თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომდევნო 48 საათის განმავლობაში რუს და უკრაინელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარს ელოდება იმ იმედით, რომ ორივეს სტამბოლში შეხვდება, რათა უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი დასრულდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"შედეგი დადებითია. ეს არ არის ზუსტად ისეთი, როგორიც გვინდოდა, მაგრამ უკეთესი იქნება, ჩვენ უიმედოდ არ ვართ.
იმედი მაქვს, რომ ისინი ჩვენს მოწვევას მიიღებენ და ჩვენ მათ სტამბოლში შეკრებას შევძლებთ", - განაცხადა ერდოღანმა, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
ღმერთო ჩემო თურქეთი მოუწოდებს ორ მართმადიდებელ ქვეყანას შერიგდითო მეორედ მოსვლააა აბა რაააა
თუ შეიძლება მკაფიოდ გაგვაგებინეთ ეს "ზუსტად ისეთია,როგორიც უნდოდათ" თუ ეს "არ არის ზუსტად ისეთი როგორიც უნდოდათ"?