ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, კორონავირუსზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო. შაოიანგის რაიონში, შაბათ-კვირას 26 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მთავრობის დამამშვიდებელი განცხადებების მიუხედავად, რომ მოსახლეობისთვის განკუთვნილი საკვების მარაგი საკამრისია, სავაჭრო ცენტრებში გრძელი რიგები მაინც დგას. დედაქალაქის მცხოვრებლებს შანხაის მსგავსი "ლოკდაუნის" დაიწყების ეშინიათ.
ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს სუპერმარკეტების დაცარიელებული თაროები. პეკინის სუპერმარკეტების მთავარმა ქსელებმა სამუშაო საათები გაახანგრძლივეს, რათა ხალხის მზარდი მოთხოვნა დააკმაყოფილონ. პეკინის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პანგ სინგჰუომ China Daily-ს განაცხადა, რომ პეკინში შემთხვევების რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი.
შანხაიში უკვე თითქმის 1 თვიანი "ლოკდაუნის" შედეგები საკმაოდ მძიმეა. ის ვირტუალურ მოჩვენებათა ქალაქად იქცა, რასაც საკვების, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო თუ სამედიცინო მოხმარების პროდუქტების დეფიციტი მოჰყვა. შანხაის მცხოვრებლები, რომლებმაც მკაცრი ლოკდაუნის შედეგები საკუთარ თავზე იწვნიეს, პროტესტის გამოხატვის მიზნით სოციალურ ქსელებში რამდენიმე წუთიან ვიდეოს ავრცელებენ. ვიდეო "აპრილის ხმების" სახელწოდებით ჩინურ სოციალურ ქსელებში პარასკევს საღამოს გამოჩნდა.
"ლოქდაუნით" შეწუხებული ჩინელები ვიდეოში საკუთარ გამოცდილებაზე ჰყვებიან, რაც სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ემოციური აღმოჩნდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა აღნიშნული ჟესტი არ მოეწონა ადგილობრივ მთავრობას, შედეგად, ვიდეოც და მასთან დაკავშირებული ყველა მასალა ინტერნეტიდან წაიშალა. აღსანიშნავია, რომ საძიებო სისტემებში სიტყვა "აპრილიც" კი დაბლოკილი იყო. ამან ჩინელი ხალხი არ შეაშინა და მათ სხვადასხვა გზებით დაიწყეს სოციალურ ქსელებში ვიდეოების ატვირთვა. "ისევ ცდილობენ პირი ამოგვიკერონ და ყურები დაგვიხშონ," - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ჩემო ღმერთო,ჩვენო ღმერთო,ჩვენო მზეო,სამწუხაროდ ჩვენი პლანეტის ხელმძღვანელობა და ხალხი არ ხედავს,ვერ ხედავს პლანეტის,შენი შვილების,ღმერთის შვილების ც ხ ო ვ ე ლ ე ბ ი ს-ფ რ ი ნ ვ ე ლ ე ბ ი ს სიცოცხლის შენარჩუნებას,დაცვას,არ მოკვლას,არ წამებას,არ წვალებას,შედეგი? ისევ ვირუსი,პანდემია,ჯანდაბა,ჯაჰანა,ჩხუბები,ომები,დაიწეროს უნდა ახალი კანონი ცხოველთა-ფრინველთა შესახებ,ამის შემდეგ პლანეტიდან გაქრება ეს ცუდი,ყველაფრის მკვლელები პლანეტიდან,ესაა ჩემი აზრი,ჩემო ღმერთო, ჩემო მზეო.ოხ ხო ხო რა ცუდი კომენტარი დავწერე? ამაზე ბავშვები გიპასუხებენ.