კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სავარაუდოდ, ჩემი ცხოვრების პირველი "შპიონი" აღმოვაჩინეთ... სახლის ფანჯრის ქვეშ "რუსი ტურისტის იერის მქონე" კაცი ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრებოდა... " - რას წერს ლაშა ბუღაძე
"სავარაუდოდ, ჩემი ცხოვრების პირველი "შპიონი" აღმოვაჩინეთ... სახლის ფანჯრის ქვეშ "რუსი ტურისტის იერის მქონე" კაცი ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრებოდა... " - რას წერს ლაშა ბუღაძე

მწე­რა­ლი ლაშა ბუ­ღა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ სა­კუ­თა­რი სახ­ლის ფან­ჯრებ­თან "რუსი ტუ­რის­ტის იე­რის მქო­ნე" კაცი შე­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც ტე­ლე­ფონ­ზე სა­ეჭ­ვოდ სა­უბ­რობ­და.

ბუ­ღა­ძის თქმით, უცხო კაცი თა­ნა­მო­სა­უბ­რეს ეუბ­ნე­ბო­და, რომ ერთი თვე ელოდ­ნენ იმის სიგ­ნალს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ.

"მე­გობ­რე­ბო, ცოტა ხნის წინ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩემი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი "შპი­ო­ნი" აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. ჩვე­ნი სახ­ლის ფან­ჯრის ქვეშ, რო­მე­ლიც რო­გორც ჩანს, მო­ყუ­ჩე­ბულ ად­გი­ლად მი­იჩ­ნია, "რუსი ტუ­რის­ტის იე­რის მქო­ნე" კაცი ტე­ლე­ფონ­ზე ესა­უბ­რე­ბო­და ვი­ღა­ცას... ჩემი ტე­ლე­ფო­ნი თან არ მქონ­და და ჩა­წე­რა თა­ვი­დან ვერ მო­ვას­წა­რით. კაცი რუ­სუ­ლად ეუბ­ნე­ბო­და თა­ნა­მო­სა­უბ­რეს, რომ ჯობ­და სა­ღა­მო­ო­ბით არ გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, რათა ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ე­პყროთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად ყო­ფი­ლიყ­ვნენ... რომ 1 თვეა ელო­დე­ბი­ან სიგ­ნალს (!), რათა აქ ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, - ასე გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, 1 კვი­რა­ში წახ­ვალ­თო და არ გა­ვი­და ეს 1 კვი­რაა, ზუგრჩან­თე­ბი არც ამოგ­ვი­ლა­გე­ბია სიგ­ნა­ლის მო­ლო­დინ­შიო, - არც დე­დას უნდა ვე­ლა­პა­რა­კოთ ტე­ლე­ფონ­ზე, არც ცოლს, არც არა­ვი­სო, ყვე­ლა კონ­ტრაქ­ტო­რი ასე იქ­ცე­ვაო...

მარ­ტო ყოფ­ნა რთუ­ლია ასეთ პი­რო­ბებ­ში, სა­დაც კო­მუ­ნა­კა­ცი­ა­ში არ უნდა შეხ­ვი­დე არა­ვის­თან და ამი­ტომ ჯო­ბია, ორნი ვი­ყო­თო. "ნე ვი­სო­ვი­ვატ­სია". მას შემ­დეგ, რაც რო­გორც იქნა, შევწვდი ტე­ლე­ფონს ფო­ტოს და ვი­დე­ოს გა­და­სა­ღე­ბად (რაც მო­ვას­წა­რი) და "რუს­კი კა­რაბ­ლის" შე­სა­ხებ და­ვუ­ძა­ხეთ, ზურ­გი შეგ­ვაქ­ცია და სწრა­ფი ნა­ბი­ჯით აირ­ბი­ნა კიბე მთაწ­მინ­დის­კენ... ეს მოხ­და დღეს - 14:30-ზე. ქუ­ჩის კა­მე­რებს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი უნდა ჰყავ­დეს. მისი პოვ­ნა - სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში - ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა. ეს უც­ნა­უ­რი წარ­წე­რე­ბი ქუ­ჩებ­ში (რაც უკ­რა­ი­ნა­შიც ჩან­და ომამ­დე) და ახლა ამ კა­ცის აღ­მო­ჩე­ნა - სა­გან­გა­შო სიმპტო­მე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. რას ელო­დე­ბოდ­ნენ "ერთი თვე"? ვინ შე­მო­დის და შე­მო­სუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში? ვი­მე­ო­რებ, ვი­დეო და ფოტო მაქვს", - წერს მწე­რა­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" და სუს-სა და შსს-ს მი­მარ­თავს: "ველი თქვენს რე­ა­გი­რე­ბას!"

შე­გახ­სე­ნებთ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ რამ­დე­ნი­მე დღეა თბი­ლის­ში უც­ნა­უ­რი ნა­ხა­ტე­ბი გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ერთი ფორ­მის არის, მხო­ლოდ ფე­რე­ბით გან­სხვავ­დე­ბა და სხვა­დას­ხვა უბან­ში გვხვდე­ბა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფაქ­ტის შე­სა­ხებ აქ­ტი­უ­რად მსჯე­ლო­ბენ.

"სა­ერ­თო ჯამ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე და­ახ­ლო­ე­ბით 50-მდე მსგავ­სი ნი­შა­ნი, რო­მელ­თა მო­ხა­ზუ­ლო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თნა­ი­რია, თუმ­ცა აქვს რა­ღაც მცი­რე გან­სხვა­ვე­ბე­ბი.

მაგ­რამ ახლა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, ნიშ­ნე­ბის 95%+, რო­მე­ლიც ვნა­ხე, გან­თავ­სე­ბუ­ლია მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებ­თან, მი­წის­ქვე­შა ავ­ტო­სად­გო­მებ­თან, ხი­დებ­თან, შე­და­რე­ბით დიდ ბან­კებ­თან, რო­მელ­თაც აქვთ მი­წის­ქვე­შა სა­ცა­ვე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ან სხვა ტი­პის სა­ზო­გა­დე­ობ­რი­ვი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ნო­ბებ­თან, რო­მელ­თაც აქვთ მი­წის­ქვე­შა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სე­ბის ფა­სა­დის მხრი­დან შემ­ჩნე­ულ სარ­და­ფებ­თან", - ვკი­თხუ­ლობთ "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" “World Military-ანა­ლი­ტი­კა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ეჭ­ვო­ბენ, რომ ამ­გვა­რად გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფის მიერ სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობო­ექ­ტე­ბის მო­ნიშ­ვნა ხდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 102 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩორნას და მის ოპონენტებს
3

არცერთი არა ხართ სწორეები, არც „იზავდი“ და არც „იზამდი“ არამედ – „ქნამდი“, ეს გამომდინარე ძველკინტოური მისალმებიდან: „–რასა იქმნ იუზგარ“, ან კიდე სუფთა ლიტერატულური: „ –რა ქენი ბაჩანა ეს?“ ვაფშემც „იზამდი“ ან „იზავდი“ ქართული არაა, იმიტო რო ინფინიტივი არა აქ! და „ქნა“–ს კიდე აქ: ა ბატონო, ისევ ლიტერატულური ლოკაციის: „ეს რა ქნა ჯაფარამ?!“ –ჰოო... აი ეგრეა: რო გგონიათ რო იცით, ამ დროს არ იცით! ე.ი. ჰარიფები ხართ რაღა!

ჰამო
58

შპიონების და მამაძაღლების გამოსავლენათ დროს და ფინანსებს ხარჯავენ.ამ მზე კაცამ კი უცბათ ჩაავლო ფანჯრის ძირში. მზე ხარ მზე

ავტორი:

"სავარაუდოდ, ჩემი ცხოვრების პირველი "შპიონი" აღმოვაჩინეთ... სახლის ფანჯრის ქვეშ "რუსი ტურისტის იერის მქონე" კაცი ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრებოდა... " - რას წერს ლაშა ბუღაძე

"სავარაუდოდ, ჩემი ცხოვრების პირველი "შპიონი" აღმოვაჩინეთ... სახლის ფანჯრის ქვეშ "რუსი ტურისტის იერის მქონე" კაცი ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრებოდა... " - რას წერს ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საკუთარი სახლის ფანჯრებთან "რუსი ტურისტის იერის მქონე" კაცი შენიშნა, რომელიც ტელეფონზე საეჭვოდ საუბრობდა.

