კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთმა ამერიკის 29 მოქალაქეს, მათ შორის კამალა ჰარისს და მარკ ცუკერბერგს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
რუსეთმა ამერიკის 29 მოქალაქეს, მათ შორის კამალა ჰარისს და მარკ ცუკერბერგს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აშშ-ის იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სია გა­ა­ფარ­თო­ვა, რო­მელ­თაც რუ­სეთ­ში შეს­ვლა გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით აეკ­რძა­ლათ. აღ­ნიშ­ნულ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში შე­ვი­და 29 ამე­რი­კე­ლი "უმაღ­ლე­სი რან­გის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ბიზ­ნეს­მე­ნი, ექ­სპერ­ტი და ჟურ­ნა­ლის­ტი, რომ­ლე­ბიც რუ­სო­ფო­ბი­ურ დღის წეს­რიგს ქმნი­ან“. ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იუ­წყე­ბა.

კერ­ძოდ, სი­ა­ში არი­ან აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, კა­მა­ლა ჰა­რი­სი, პენ­ტა­გო­ნის სპი­კე­რი ჯონ კირ­ბი, თეთ­რი სახ­ლის აპა­რა­ტის უფ­რო­სი, რო­ნალდ კლა­ი­ნი, Bank of America-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ბრა­ი­ან მო­ი­ნი­ჰა­ნი, Meta-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი, მარკ ცუ­კერ­ბერ­გი, სამ­ხედ­რო ინ­დუსტრი­უ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი Meduza-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, კე­ვინ როტ­რო­კი.

გარ­და ამი­სა, „მუდ­მი­ვად მზარ­დი ან­ტი­რუ­სუ­ლი სან­ქცი­ე­ბის“ სა­პა­სუ­ხოდ, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ „სტოპ სი­ა­ში“ კა­ნა­დის 61 მო­ქა­ლა­ქე შე­იყ­ვა­ნა.

The Insider-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20 აპ­რილს რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნი­დან 31 სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის შეს­ვლა 50 წლით აკ­რძა­ლა. სი­ა­ში მოხ­ვდნენ ჯგუფ "Okean Elzy“-ის ლი­დე­რი, სვი­ა­ტოს­ლავ ვა­კარ­ჩუ­კი, მომ­ღე­რა­ლი სვეტ­ლა­ნა ლო­ბო­და, ჯგუ­ფი „ნერ­ვის“ ლი­დე­რი, ჟე­ნია მილ­კოვ­სკი, შო­უ­მე­ნი ან­დრეი და­ნილ­კო (იგი­ვე ვერ­კა სერ­დი­უ­ჩკა), მომ­ღე­რა­ლი დი­მიტ­რი მო­ნა­ტი­კი და გა­და­ცე­მა Орел и Решка-ს წამ­ყვა­ნე­ბი და პრო­დი­უ­სე­რე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოო,
0

კიდევ კარგი, სამუდამოდ არ აუკრძალეს!.. 50 წლის შემდეგ კამალა 110 წლის იქნება და უკვე თავისუფლად შეეძლება რუსეთში შესვლა... თუ გაიხსენა, რა არის რუსეთი!

ლუკა
0

რა ეშველებათ როგორ შემეცოდნენ რა გააძლებინებთ ნეტა რუსეთის გარეშე?! აუ არ ვინატრებდი მაგათ ადგილზე ყოფნას მანამდე თვე არ გავიდოდა იქ არ ჩასულიყვნენ

ავტორი:

რუსეთმა ამერიკის 29 მოქალაქეს, მათ შორის კამალა ჰარისს და მარკ ცუკერბერგს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა ამერიკის 29 მოქალაქეს, მათ შორის კამალა ჰარისს და მარკ ცუკერბერგს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთის ხელისუფლებამ აშშ-ის იმ მოქალაქეების სია გააფართოვა, რომელთაც რუსეთში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ. აღნიშნულ ჩამონათვალში შევიდა 29 ამერიკელი "უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, ბიზნესმენი, ექსპერტი და ჟურნალისტი, რომლებიც რუსოფობიურ დღის წესრიგს ქმნიან“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

კერძოდ, სიაში არიან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, პენტაგონის სპიკერი ჯონ კირბი, თეთრი სახლის აპარატის უფროსი, რონალდ კლაინი, Bank of America-ს აღმასრულებელი დირექტორი, ბრაიან მოინიჰანი, Meta-ს ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი, სამხედრო ინდუსტრიული კომპანიების ხელმძღვანელები და ინგლისურენოვანი Meduza-ს მთავარი რედაქტორი, კევინ როტროკი.

გარდა ამისა, „მუდმივად მზარდი ანტირუსული სანქციების“ საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სტოპ სიაში“ კანადის 61 მოქალაქე შეიყვანა.

The Insider-ის ინფორმაციით, 20 აპრილს რუსეთმა უკრაინიდან 31 საზოგადო მოღვაწის შესვლა 50 წლით აკრძალა. სიაში მოხვდნენ ჯგუფ "Okean Elzy“-ის ლიდერი, სვიატოსლავ ვაკარჩუკი, მომღერალი სვეტლანა ლობოდა, ჯგუფი „ნერვის“ ლიდერი, ჟენია მილკოვსკი, შოუმენი ანდრეი დანილკო (იგივე ვერკა სერდიუჩკა), მომღერალი დიმიტრი მონატიკი და გადაცემა Орел и Решка-ს წამყვანები და პროდიუსერები.