პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი ხერსონში ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით მობილიზებას გეგმავს" - უკრაინის გენშტაბი
"რუსეთი ხერსონში ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით მობილიზებას გეგმავს" - უკრაინის გენშტაბი

ხერ­სო­ნის ოლ­ქში რუსი დამ­პყრობ­ლე­ბი უკ­რა­ი­ნას­თან ომის­თვის მო­სახ­ლე­ო­ბის იძუ­ლე­ბი­თი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბას გეგ­მა­ვენ, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"ამავდრო­უ­ლად, რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა გა­ნიზ­რა­ხეს, მთლი­ა­ნად შე­ა­ჩე­რონ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან რე­გი­ო­ნის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მხარ­და­ჭე­რა. რუსი ოკუ­პან­ტე­ბის მიერ უკ­რა­ი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ტე­რო­რი გრძელ­დე­ბა.

ხერ­სო­ნის ოლ­ქის სო­ფელ ზო­ლო­ტა ბალ­კა­ში, რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს, სა­დაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ "მწვა­ნე დე­რეფ­ნე­ბი“ აღარ იქ­ნე­ბა და აუკ­რძა­ლეს ხალ­ხს და­სახ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა. გარ­და ამი­სა, მათ გა­აფრ­თხი­ლეს, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის მიერ მათი პო­ზი­ცი­ე­ბის და­ბომბვის შემ­თხვე­ვა­ში, რუსი დამ­პყრობ­ლე­ბი და­სახ­ლე­ბის და­ბომბვას და­ი­წყე­ბენ. რუსი ოკუ­პან­ტე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ ბი­ნე­ბის პატ­რუ­ლი­რე­ბას და ჩხრე­კას,“- ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის ოთხი სა­ჰა­ე­რო სა­მიზ­ნე გა­ა­ნად­გუ­რეს, მათ შო­რის სამი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი და ერთი ფრთო­სა­ნი რა­კე­ტა.

ამას­თან, ბოლო 24 სა­ათ­ში უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ოლ­ქებ­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გის 9 შე­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს.

"უკ­რა­ი­ნულ­მა ძა­ლებ­მა ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ოლ­ქებ­ში მტრის ცხრა შე­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს, გა­ა­ნად­გუ­რეს ერთი ტან­კი, ათი ჯავ­შან­ტექ­ნი­კა და ორი მან­ქა­ნა, ერთი სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მა, ორი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ინ­ჟინ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფი, სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა და მტრის საბ­რძო­ლო მა­სა­ლის სა­ცა­ვი,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"რუსეთი ხერსონში ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით მობილიზებას გეგმავს" - უკრაინის გენშტაბი

"რუსეთი ხერსონში ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით მობილიზებას გეგმავს" - უკრაინის გენშტაბი

ხერსონის ოლქში რუსი დამპყრობლები უკრაინასთან ომისთვის მოსახლეობის იძულებითი მობილიზაციის ორგანიზებას გეგმავენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

"ამავდროულად, რუსმა ოკუპანტებმა განიზრახეს, მთლიანად შეაჩერონ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან რეგიონის ჰუმანიტარული მხარდაჭერა. რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის მოსახლეობის ტერორი გრძელდება.

ხერსონის ოლქის სოფელ ზოლოტა ბალკაში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ "მწვანე დერეფნები“ აღარ იქნება და აუკრძალეს ხალხს დასახლების დატოვება. გარდა ამისა, მათ გააფრთხილეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ მათი პოზიციების დაბომბვის შემთხვევაში, რუსი დამპყრობლები დასახლების დაბომბვას დაიწყებენ. რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ბინების პატრულირებას და ჩხრეკას,“- ნათქვამია ანგარიშში.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების ოთხი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, მათ შორის სამი უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი ფრთოსანი რაკეტა.

ამასთან, ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მოწინააღმდეგის 9 შეტევა მოიგერიეს.

"უკრაინულმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მტრის ცხრა შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს ერთი ტანკი, ათი ჯავშანტექნიკა და ორი მანქანა, ერთი საარტილერიო სისტემა, ორი სპეციალური საინჟინრო ქვედანაყოფი, საზენიტო-სარაკეტო სისტემა და მტრის საბრძოლო მასალის საცავი,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.