სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 70-ზე მეტი ოკუპანტი და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 70-ზე მეტი ოკუპანტი და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს - უკრაინის გენშტაბი

მტე­რი აგ­რძე­ლებს შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას აღ­მო­სავ­ლე­თის ოპე­რა­ცი­ულ ზო­ნა­ში, რათა და­ა­მარ­ცხოს უკ­რა­ი­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, და­ამ­ყა­როს სრუ­ლი კონ­ტრო­ლი დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ოლ­ქე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სახ­მე­ლე­თო გზა ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რიმ­თან, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ყო­ველ­დღი­ურ ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"დო­ნეც­კი­სა და ტავ­რი­ას მი­მარ­თუ­ლე­ბით, მტე­რი საბ­რძო­ლო ხაზ­თან აახ­ლო­ებს სა­მე­თა­უ­რო-სა­კონ­ტრო­ლო პუნ­ქტებს. მტე­რი უკ­რა­ი­ნის ჯა­რე­ბის პო­ზი­ცი­ებს ნაღმმ­ტყორ­ცნე­ბის, არ­ტი­ლე­რი­ის, სა­რა­კე­ტო ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით უხ­სნის ცე­ცხლს. სე­ვე­რო­დო­ნეც­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით მტე­რი რუ­ბეჟნო­ეს და­სახ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იბ­რძვის; პო­პას­ნი­ას მი­მარ­თუ­ლე­ბით: მტე­რი ცდი­ლობს პო­პას­ნი­ას ხელ­ში ჩაგ­დე­ბას, ბრძო­ლე­ბი გრძელ­დე­ბა; ავ­დე­ევ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბით : მტე­რი ცდი­ლობს შე­ტე­ვი­თი მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, მაგ­რამ უშე­დე­გოდ; კუ­რა­ხი­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მტერ­მა წა­რუ­მა­ტებ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბი ნო­ვო­მი­ხა­ი­ლივ­კა­სა და მა­რინ­კას და­სახ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით; ზა­პო­რი­ჟი­ეს მი­მარ­თუ­ლე­ბით მტე­რი ახორ­ცი­ე­ლებს შე­ტე­ვით ოპე­რა­ცი­ებს ტრუ­დო­ლუ­ბივ­კის და­სახ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გენშტა­ბის ცნო­ბით, გრძელ­დე­ბა შე­ტე­ვა მა­რი­უ­პო­ლის "აზოვსტა­ლის“ ქარ­ხა­ნა­ზეც.

"მტე­რი ცე­ცხლს უხ­სნის და ბლო­კავს უკ­რა­ი­ნულ შე­ნა­ერ­თებს "აზოვსტა­ლის“ ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან, გე­ნე­რა­ლურ შტაბ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ოკუ­პან­ტე­ბი "ზა­ვო­დის“ და­სახ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით იე­რი­შის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ცდი­ლო­ბენ, ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა.

გენშტა­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხერ­სო­ნის ოლ­ქის ვე­ლი­კა ოლექ­სან­დრივ­კას და­სახ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკ­რა­ი­ნის დამ­ცვე­ლებ­მა გა­ა­ნად­გუ­რეს საბ­რძო­ლო მა­სა­ლის სა­ცა­ვი და მტრის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა.

"გა­ნად­გურ­და 70-ზე მეტი ოკუ­პან­ტი, და­ღუ­პულ­თა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა ზუს­ტდე­ბა.

რუსი ოკუ­პან­ტე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფებ­მა ასე­ვე გა­ნი­ცა­დეს და­ნა­კარ­გე­ბი ნო­ვოდ­მიტ­რივ­კა­სა და ბი­ლუსო­ვის და­სახ­ლე­ბე­ბის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გენშტაბ­ში აცხა­დე­ბენ, რომ გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ოლ­ქებ­ში უკ­რა­ი­ნელ­მა ძა­ლებ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის 6 შე­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს.

"გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ოთხი ტან­კი, ხუთი სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მა, ოც­და­ა­თი ერ­თე­უ­ლი ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, თხუთ­მე­ტი ერ­თე­უ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, ორი ტან­კე­რი და ერთი სა­ზე­ნი­ტო ია­რა­ღი,“ - აცხა­დე­ბენ გე­ნე­რა­ლურ შტაბ­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
7

ორივე მხარე ურტიერთ საწინააღმდეგო ინფორმაციებს აქვეყნებს. ვის დავუჯეროთ???

ფაფა
12

საიდან ესეთი რეალური ინფორმაცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 70-ზე მეტი ოკუპანტი და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 70-ზე მეტი ოკუპანტი და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს - უკრაინის გენშტაბი

მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების განხორციელებას აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში, რათა დაამარცხოს უკრაინის გაერთიანებული ძალები, დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე და შეინარჩუნოს სახმელეთო გზა ოკუპირებულ ყირიმთან, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

"დონეცკისა და ტავრიას მიმართულებით, მტერი საბრძოლო ხაზთან აახლოებს სამეთაურო-საკონტროლო პუნქტებს. მტერი უკრაინის ჯარების პოზიციებს ნაღმმტყორცნების, არტილერიის, სარაკეტო ყუმბარმტყორცნების გამოყენებით უხსნის ცეცხლს. სევეროდონეცკის მიმართულებით მტერი რუბეჟნოეს დასახლების ტერიტორიაზე იბრძვის; პოპასნიას მიმართულებით: მტერი ცდილობს პოპასნიას ხელში ჩაგდებას, ბრძოლები გრძელდება; ავდეევკას მიმართულებით : მტერი ცდილობს შეტევითი მოქმედებების განხორციელებას, მაგრამ უშედეგოდ; კურახივის მიმართულებით მტერმა წარუმატებლად განახორციელა შეტევითი ოპერაციები ნოვომიხაილივკასა და მარინკას დასახლებების მიმართულებით; ზაპორიჟიეს მიმართულებით მტერი ახორციელებს შეტევით ოპერაციებს ტრუდოლუბივკის დასახლების მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, გრძელდება შეტევა მარიუპოლის "აზოვსტალის“ ქარხანაზეც.

"მტერი ცეცხლს უხსნის და ბლოკავს უკრაინულ შენაერთებს "აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ოკუპანტები "ზავოდის“ დასახლების მიმართულებით იერიშის განხორციელებას ცდილობენ, ბრძოლა გრძელდება.

გენშტაბის ინფორმაციით, ხერსონის ოლქის ველიკა ოლექსანდრივკას დასახლების ტერიტორიაზე უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს საბრძოლო მასალის საცავი და მტრის პირადი შემადგენლობა.

"განადგურდა 70-ზე მეტი ოკუპანტი, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ზუსტდება.

რუსი ოკუპანტების ქვედანაყოფებმა ასევე განიცადეს დანაკარგები ნოვოდმიტრივკასა და ბილუსოვის დასახლებების ტერიტორიებზე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბში აცხადებენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინელმა ძალებმა მოწინააღმდეგის 6 შეტევა მოიგერიეს.

"განადგურებულია ოთხი ტანკი, ხუთი საარტილერიო სისტემა, ოცდაათი ერთეული ჯავშანტექნიკა, თხუთმეტი ერთეული სატრანსპორტო საშუალება, ორი ტანკერი და ერთი საზენიტო იარაღი,“ - აცხადებენ გენერალურ შტაბში.