ბუღაძის თქმით, უცხო კაცი თანამოსაუბრეს ეუბნებოდა, რომ ერთი თვე ელოდნენ იმის სიგნალს, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ.

"მეგობრებო, ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, ჩემი ცხოვრების პირველი "შპიონი" აღმოვაჩინეთ. ჩვენი სახლის ფანჯრის ქვეშ, რომელიც როგორც ჩანს, მოყუჩებულ ადგილად მიიჩნია, "რუსი ტურისტის იერის მქონე" კაცი ტელეფონზე ესაუბრებოდა ვიღაცას... ჩემი ტელეფონი თან არ მქონდა და ჩაწერა თავიდან ვერ მოვასწარით. კაცი რუსულად ეუბნებოდა თანამოსაუბრეს, რომ ჯობდა საღამოობით არ გამოსულიყვნენ, რათა ხალხის ყურადღება არ მიეპყროთ და მაქსიმალურად ფრთხილად ყოფილიყვნენ... რომ 1 თვეა ელოდებიან სიგნალს (!), რათა აქ ჩამოსულიყვნენ, - ასე გვეუბნებოდნენ, 1 კვირაში წახვალთო და არ გავიდა ეს 1 კვირაა, ზუგრჩანთები არც ამოგვილაგებია სიგნალის მოლოდინშიო, - არც დედას უნდა ველაპარაკოთ ტელეფონზე, არც ცოლს, არც არავისო, ყველა კონტრაქტორი ასე იქცევაო...

მარტო ყოფნა რთულია ასეთ პირობებში, სადაც კომუნაკაციაში არ უნდა შეხვიდე არავისთან და ამიტომ ჯობია, ორნი ვიყოთო. "ნე ვისოვივატსია". მას შემდეგ, რაც როგორც იქნა, შევწვდი ტელეფონს ფოტოს და ვიდეოს გადასაღებად (რაც მოვასწარი) და "რუსკი კარაბლის" შესახებ დავუძახეთ, ზურგი შეგვაქცია და სწრაფი ნაბიჯით აირბინა კიბე მთაწმინდისკენ... ეს მოხდა დღეს - 14:30-ზე. ქუჩის კამერებს დაფიქსირებული უნდა ჰყავდეს. მისი პოვნა - სურვილის შემთხვევაში - ადვილი იქნება. ეს უცნაური წარწერები ქუჩებში (რაც უკრაინაშიც ჩანდა ომამდე) და ახლა ამ კაცის აღმოჩენა - საგანგაშო სიმპტომების მატარებელია. რას ელოდებოდნენ "ერთი თვე"? ვინ შემოდის და შემოსულია საქართველოში? ვიმეორებ, ვიდეო და ფოტო მაქვს", - წერს მწერალი "ფეისბუქში" და სუს-სა და შსს-ს მიმართავს: "ველი თქვენს რეაგირებას!"

შეგახსენებთ, სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ რამდენიმე დღეა თბილისში უცნაური ნახატები გამოჩნდა, რომელიც ყველა ერთი ფორმის არის, მხოლოდ ფერებით განსხვავდება და სხვადასხვა უბანში გვხვდება. სოციალურ ქსელში ფაქტის შესახებ აქტიურად მსჯელობენ.

"საერთო ჯამში აღმოვაჩინე დაახლოებით 50-მდე მსგავსი ნიშანი, რომელთა მოხაზულობა დაახლოებით ერთნაირია, თუმცა აქვს რაღაც მცირე განსხვავებები.

მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი, ნიშნების 95%+, რომელიც ვნახე, განთავსებულია მიწისქვეშა გადასასვლელებთან, მიწისქვეშა ავტოსადგომებთან, ხიდებთან, შედარებით დიდ ბანკებთან, რომელთაც აქვთ მიწისქვეშა საცავები, უნივერსიტეტების ან სხვა ტიპის საზოგადეობრივი დაწესებულებების შენობებთან, რომელთაც აქვთ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა და მაღალსართულიანი კორპუსების ფასადის მხრიდან შემჩნეულ სარდაფებთან", - ვკითხულობთ "ფეისბუქგვერდზე" “World Military-ანალიტიკა. სოციალური ქსელი მომხმარებლები ეჭვობენ, რომ ამგვარად გარკვეული ჯგუფის მიერ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობოექტების მონიშვნა ხდება.