კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2021 წელს გამოიკვეთა დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენცია" - სუს-ის ანგარიში
"2021 წელს გამოიკვეთა დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენცია" - სუს-ის ანგარიში

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თო­ხე­ბის სამ­სა­ხუ­რის (სუს-ი) ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2021 წელს გა­მო­იკ­ვე­თა დესტრუქ­ცი­ულ გარე აქ­ტო­რებ­თან შე­საძ­ლო კავ­ში­რის მქო­ნე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის სხვა­დას­ხვა ფორ­მით გა­აქ­ტი­უ­რე­ბის ტენ­დენ­ცია.

რო­გორც სუს-ის 2021 წლის ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი, აღ­ნიშ­ნუ­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბის მხრი­დან, სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით (მათ შო­რის, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, ვებ-გვერ­დე­ბი, ინ­ტერ­ნეტ-ტე­ლე­ვი­ზია, ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლო­ბა), აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრო­პა­გან­და. ისი­ნი ბო­რო­ტად იყე­ნებ­დნენ სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბას და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ეწე­ოდ­ნენ დე­მოკ­რა­ტი­ის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იდე­ო­ლო­გი­ის გავ­რცე­ლე­ბას.

"სა­ქარ­თვე­ლო­ზე გავ­ლე­ნის ბერ­კე­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა-გაძ­ლი­ე­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი გარე აქ­ტო­რე­ბი სა­კუ­თა­რი იდე­ო­ლო­გი­უ­რი, რე­ლი­გი­უ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის, სხვა რე­სურ­სებ­თან ერ­თად, იყე­ნებ­დნენ მათ­და­მი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ან/და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბის გამო ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა სტა­ტუ­სით მყოფ უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს.

მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ფაქ­ტობ­რივ მა­სა­ლა­თა სა­ფუძ­ველ­ზე, სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა 2021 წელს გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სის­ხლის სა­მარ­თლის 10 საქ­მე­ზე. სამ­სა­ხუ­რის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სის­ხლის სა­მარ­თლის 2 საქ­მე­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს და­ზი­ა­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, სა­კუ­თა­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, მიზ­ნად ისა­ხავ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და სტა­ბი­ლუ­რი ქვეყ­ნის იმი­ჯის შე­ლახ­ვას, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგ­ში არე­უ­ლო­ბის შე­ტა­ნას, შიდა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩა­რე­ვა­სა და მუდ­მი­ვი და­ძა­ბუ­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბას. მათი ქმე­დე­ბე­ბი და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბე­ბი, ასე­ვე, მი­მარ­თუ­ლი იყო სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბის ფორ­მე­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბის­კენ. აღ­ნიშ­ნუ­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, სხვა­დას­ხვა მე­თო­დის, მათ შო­რის, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და პრო­პა­გან­დის, ასე­ვე ე.წ. რბი­ლი ძა­ლი­სა და ფა­რუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ცდი­ლობ­დნენ სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებს მორ­გე­ბუ­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბას.

2021 წელს გა­მო­იკ­ვე­თა დესტრუქ­ცი­ულ გარე აქ­ტო­რებ­თან შე­საძ­ლო კავ­ში­რის მქო­ნე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის სხვა­დას­ხვა ფორ­მით გა­აქ­ტი­უ­რე­ბის ტენ­დენ­ცია. აღ­ნიშ­ნუ­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბის მხრი­დან, სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით (მათ შო­რის, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, ვებგ­ვერ­დე­ბი, ინ­ტერ­ნეტ­ტე­ლე­ვი­ზია, ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლო­ბა), აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრო­პა­გან­და. ისი­ნი ბო­რო­ტად იყე­ნებ­დნენ სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბას და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ეწე­ოდ­ნენ დე­მოკ­რა­ტი­ის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იდე­ო­ლო­გი­ის გავ­რცე­ლე­ბას. სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში, ასე­ვე, გა­მოვ­ლინ­და უცხო ქვეყ­ნის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხუ­რებ­თან შე­საძ­ლო კავ­ში­რის მქო­ნე ძა­ლე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და რე­ზო­ნან­სუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის და აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვის მცდე­ლო­ბე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მუხ­ტის მათი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად წარ­მარ­თვა, მათ შო­რის ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა დესტრუქ­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბის­თვის“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, სი­ტუ­ა­ცი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რი ეს­კა­ლა­ცი­ი­სა და სხვა­დას­ხვა პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ცალ­კე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის (მათ შო­რის, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­მარ­თალ­დაც­ვის სა­კი­თხე­ბის) მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­ზე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზანს ქვე­ყა­ნა­ში მუდ­მი­ვი ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გამ­წვა­ვე­ბა წარ­მო­ად­გენ­და.

"ამ მხრივ, 2021 წელს, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი და მათი ლი­დე­რე­ბი. უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს არ­სე­ბი­თად აზი­ა­ნებ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ძა­ლე­ბის დესტრუქ­ცი­უ­ლი და ძა­ლა­დობ­რი­ვი მო­წო­დე­ბე­ბი, ასე­ვე მცდე­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თუ­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბის, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის შექ­მნი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის­კენ.

სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში სამ­სა­ხურ­მა სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სამ­ხო­ბად შეთ­ქმუ­ლე­ბის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი, ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით დამ­ხო­ბის მიზ­ნით, იგეგ­მე­ბო­და დესტრუქ­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­კეტ­ვა, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის ბლო­კი­რე­ბა და შტურ­მი. აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­სებ­ში ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჩარ­თვა. სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენ­და ცალ­კე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი­სა და მათი სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი "ჰიბ­რი­დუ­ლი საფრ­თხე­ე­ბი“. 2021 წელს კი­დევ უფრო მას­შტა­ბუ­რი გა­მოწ­ვე­ვის სახე მი­ი­ღო ცალ­კე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის მიერ წარ­მო­ე­ბულ­მა ე.წ. სა­ინ­ფორ­მა­ციო ომმა. ცალ­კე­ულ­მა აქ­ტო­რებ­მა კი­დევ უფრო დახ­ვე­წეს სა­ინ­ფორ­მა­ციო ოპე­რა­ცი­ე­ბი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. 2021 წელს აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბის მთა­ვარ სა­მიზ­ნეს კვლავ ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში ინ­ტერგრა­ცი­ის სა­კი­თხი წარ­მო­ად­გენ­და“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამირანი
0

რაში იღებთ ხელფასს ბიუჯეტიდან?იმან გადაგიხადოთ ვისაც ყარაულობთ

ეხ არქიფო
2

მალე გვირაბს აღმოაჩენენ უკრაინამდე გათხრილს.არ კიდიათ ჯერა თუ არა ხალხს? მთავარია მათ სასამართლოს ჯერა.

ავტორი:

"2021 წელს გამოიკვეთა დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენცია" - სუს-ის ანგარიში

"2021 წელს გამოიკვეთა დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენცია" - სუს-ის ანგარიში

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის (სუს-ი) ინფორმაციით, 2021 წელს გამოიკვეთა დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენცია.

როგორც სუს-ის 2021 წლის ანგარიშშია ნათქვამი, აღნიშნული სუბიექტების მხრიდან, სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით (მათ შორის, სოციალური ქსელები, ვებ-გვერდები, ინტერნეტ-ტელევიზია, ტელემაუწყებლობა), აქტიურად მიმდინარეობდა პროდასავლური კურსის საწინააღმდეგო პროპაგანდა. ისინი ბოროტად იყენებდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მიზანმიმართულად ეწეოდნენ დემოკრატიის დამაზიანებელი იდეოლოგიის გავრცელებას.

"საქართველოზე გავლენის ბერკეტების მოპოვება-გაძლიერებით დაინტერესებული გარე აქტორები საკუთარი იდეოლოგიური, რელიგიური და ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზებისთვის, სხვა რესურსებთან ერთად, იყენებდნენ მათდამი მატერიალური ან/და სხვა დაინტერესების გამო ლოიალურად განწყობილი საქართველოს მოქალაქეების შესაძლებლობებს, ასევე, საქართველოში სხვადასხვა სტატუსით მყოფ უცხოეთის მოქალაქეებს.

მოპოვებული ინფორმაციისა და ფაქტობრივ მასალათა საფუძველზე, სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2021 წელს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 10 საქმეზე. სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე.

საქართველოს უსაფრთხოების გარემოს დაზიანებით დაინტერესებული ძალები, საკუთარი აქტივობების განხორციელებისას, მიზნად ისახავდნენ საქართველოს ურთიერთობების დაზიანებას სტრატეგიულ პარტნიორებთან, საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯის შელახვას, საზოგადოებრივ წესრიგში არეულობის შეტანას, შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასა და მუდმივი დაძაბულობის ხელშეწყობას. მათი ქმედებები და დესტაბილიზაციის მცდელობები, ასევე, მიმართული იყო სახელმწიფო მმართველობის ფორმების ხელყოფისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების შეფერხებისკენ. აღნიშნულით დაინტერესებული ძალები, სხვადასხვა მეთოდის, მათ შორის, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის, ასევე ე.წ. რბილი ძალისა და ფარული ოპერაციების გამოყენებით, ცდილობდნენ საკუთარ ინტერესებს მორგებული მსოფლმხედველობის საზოგადოებაში გავრცელებას.

2021 წელს გამოიკვეთა დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენცია. აღნიშნული სუბიექტების მხრიდან, სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით (მათ შორის, სოციალური ქსელები, ვებგვერდები, ინტერნეტტელევიზია, ტელემაუწყებლობა), აქტიურად მიმდინარეობდა პროდასავლური კურსის საწინააღმდეგო პროპაგანდა. ისინი ბოროტად იყენებდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მიზანმიმართულად ეწეოდნენ დემოკრატიის დამაზიანებელი იდეოლოგიის გავრცელებას. საანგარიშო პერიოდში, ასევე, გამოვლინდა უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან შესაძლო კავშირის მქონე ძალების მხრიდან საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი და რეზონანსული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოპოვების და აღნიშნულ პროცესებში ჩართვის მცდელობები. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებაში არსებული მუხტის მათი ინტერესების შესაბამისად წარმართვა, მათ შორის ქვეყანაში სხვადასხვა დესტრუქციული პროცესების პროვოცირებისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედების ორგანიზებისთვის მიმდინარეობდა ცალკეული საკითხების (მათ შორის, უსაფრთხოებისა და სამართალდაცვის საკითხების) მიზანმიმართული პოლიტიზება. აღნიშნულის მიზანს ქვეყანაში მუდმივი შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობა და საჭიროებისამებრ გამწვავება წარმოადგენდა.

"ამ მხრივ, 2021 წელს, განსაკუთრებით გააქტიურდნენ საქართველოში მოქმედი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები და მათი ლიდერები. უსაფრთხოების გარემოს არსებითად აზიანებდა აღნიშნული ძალების დესტრუქციული და ძალადობრივი მოწოდებები, ასევე მცდელობები, რომლებიც მიმართული იყო საზოგადოების პოლარიზაციისკენ, სახელმწიფო უწყებების მუშაობის შეფერხების, დესტაბილიზაციის შექმნისა და ხელისუფლების დამხობისკენ.

საანგარიშო პერიოდში სამსახურმა სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გამოიკვეთა, რომ ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით დამხობის მიზნით, იგეგმებოდა დესტრუქციული ძალების მობილიზება, საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით გადაკეტვა, სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და შტურმი. აქტიურად განიხილებოდა აღნიშნულ პროცესებში ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული "ჰიბრიდული საფრთხეები“. 2021 წელს კიდევ უფრო მასშტაბური გამოწვევის სახე მიიღო ცალკეული ქვეყნების მიერ წარმოებულმა ე.წ. საინფორმაციო ომმა. ცალკეულმა აქტორებმა კიდევ უფრო დახვეწეს საინფორმაციო ოპერაციებისა და ფსიქოლოგიური ზეგავლენის ტექნოლოგიები. 2021 წელს აღნიშნული დეზინფორმაციული კამპანიების მთავარ სამიზნეს კვლავ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტერგრაციის საკითხი წარმოადგენდა“, - ნათქვამია ანგარიშში.

იხილეთ ასევე: