კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალბატონი ლეილა ამ პირების გარეშე არ ჩაიდენდა დანაშაულს..." - გორში დეპუტატები დაკავებულ ბუღალტერს თანამზრახველების დასახელებას ურჩევენ: რა ვერსიაზე საუბრობენ ისინი?
"ქალბატონი ლეილა ამ პირების გარეშე არ ჩაიდენდა დანაშაულს..." - გორში დეპუტატები დაკავებულ ბუღალტერს თანამზრახველების დასახელებას ურჩევენ: რა ვერსიაზე საუბრობენ ისინი?

გო­რის საკ­რე­ბუ­ლოს ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი ბუ­ღალ­ტრის საქ­მის ვერ­სი­ებ­ზე სა­უბ­რო­ბენ და ბრალ­დე­ბულს თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას ურ­ჩე­ვენ.

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "გორი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" თამ­ჯდო­მა­რე მა­მუ­კა ფა­ნი­აშ­ვი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ტექ­ნი­კუ­რად, ერთი პირი ამ ტი­პის და­ნა­შა­ულს ვერ ჩა­ი­დენ­და, აღ­ნიშ­ნუ­ლის არ­გუ­მენ­ტად ფა­ნი­აშ­ვი­ლი იმ ფაქტს ასა­ხე­ლებს, რომ­სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის თი­თო­ე­უ­ლი გა­და­რი­ცხვა რამ­დე­ნი­მე ეტაპს, რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას გა­დის.

"და­ზუს­ტე­ბით ვამ­ბობთ, რომ ამ ტი­პის და­ნა­შა­ულს, რო­მე­ლიც ეხე­ბა ხა­ზი­ნის გავ­ლით თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბას, ერთი ადა­მი­ა­ნი ვერ ჩა­ი­დენს, ვერ შე­ას­რუ­ლებს, იმი­ტომ რომ, ის გა­დის რამ­დე­ნი­მე ეტაპს, რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას და შე­სა­ბა­მი­სად, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აძ­ლე­ვენ დას­ტურს, აძ­ლე­ვენ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას, პირ­და­პირ ან ირი­ბად ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ამ პრო­ცეს­ში. ესე­ნი არი­ან მისი უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და მე­რი­ის ფი­ნან­სუ­რი სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო ჯამ­ში აძ­ლევს დას­ტურს თან­ხე­ბის გა­და­რი­ცხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­ძი­ე­ბა უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს ყვე­ლა პი­რით, ვინ გულ­გრი­ლო­ბით ჩა­ი­დი­ნა ეს და­ნა­შა­უ­ლი, ვინ - გან­ზრახ და ყვე­ლა პირი უნდა მი­ე­ცეს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. ტექ­ნი­კუ­რად, ერთი პირი ამ ტი­პის და­ნა­შა­ულს ვერ ჩა­ი­დენს“, - აცხა­დებს მა­მუ­კა ფა­ნი­აშ­ვი­ლი.

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს კი­დევ ერთი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი წევ­რი კა­ხა­ბერ ლობ­ჟა­ნი­ძე კი სა­უბ­რობს ვერ­სი­ა­ზე, თით­ქოს, ბრალ­დე­ბულ ბუ­ღალ­ტერს შუთ­ვა­ლეს, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე აეღო ეს და­ნა­შა­უ­ლი და გარ­კვე­უ­ლი გა­რი­გე­ბა მოხ­და.

"ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლა ამას მარ­ტო რომ ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და და მას თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი ჰყავს, ეს ცალ­სა­ხაა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ და თუ ობი­ექ­ტუ­რად ჩა­ტარ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, ეს მარ­ტი­ვად დად­გინ­დე­ბა. ქალ­ბა­ტონ ლე­ი­ლას ვურ­ჩევ­დით, რომ და­ა­სა­ხე­ლოს თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, მან ყვე­ლა­ზე უკეთ იცის ის პი­რე­ბი, ვინც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, ეს იქ­ნე­ბი­ან უშუ­ა­ლოდ ამ სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი თუ აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში მე­რე­ბი და მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი.

ამ პი­რე­ბის გა­რე­შე არ მოხ­დე­ბო­და ეს და­ნა­შა­უ­ლი და თუ მათ გა­რე­შე ხდე­ბო­და, ესეც და­ნა­შა­უ­ლია - სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბა, როცა ვერ აკონ­ტრო­ლე­ბენ მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბულ სამ­სა­ხუ­რებს და თა­ნამ­შრომ­ლებს. არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ გარ­კვე­უ­ლი გა­რი­გე­ბა მოხ­და და მსხვერ­პლი არის ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლა, რო­მელ­საც შუთ­ვა­ლეს, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე აეღო ეს და­ნა­შა­უ­ლი“, - აცხა­დებს გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი "ენმ"-დან კა­ხა­ბერ ლობ­ჟა­ნი­ძე.

ცნო­ბის­თვის, სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ა­გენ­ტოს კუთ­ვნილ სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრებს სის­ტე­მა­ტი­უ­რად, სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით რი­ცხავ­და სს "თი­ბი­სი ბან­კში“ და სს "ლი­ბერ­თი ბან­კში" გახ­სნილ მის პი­რად სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე, ხოლო შემ­დგომ იყე­ნებ­და ინ­ტერ­ნეტ­ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რებ­ში. სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მით­ვი­სე­ბუ­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბამ 143 985,13 ლარი შე­ად­გი­ნა, თუმ­ცა, უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ სა­ბუ­ღალ­ტრო და სა­ბან­კო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ მით­ვი­სე­ბუ­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­დოს. სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და სა­ა­გენ­ტოს მთა­ვარ ბუ­ღალ­ტერს, ლე­ი­ლა წკრი­ა­ლაშ­ვილ დღეს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ბრალ­დე­ბულ ლე­ი­ლა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მის­თვის იმ­დე­ნად მძი­მეა ოჯა­ხის წევ­რებ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა, რომ პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

"ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლევ, სა­დაც მი­მის­ჯით ყოფ­ნას, იქ მირ­ჩევ­ნია, მე არ შე­მიძ­ლია, გა­რეთ ჩემს შვი­ლებს და ხალ­ხს ვუ­ყუ­რო თვა­ლებ­ში. მხო­ლოდ ერთ რა­მეს გთხოვთ ბა­ტო­ნო პრო­კუ­რო­რო, ძვე­ლი წლე­ბი ამო­ი­ღეთ, იმი­ტომ კი არა, რომ რამე შე­ღა­ვათს ვი­თხოვ, უბ­რა­ლოდ, არ მინ­და, რომ ასე დას­რულ­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი, ამო­წი­ეთ ძვე­ლი წლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა.

ნა­ხეთ კად­რე­ბი პრო­ცე­სი­დან:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
1

ვინ უნდა დაასახელოს? უფროსს იქით ატყუებდა სახელს სწორად წერდა და კოდს , სადაც რიცხავდა. რა ყველა კოდი ზეპირად იცის უფროსმა? 

ავთო
1

ქოცებს რომ ახსენებენ,კეზერა გაგანია ომის დროს მილიარდელი გახდა ნაცებო.

ავტორი:

"ქალბატონი ლეილა ამ პირების გარეშე არ ჩაიდენდა დანაშაულს..." - გორში დეპუტატები დაკავებულ ბუღალტერს თანამზრახველების დასახელებას ურჩევენ: რა ვერსიაზე საუბრობენ ისინი?

"ქალბატონი ლეილა ამ პირების გარეშე არ ჩაიდენდა დანაშაულს..." - გორში დეპუტატები დაკავებულ ბუღალტერს თანამზრახველების დასახელებას ურჩევენ: რა ვერსიაზე საუბრობენ ისინი?

გორის საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები დაკავებული ბუღალტრის საქმის ვერსიებზე საუბრობენ და ბრალდებულს თანამონაწილეების დასახელებას ურჩევენ.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "გორი საქართველოსთვის" თამჯდომარე მამუკა ფანიაშვილი დარწმუნებულია, რომ ტექნიკურად, ერთი პირი ამ ტიპის დანაშაულს ვერ ჩაიდენდა, აღნიშნულის არგუმენტად ფანიაშვილი იმ ფაქტს ასახელებს, რომსაბიუჯეტო თანხების თითოეული გადარიცხვა რამდენიმე ეტაპს, რამდენიმე ავტორიზაციას გადის.

"დაზუსტებით ვამბობთ, რომ ამ ტიპის დანაშაულს, რომელიც ეხება ხაზინის გავლით თანხების მითვისებას, ერთი ადამიანი ვერ ჩაიდენს, ვერ შეასრულებს, იმიტომ რომ, ის გადის რამდენიმე ეტაპს, რამდენიმე ავტორიზაციას და შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც აძლევენ დასტურს, აძლევენ ავტორიზაციას, პირდაპირ ან ირიბად ჩართულები არიან ამ პროცესში. ესენი არიან მისი უშუალო ხელმძღვანელები და მერიის ფინანსური სამსახური, რომელიც საბოლოო ჯამში აძლევს დასტურს თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებით, შესაბამისად, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველა პირით, ვინ გულგრილობით ჩაიდინა ეს დანაშაული, ვინ - განზრახ და ყველა პირი უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ტექნიკურად, ერთი პირი ამ ტიპის დანაშაულს ვერ ჩაიდენს“, - აცხადებს მამუკა ფანიაშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კიდევ ერთი ოპოზიციონერი წევრი კახაბერ ლობჟანიძე კი საუბრობს ვერსიაზე, თითქოს, ბრალდებულ ბუღალტერს შუთვალეს, რომ საკუთარ თავზე აეღო ეს დანაშაული და გარკვეული გარიგება მოხდა.

"ქალბატონი ლეილა ამას მარტო რომ ვერ მოახერხებდა და მას თანამზრახველები ჰყავს, ეს ცალსახაა და დარწმუნებულები ვართ და თუ ობიექტურად ჩატარდება გამოძიება, ეს მარტივად დადგინდება. ქალბატონ ლეილას ვურჩევდით, რომ დაასახელოს თანამონაწილეები, მან ყველაზე უკეთ იცის ის პირები, ვინც მონაწილეობდნენ, ეს იქნებიან უშუალოდ ამ სააგენტოს ხელმძღვანელი პირები თუ აღნიშნულ პერიოდში მერები და მათი მოადგილეები.

ამ პირების გარეშე არ მოხდებოდა ეს დანაშაული და თუ მათ გარეშე ხდებოდა, ესეც დანაშაულია - სამსახურებრივი გულგრილობა, როცა ვერ აკონტროლებენ მის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურებს და თანამშრომლებს. არსებობს ვერსია, რომ გარკვეული გარიგება მოხდა და მსხვერპლი არის ქალბატონი ლეილა, რომელსაც შუთვალეს, რომ საკუთარ თავზე აეღო ეს დანაშაული“, - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ენმ"-დან კახაბერ ლობჟანიძე.

ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს "თიბისი ბანკში“ და სს "ლიბერთი ბანკში" გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში. სუს-ის ინფორმაციით, მითვისებული თანხის ოდენობამ 143 985,13 ლარი შეადგინა, თუმცა, უწყებაში აცხადებენ, რომ საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია, რომ მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სააგენტოს მთავარ ბუღალტერს, ლეილა წკრიალაშვილ დღეს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულ ლეილა წკრიალაშვილის განცხადებით, მისთვის იმდენად მძიმეა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან შეხვედრა, რომ პატიმრობის შეფარდებას არ ეწინააღმდეგება.

"ბატონო მოსამართლევ, სადაც მიმისჯით ყოფნას, იქ მირჩევნია, მე არ შემიძლია, გარეთ ჩემს შვილებს და ხალხს ვუყურო თვალებში. მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ ბატონო პროკურორო, ძველი წლები ამოიღეთ, იმიტომ კი არა, რომ რამე შეღავათს ვითხოვ, უბრალოდ, არ მინდა, რომ ასე დასრულდეს ეს ყველაფერი, ამოწიეთ ძველი წლები“, - განაცხადა ბრალდებულმა.

ნახეთ კადრები პროცესიდან: