუსი ოლი­გარ­ქის წარ­მო­მად­გე­ნელს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი?

მთავ­რო­ბა­ში ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი ჯერ არ გა­კე­თე­ბუ­ლა. აღ­ნიშ­ნულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ "სი­სუ­ლე­ლე" უწო­და.

"აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი არის სი­სუ­ლე­ლე. კაც­მა არ იცის, ავ­თენ­ტუ­რია თუ არ არის ავ­თენ­ტუ­რი. ამის გა­და­მოწ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჩვენ არა­ვი­თა­რი ფორ­მით არ გვაქვს. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, რა იყო წყა­რო, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ იქ­ნე­ბო­და ქარ­თუ­ლი მხა­რე. სა­ინ­ტე­რე­სოა, ხომ არ იყო წყა­რო "ტვ პირ­ვე­ლის­თვის“ რუ­სუ­ლი მხა­რე, რო­დე­საც ამ ჩა­ნა­წერს იღებ­და, თუ ეს ჩა­ნა­წე­რი არის ავ­თენ­ტუ­რი. ასეც და ისეც, საქ­მე ეხე­ბა ერთ-ერთ რუს ბიზ­ნეს­მენს, რო­მე­ლიც რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან. თუ ვინ­მე შეგ­ვიძ­ლია ჩვენ გა­ვიხ­სე­ნოთ რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი­დან ხა­დარ­კოვ­სკის შემ­დეგ, არის ეს კონ­კრე­ტუ­ლი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი.

რო­დე­საც ასეთ დროს პი­რად სა­უ­ბარს, მათი მტკი­ცე­ბით, აქ­ვეყ­ნებს ტე­ლე­ვი­ზია, ეს მე­ტყვე­ლებს მათ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და სტან­დარ­ტებ­ზე. ღი­მი­ლის მომ­გვრელ­თან ერ­თად,ეს არის ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნა და ახა­სი­ა­თებს იმ ტე­ლე­ვი­ზი­ებს, რომ­ლე­ბიც გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან ომის პარ­ტი­ას, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის თქმით კი, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია.

პა­პუ­აშ­ვი­ლის თქმით, ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას და ის სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩათ­რე­ვას ისა­ხავს მიზ­ნად.

"მიმ­დი­ნა­რე­ობს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ იმის­თვის, რათა მოხ­დეს არე­უ­ლო­ბა ქვე­ყა­ნა­ში და სა­ქარ­თვე­ლო ჩათ­რე­ულ იქ­ნას ომში. ყვე­ლა­ზე კარ­გი რაც იყო, ჩვენ გუ­შინ ვი­ზუ­ა­ლუ­რად ვი­ხი­ლეთ რო­გორ მზად­დე­ბა და რო­გორ ხდე­ბა ამ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ე.წ. რა­ღაც ჩა­ნა­წე­რე­ბის ჩვე­ნე­ბით, რო­მე­ლიც შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი ყუ­რით და თვა­ლი­თაც ჩანს, რომ მონ­ტა­ჟია, მერე რო­გორ ხდე­ბა ამა­ზე რე­აქ­ცია შიგ­ნით და გა­რეთ, ვინ არი­ან ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩარ­თუ­ლი, რო­გორ ხდე­ბა ამ თე­მის აქ­ტუ­ა­ლი­ზე­ბა პარ­ტი­ის და შემ­დეგ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მიერ, შემ­დეგ რო­გორ ხდე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის - "სირ­ცხვი­ლი­ას“ მიერ ამის უკვე ქვეყ­ნის გა­რეთ გა­ტა­ნა და ა.შ. მთე­ლი კონ­ვე­ი­ე­რია. ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ეს არის სას­კო­ლო მა­გა­ლი­თი, სას­წავ­ლო მა­გა­ლი­თი რო­გორ მზად­დე­ბა და რო­გორ ხორ­ცი­ელ­დე­ბა დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნია. ჩვენ გუ­შინ ვი­ხი­ლეთ, რო­გორ ხდე­ბა ფალ­სი­ფი­კა­ცია, ამ­ბის აგო­რე­ბა და წარ­მო­ჩე­ნა ისე თით­ქოს, სკან­და­ლებ­თან გვაქვს საქ­მე. სა­ბო­ლო­ოდ ჩვენ მი­ვუ­ახ­ლოვ­დით იმ მი­ზანს, რო­მელ­ზეც ვსა­უბ­რობთ, ეს არის არე­უ­ლო­ბა ქვე­ყა­ნა­ში. ეს არის გა­ცხა­დე­ბუ­ლი მი­ზა­ნი, რომ არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით მოხ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა, შემ­დეგ ქვეყ­ნის ჩარ­თვა ომში“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სპე­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ჩუ­მად არი­ან.

ამას­თა­ნა­ვე, პა­პუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ არა­ფე­რი მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი ავ­თენ­ტუ­რია.

"რა ადას­ტუ­რებს, რომ ეს ჩა­ნა­წე­რი ავ­თენ­ტუ­რია? გარ­და გა­მო­ძი­ე­ბი­სა, არ­სე­ბობს საღი აზრი და გა­მოც­დი­ლე­ბა. არა­ფე­რი მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი ავ­თენ­ტი­კუ­რია. თუკი სა­უბ­რე­ბია, ამას ფაქ­ტე­ბიც ხომ უნდა მოჰ­ყვეს? ასე­თი არა­ფე­რი არ არის. ჭო­რის გა­მავ­რცე­ლე­ბელ­მა უნდა ამ­ტკი­ცოს, რომ ჭორი სი­მარ­თლეა და არა ად­რე­სატ­მა“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ ის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებს არ ელო­დე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
4

ნაცებს კბილები უკაწკაწებთ ლიდერ ბიძადისშვილიანად იარაღზე როგორ გაკეთდნენ კიდევ ერთხელ, როგორც კეზერა და ოქრუა, ბარამჩიკა , ამ დროს კაცს მოაქვს ზერნო, ამით ნაცებს თქვენ რა გევნო ? თქვენ კი გავნო, თქვენ კი გავნო !

,, ,
11

ქვეყნის საწინააღმდეგო არის აქ რამე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

აუდიოჩანაწერები, რომლის მიხედვითაც სანქცირებული რუსი ოლიგარქის წარმომადგენელი თითქოსდა ღარიბაშვილს შეხვდა - ვინ არის ევტუშენკოვი და რა აკავშირებს ივანიშვილთან?

აუდიოჩანაწერები, რომლის მიხედვითაც სანქცირებული რუსი ოლიგარქის წარმომადგენელი  თითქოსდა ღარიბაშვილს შეხვდა - ვინ არის ევტუშენკოვი და რა აკავშირებს ივანიშვილთან?

25 აპრილს, youtube-ზეავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის, თითქოსდა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ. ეს ის მილიარდერია, რომელიც მანამდე გავრცელებულ კიდევ ერთ ფარულ ჩანაწერში ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ არც ამ ჩანაწერის ავთენტურობაა დადგენილი.

გუშინ გავრცელებული ჩანაწერების თანახმად კი, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

გავრცელებულ ჩანაწერში ორი სატელეფონო საუბარია გაერთიანებული, რომელიც, ჩანაწერის თანახმად, მარტში შედგა და იგი youtube -ზე მომხმარებელმა cyber kmara - მ გამოაქვეყნა.

პირველი სატელეფონო დიალოგის დროს, ევტუშენკოვი ეუბნება ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც ვინმე “დავითი” ჩამოიტანდა საქართველოში. ასევე ახსენებს ვინმე ალი უეზდენოვს, რომელსაც თავის მოადგილედ მოიხსენიებს.

"ჩემი მოადგილე, უეზდენოვი, ხორბლის თაობაზე. ეს შენთვისაც და სხვებისთვისაც საინტერესოა. თუ ამ საქმეში შენც ჩაეწერები, ამ საქმეზეც წავალ", - ამბობს ევტუშენკოვი ჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც, ვიმეორებთ, დადასტურებული არ არის. მას ივანიშვილი პირდება, - ყველაფერს გავაკეთებთო...

მეორე საუბრის მიხედვით კი, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მისი წარმომადგენელი ალი უეზდენოვი პრემიერთან გაუშვა და ის მას უკვე ხვდება. თუმცა ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს მას პირადად შეხვდეს. "ბორენკა, ჩემი ბიჭი ჩამოვიდა, ალი, მითხარი გეთაყვა, შეგიძლია რამენაირად შეხვდე მას?" - მიმართავს ივანიშვილს ევტუშენკოვი.

  • ვინ არის ევტუშენკოვი?

ვლადიმერ ევტუშენკოვი - რუსი მილიარდერი და ოლიგარქი 1948 წელს დაიბადა. ის მსხვილი რუსული კორპორაცია “სისტემის” მფლობელია. 2020 წლის მონაცემებით, ის ამ კორპორაციის 59% -ს ფლობს. ვიკიპედიის თანახმად, ევტუშენკოვის ქონება 3,4 მილიარადს შეადგენს. ის წლების განმავლობაში, საინჟინრო საქმიანობისა და რამდენიმე საწარმოს დირექტორის მოადგილეობის შემდეგ, 1987 წელს მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის მიწვევით, საქალაქო აღმასრულებელ კომიტეტში გადავიდა სამუშაოდ და 1990 წელს მეცნიერებისა და ტექნიკის საქალაქო კომიტეტს ჩაუდგა სათავეში. 1991 წელს მის მიერ ჩამოყალიბებული სააქციო საზოგადოება "რეგიონი“ რუსულ–ამერიკული კომპანია "ორდინკას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა.

1993 წელს ევტუშენკოვმა, თანამოაზრეებთან ერთად, დააფუძნა სააქციო ფინანსური კორპორაცია "სისტემა“, რომლის საქმიანობამ ეკონომიკის ერთდროულად რამდენიმე სექტორი მოიცვა. სადღეისოდ ამ კორპორაციაში უამრავი სხვადასხვა საწარმო შედის, რომელიც ენერგეტიკით, ხე-ტყის გადამუშავებით, ფარმაცევტიკით, ტელეკომუნიკაციებით, ტურიზმით და სხვა სექტორული საქმიანობით არის დაკავებული. ევტუშენკოვი ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და უმსხვილესი აქციონერია.

2005 წლიდან ევტუშენკოვი "ფორბსის“ ვერსიით, რუსეთის უმდიდრეს ბიზნესმენთა ათეულში შედის. 2022 წლის აპრილში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, დიდმა ბრიტანეთმა ევტუშენკოვზე პერსონალური სანქცია გასცა, რის შემდეგაც, მან, “როიტერსის” ინფორმაციით, მან “სისტემას” წილების ნაწილი შვილზე გადააფორმა.

  • სისხლის სამართლის საქმე

2014 წლის აპრილში, რუსეთში "ბაშნეფტის“ აქციათა მითვისების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელშიც ამ ნავთობკომპანიის ხელმძღვანელის სახელთან ერთად, ევტუშენკოვის კომპანია "სისტემაც“ ფიგურირებდა. 2016 წლის ოქტომბერში მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ "ბაშნეფტი“ და რამდენიმე სხვა საწარმო ბაშკირეთში უკანონოდ იყო პრივატიზებული. "სისტემას“ "ბაშნეფტის“ აქციათა 81,67% ჩამოართვეს და სახელმწიფოს დაუბრუნეს.

  • შეხვდა თუ არა რუსი ოლიგარქის წარმომადგენელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი?

მთავრობაში ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. აღნიშნულ აუდიოჩანაწერს, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "სისულელე" უწოდა.

"აუდიოჩანაწერი არის სისულელე. კაცმა არ იცის, ავთენტურია თუ არ არის ავთენტური. ამის გადამოწმების საშუალება ჩვენ არავითარი ფორმით არ გვაქვს. ასევე საინტერესოა, რა იყო წყარო, რომელიც ბუნებრივია, ვერ იქნებოდა ქართული მხარე. საინტერესოა, ხომ არ იყო წყარო "ტვ პირველისთვის“ რუსული მხარე, როდესაც ამ ჩანაწერს იღებდა, თუ ეს ჩანაწერი არის ავთენტური. ასეც და ისეც, საქმე ეხება ერთ-ერთ რუს ბიზნესმენს, რომელიც რეპრესირებულია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. თუ ვინმე შეგვიძლია ჩვენ გავიხსენოთ რეპრესირებული რუსი ბიზნესმენებიდან ხადარკოვსკის შემდეგ, არის ეს კონკრეტული რუსი ბიზნესმენი.

როდესაც ასეთ დროს პირად საუბარს, მათი მტკიცებით, აქვეყნებს ტელევიზია, ეს მეტყველებს მათ ღირებულებებზე და სტანდარტებზე. ღიმილის მომგვრელთან ერთად,ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ახასიათებს იმ ტელევიზიებს, რომლებიც განეკუთვნებიან ომის პარტიას, "ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით კი, გავრცელებული ჩანაწერი საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია.

პაპუაშვილის თქმით, ჩანაწერის ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ის საქართველოს ომში ჩათრევას ისახავს მიზნად.

"მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ იმისთვის, რათა მოხდეს არეულობა ქვეყანაში და საქართველო ჩათრეულ იქნას ომში. ყველაზე კარგი რაც იყო, ჩვენ გუშინ ვიზუალურად ვიხილეთ როგორ მზადდება და როგორ ხდება ამ დეზინფორმაციული კამპანიის განხორციელება. ე.წ. რაღაც ჩანაწერების ჩვენებით, რომელიც შეუიარაღებელი ყურით და თვალითაც ჩანს, რომ მონტაჟია, მერე როგორ ხდება ამაზე რეაქცია შიგნით და გარეთ, ვინ არიან ამ ყველაფერში ჩართული, როგორ ხდება ამ თემის აქტუალიზება პარტიის და შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მიერ, შემდეგ როგორ ხდება "ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის - "სირცხვილიას“ მიერ ამის უკვე ქვეყნის გარეთ გატანა და ა.შ. მთელი კონვეიერია. ჩვენი მოსახლეობისთვის ეს არის სასკოლო მაგალითი, სასწავლო მაგალითი როგორ მზადდება და როგორ ხორციელდება დეზინფორმაციული კამპანია. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როგორ ხდება ფალსიფიკაცია, ამბის აგორება და წარმოჩენა ისე თითქოს, სკანდალებთან გვაქვს საქმე. საბოლოოდ ჩვენ მივუახლოვდით იმ მიზანს, რომელზეც ვსაუბრობთ, ეს არის არეულობა ქვეყანაში. ეს არის გაცხადებული მიზანი, რომ არადემოკრატიული გზით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა, შემდეგ ქვეყნის ჩართვა ომში“, - განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურ პროექტებს ახორციელებენ, სამწუხაროდ, დღეს ჩუმად არიან.

ამასთანავე, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჩანაწერები ავთენტურია.

"რა ადასტურებს, რომ ეს ჩანაწერი ავთენტურია? გარდა გამოძიებისა, არსებობს საღი აზრი და გამოცდილება. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჩანაწერები ავთენტიკურია. თუკი საუბრებია, ამას ფაქტებიც ხომ უნდა მოჰყვეს? ასეთი არაფერი არ არის. ჭორის გამავრცელებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ჭორი სიმართლეა და არა ადრესატმა“, - განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს არ ელოდება.

იხილეთ ასევე: