პირადი მცველი კრისტოფერ სანჩესი, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას ემსახურებოდა, ახლა ინგლისის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას იცავს. რაც პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ მეგან მარკლიმ სამეფო ოჯახი დატოვეს და აშშ-ში გადავიდნენ საცხოვრებლად, მთავრობამ მათთვის გამოყოფილი სპეციალური დაცვა გაათავისუფლა, რის გამოც ისინი სასამართლოშიც კი ჩივიან. ჰარი ამბობდა, რომ ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთში ჩასვლისას, თავს დაცულად არ გრძნობს.
სანჩესმა სულ 5 წელი იმუშავა საპრეზიდენტო დაცვაში - აქედან 2,5 წელი ჯორჯ ბუშ უმცროსს ემსახურებოდა, მეორე ნახევარი კი - ობამას. სულ კი 21 წელი გაატარა ეროვნულ უსაფრთხოებაში, ახლა კი ორი ამერიკული დაცვის სამსახურის ლიდერია. ის არის ტეხასის პროფესიონალური დაცვის და გამოძიების სამსახურის დირექტორი. ასევე რისკის მართვის კომპანიის, Torchstone-ის პრეზიდენტი.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ უხდის კრისტოფერ სანჩესს ხელფასს, ან ობამამ შესთავაზა თუ არა წყვილს მისი კანდიდატურა. მცველი პირველად შაბათს, ჰააგაში გამართულ ღონისძიებაზე შენიშნეს, როცა 40 წლის მეგანს და 37 წლის პრინცს ადევნებდა თვალს.
წყარო: thesun
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ნუ შეჭამეთ ამ ხალხით ტვინი რა კი მართალია ვერთობით ამათი ტინგრიცობებიათ მაგრამ ყოველწუთს ესენი?! ზედმეტზე ზედმეტია ვერ გავიგე საერთოდ დეფოფალსა და მის ამალას ჩვენთან რა შეხება აქვს რა,ჩვენი სამეფო კარია?რაში გვაინტერესებს?არადა იმაზე მეცინება მეგანს და კეიტას ზოგიერთი თავგადაკლული რომ იცავს და ყველას ლანძღავენ მათზე თუ ვინმემ ცუდი(სიმართლე)დაწერა რა დონეა დდდრრრრ
საერთოდ ესენი რას წარმოადგენენ თითქმის ყოველდღე მათზე რომ წერთ. რა შეუხედავი ქალია მეგანი ისე, ჩვენში დარჩეს