პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის დასრულდება თბილისი-რუსთავის ავტობანი: რა გახდა პროექტის მეორე მონაკვეთის მშენებლობის უვადოდ გაჭიანურების მიზეზი?
როდის დასრულდება თბილისი-რუსთავის ავტობანი: რა გახდა პროექტის მეორე მონაკვეთის მშენებლობის უვადოდ გაჭიანურების მიზეზი?

თბი­ლი­სი-რუს­თა­ვის ჩქა­როს­ნუ­ლი ავ­ტო­ბა­ნის მშე­ნებ­ლო­ბა 2012 წელს და­ი­წყო, თუმ­ცა დღემ­დე მისი დას­რუ­ლე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. ავ­ტო­ბა­ნის ფო­ნი­ჭა­ლის მო­ნაკ­ვე­თის (მო­ნაკ­ვე­თი 2), რომ­ლის სიგ­რძეც 6.8 კმ -ია, დას­რუ­ლე­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი ვა­დით არის გა­და­დე­ბუ­ლი. ზო­გა­დად, ავ­ტო­ბა­ნის მშე­ნებ­ლო­ბა იმი­ტომ დად­გა დღის წეს­რიგ­ში, რომ საპ­რო­ექ­ტო გზის თბი­ლი­სი-რუს­თა­ვის მო­ნაკ­ვე­თი ძლი­ე­რად იყო გა­დატ­ვირ­თუ­ლი და მოძ­რა­ო­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა, 2016 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, დღე-ღა­მე­ში 17 000 ავ­ტო­მო­ბილს აჭარ­ბებ­და, არ­სე­ბუ­ლი გზის მაქ­სი­მა­ლუ­რი გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა კი, სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით, დღე-ღა­მე­ში 7000 ავ­ტო­მო­ბილს შე­ად­გენ­და. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ დღეს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 2016 წელ­თან შე­და­რე­ბით, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ბევ­რად გაზ­რდი­ლია.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გა­დატ­ვირ­თვის გამო ხში­რად წარ­მო­იქ­მნე­ბო­და სა­ცო­ბე­ბი, რაც ზრდი­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის საფრ­თხეს, ხმა­ურს და გა­მო­ნა­ბოლ­ქვის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას ჰა­ერ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით - რუს­თა­ვი - ფო­ნი­ჭა­ლის მო­ნაკ­ვეთ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ჭი­რო გახ­და და­მა­ტე­ბით გზის გაყ­ვა­ნა.

პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის გზით და­უ­კავ­შირ­დე­ბო­და აზარ­ბა­ი­ჯანს და აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­გის­ტრა­ლით აზარ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და შუა აზი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან წა­მო­სუ­ლი სამ­გზავ­რო და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი შე­უ­ფერ­ხებ­ლად მოხ­ვდე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში და შავი ზღვის პორ­ტებ­სა და კუ­რორ­ტებ­ზე.

საპ­რო­ექ­ტო გზას სრუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბო­და ასე­ვე ქვე­მო ქარ­თლის რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, ქა­ლაქ რუს­თა­ვის და გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნის სამ­რეწ­ვე­ლო სა­წარ­მო­ე­ბი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით, რუს­თა­ვის იმ მრა­ვალ­რი­ცხო­ვან მა­ცხოვ­რე­ბელ­თათ­ვის, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში მუ­შა­ო­ბენ.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ჯერ­ჯე­რო­ბით, ვერ მო­ხერ­ხდა ავ­ტო­ბა­ნის მე­ო­რე მო­ნაკ­ვე­თის დას­რუ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ეს მო­ნაკ­ვე­თი გა­ნე­კუთ­ვნე­ბა ჰიბ­რი­დუ­ლი ტი­პის გზას, რო­მე­ლიც არც სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­ბა­ნის სტან­დარ­ტებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს და არც ურ­ბა­ნუ­ლი გზის კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­დის.

პრო­ექ­ტის დო­ნორ­მა აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კმა (ADB) ამ მო­ნაკ­ვე­თის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ყო მი­ლი­ო­ნო­ბით სეს­ხი, ლა­პა­რა­კია, მისი მშე­ნებ­ლო­ბის არ­სე­ბულ ვა­დებ­ში დას­რუ­ლე­ბა­ზე, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონდმა პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის თა­რი­ღი არა­ერ­თხელ გა­და­დო. საბ­ლო­ოდ კი მი­ვი­ღეთ ვი­თა­რე­ბა, რო­დე­საც ავ­ტო­ბა­ნი და­უს­რუ­ლე­ბე­ლია, პრო­ექ­ტის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნის და­ახ­ლო­ე­ბი­თი თა­რი­ღი კი სრუ­ლი­ად გა­ურ­კვე­ვე­ლი.

ის­მის კი­თხვა:

რა არის თბი­ლი­სი - რუს­თა­ვის ავ­ტო­ბა­ნის მე­ო­რე მო­ნაკ­ვე­თის მშე­ნებ­ლო­ბის უვა­დოდ გა­და­დე­ბის მი­ზე­ზი - მო­სახ­ლე­ო­ბის არა­რე­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი, თუ სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის მიერ არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რად და­გეგ­მი­ლი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი?

იმ მო­ნაკ­ვე­თის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბაც ჯერ ვერ მო­ხერ­ხდა, და­სახ­ლე­ბუ­ლია, აქ მდე­ბა­რე­ობს რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი, და­ახ­ლო­ე­ბით, 400-მდე ოჯა­ხით. მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იმი­სა, თუ რა­ტომ გა­ჭი­ა­ნურ­და პრო­ექ­ტი, არის ის, რომ ვერ გა­და­წყდა, უნდა მოხ­დეს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გან­სახ­ლე­ბა და კორ­პუ­სე­ბის დე­მონ­ტა­ჟი, თუ - არა.

მო­სახ­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლია, რომ მოხ­დეს გან­სახ­ლე­ბა, რად­გან მი­იჩ­ნე­ვენ, რომ გზის მშე­ნებ­ლო­ბა ისე­დაც ავა­რი­ულ კორ­პუ­სებს კი­დევ უფრო მე­ტად და­ა­ზი­ა­ნებს - მო­სახ­ლე­ო­ბა ში­შობს, რომ მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი შე­ნო­ბე­ბი გზის გაყ­ვა­ნის სა­მუ­შა­ო­ებს ვერ გა­უძ­ლებს და ჩა­მო­ინ­გრე­ვა, თუმ­ცა სხვაგ­ვა­რად მი­იჩ­ნე­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონდში, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც მო­სახ­ლე­ო­ბას კორ­პუ­სე­ბის გა­მაგ­რე­ბა შეს­თა­ვა­ზეს.

არა­და, გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბის ან­გა­რიშ­ში, რო­მე­ლიც 2016 წლის ოქ­ტომ­ბრით თა­რიღ­დე­ბა, წე­რია, რომ: "ყვე­ლა შე­ნო­ბა სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და გა­სუ­ლი აქვს ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა".

რუს­თა­ვის გზატ­კე­ცილ­ზე მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, ავ­ტო­ბა­ნის მშე­ნებ­ლო­ბა ისე და­ი­გეგ­მა, რომ მათ ამის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ არა­ვინ აუ­წყა. ამი­ტომ 2016 წლის 24 თე­ბერ­ვალს წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თეს სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონდს და მო­ი­თხო­ვეს შეხ­ვედ­რა დე­ტა­ლე­ბის და­სა­ზუს­ტებ­ლად.

2016 წლის 7 ივ­ნისს, კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის და ზე­მოთ­ნახ­სე­ნე­ბი მო­ნაკ­ვე­თის მიმ­დე­ბა­რედ მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის გა­ი­მარ­თა შეხ­ვედ­რა, რო­მელ­ზეც მო­სახ­ლე­ო­ბას ესა­უბრნენ თბი­ლი­სი-რუს­თა­ვის მე­ო­რე მო­ნა­კე­თის დას­რუ­ლე­ბის გა­და­უ­დე­ბელ აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე, რაც მათ მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი­თაც დას­ტურ­დე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამ გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა, მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი დღეს ამ­ბო­ბენ, რომ შეხ­ვედ­რა უშე­დე­გო გა­მოდ­გა და კონ­კრე­ტუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მათ ვერ მი­ი­ღეს. დღეს კი თბი­ლი­სი-რუ­სა­თა­ვის ჩქა­როს­ნუ­ლი ავ­ტო­ბა­ნის პირ­ვე­ლი და მე­სა­მე მო­ნაკ­ვე­თი დას­რუ­ლე­ბუ­ლია, ხოლო მე­ო­რე მო­ნაკ­ვეთ­ზე, სა­დაც ჩქა­როს­ნუ­ლი ავ­ტო­ბა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის სი­ახ­ლო­ვეს უნდა გა­ვი­დეს, მშე­ნებ­ლო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც 2019 წლის 15 მარტს გა­მო­ი­ცა და ხელს იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე აწერს.

ნინო ვა­ჩე­იშ­ვი­ლი, რუს­თა­ვის გზატ­კე­ცი­ლი 16ა/ბ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბი:

"და­უს­რუ­ლე­ბელ­მა ავ­ტო­ბან­მა უზარ­მა­ზა­რი პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვიქ­მნა, ვე­ლო­დე­ბით რო­დის დას­რულ­დე­ბა და ამ მო­ლო­დინ­ში გა­ვი­და თით­ქმის ათი წელი. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მო­აკ­ლდა ჩვენს სა­მე­ზობ­ლოს, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ არ ვი­ცით, მოხ­დე­ბა თუ არა ჩვე­ნი გა­სახ­ლე­ბა, თავს ვი­კა­ვებთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის გა­რე­მონ­ტე­ბის­გან და ასე მუდ­მი­ვი მო­ლო­დი­ნით ვცხოვ­რობთ, რაც ძალ­ზედ რთუ­ლია".

მო­სახ­ლე­ო­ბის პო­ზი­ცია, რომ მშე­ნებ­ლო­ბა მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის­თვის წარ­მო­ად­გენს საფრ­თხეს, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონდმა არ გა­ი­ზი­ა­რა, რის შემ­დე­გაც ამ შე­ნო­ბე­ბის მდგრა­დო­ბის შე­სას­წავ­ლად მო­სახ­ლე­ო­ბამ გა­და­წყვი­ტა, რომ სხვა გზა მო­ე­ნა­ხა.

პრო­ექ­ტის დო­ნო­რი აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კია და ამი­ტომ მათი ინი­ცი­ა­ტი­ვით და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვას" დახ­მა­რე­ბით, მომ­ზად­და სა­ჩი­ვა­რი და 2016 წლის 20 ოქ­ტომ­ბერს გა­იგ­ზავ­ნა აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის სა­თა­ვო ოფის­ში (მა­ნი­ლა, ფი­ლი­პი­ნე­ბი) შე­სა­ბა­მი­სო­ბის შემ­სწავ­ლელ კო­მი­სი­ა­ში. 2016 წლის დე­კემ­ბერ­ში კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ თბი­ლის­ში და ად­გილ­ზე­ვე შე­ის­წავ­ლეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. შე­სა­ბა­მი­სო­ბის შემ­სწავ­ლელ­მა კო­მი­სამ კი 2017 წლის 13 თე­ბერ­ვალს გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­ბო­ლოო ან­გა­რი­ში, რო­მელ­შიც ნათ­ლად წე­რია, რომ გზის გაყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა შე­ნო­ბე­ბის ფრაგ­მენ­ტუ­ლი ნგრე­ვა, რა­საც შე­საძ­ლოა, მოჰ­ყვეს მსხვერ­პლი.

ფრაგ­მენ­ტი აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის შე­სა­ბა­მი­სო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი კო­მი­სი­ის ან­გა­რი­ში­დან

ამის მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი რუს­თა­ვის გზატ­კე­ცილ­ზე მცხოვ­რებთ კვლა­ვაც მხო­ლოდ გა­მაგ­რე­ბით სა­მუ­შა­ო­ებს სთა­ვა­ზობ­და. რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბა და­ინ­ტე­რეს­და მე­თო­დო­ლო­გი­ით, თუ რო­გორ უნდა გა­მაგ­რე­ბუ­ლი­ყო ექ­სპლუ­ა­ტა­ცია გა­სუ­ლი შე­ნო­ბე­ბი, აღ­მოჩ­ნდა, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონდს მსგავ­სი გეგ­მა ჯერ არ ჰქონ­და შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ახლა სხვა­დას­ხვა უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ მშე­ნებ­ლო­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას გა­და­აბ­რა­ლონ და სა­ჯა­როდ სა­კი­თხის გან­ხილ­ვის­გან თავს იკა­ვე­ბენ.

იმ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებ­ში, რომ­ლებ­შიც რუს­თა­ვის გზატ­კე­ცილ­ზე მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თქვეს. მო­სახ­ლე­ო­ბა მი­ე­სალ­მე­ბა ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას, თუმ­ცა მი­იჩ­ნევს, რომ ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს აქვს უფ­ლე­ბა იცხოვ­როს სი­ცო­ცხლი­სათ­ვის უსაფრ­თხო და ჯან­საღ გა­რე­მო­ში. აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის შე­სა­ბა­მი­სო­ბის შემ­სწავ­ლელ­მა კო­მი­სი­ამ 2022 წლის 31 იან­ვარს გა­მო­აქ­ვეყ­ნა მო­რი­გი ან­გა­რი­ში, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის­თვის შე­სას­რუ­ლე­ბელ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზეა ლა­პა­რა­კი და გუ­ლის­ხმობს გზის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე შე­ნო­ბე­ბი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. სა­ვა­რა­უ­დოდ, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონდმა ვერ უზუნ­ველ­ყო აზი­ის ბან­კის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რა­მაც დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თბი­ლი­სი-რუს­თა­ვის ჩქა­როს­ნუ­ლი მა­გის­ტა­რა­ლის მე­ო­რე მო­ნაკ­ვე­თის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სი­დან გას­ვლა გა­მო­იწ­ვია.

გა­დავ­წყვი­ტეთ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე პა­სუ­ხე­ბი მიგ­ვე­ღო სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი­დან, შე­სა­ბა­მი­სად, მათ მივ­მარ­თეთ შემ­დე­გი კი­თხვე­ბით:

1.რო­დის დას­რულ­დე­ბა თბი­ლი­სის რუს­თა­ვის ავ­ტო­ბა­ნის მე­ო­რე მო­ნაკ­ვე­თის მშე­ნებ­ლო­ბა?

2. მოხ­დე­ბა თუ არა მო­სახ­ლე­ო­ბის გა­სახ­ლე­ბა?

3. გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და რას აპი­რებს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი, ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით?

4.სა­ფუძ­ვლი­ა­ნია თუ არა მო­სახ­ლე­ო­ბის შიში უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

5. რამ გა­ნა­პი­რო­ბა თბი­ლი­სი-რუს­თა­ვის ავ­ტო­ბა­ნის მე­ო­რე მო­ნაკ­ვე­თის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სი­დან აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის გას­ვლა?

პა­სუ­ხად კი მი­ვი­ღეთ შემ­დე­გი ონ­ფორ­მა­ცია:

“სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გა­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის" შე­სა­ბა­მი­სად, გიგ­ზავ­ნით მიმ­დი­ნა­რე წლის 15 მარ­ტის #1222 თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბით მო­თხოვ­ნი­ლი, სსიპ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონდში არ­სე­ბულ სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას.

თქვენს მიერ გან­ცხა­დე­ბა­ში დას­მულ კი­თხვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ეხე­ბა თბი­ლი­სი-რუს­თა­ვის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხებს, გაც­ნო­ბებთ, რომ თბი­ლი­სი-რუს­თა­ვის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სსიპ სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონდმა აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის და­ფი­ნან­სე­ბით. პირ­ვე­ლი და მე­სა­მე მო­ნაკ­ვე­თე­ბის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რულ­და 2016 წლის მა­ის­ში (სიგ­რძე 10,4 კმ). მე­ო­რე მო­ნაკ­ვე­თის საპ­რო­ექ­ტო სიგ­რძე შე­ად­გენ­და 6,8კმ-ს, სა­ი­და­ნაც 3.6 კმ დას­რულ­და 2020 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში. სა­მი­ვე მო­ნაკ­ვე­თი მი­ღე­ბუ­ლია ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში. მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი პრო­ექ­ტის დარ­ჩე­ნი­ლი მო­ნაკ­ვე­თის და­სას­რუ­ლებ­ლად".

რო­გორც ხვდე­ბით, კი­თხვე­ბი, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას აქვს და რო­მე­ლიც დავ­სვით, კვლავ უპა­სუ­ხოდ დარ­ჩა.

მთა­ვა­რი სა­კი­თხი - რო­დის დას­რულ­დე­ბა თბი­ლი­სი-რუს­თა­ვის ავ­ტო­ბა­ნი, კვლავ გა­ურ­კვე­ვე­ლია.

ავ­ტო­რი: ლუკა მე­ლაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ესკობაარი
0

ვცხოვრობ იმ უბანში დაპროექტებული გზიდან 70 მეტრში არსებული რუსთავის გზატკეცილის პირზე. ცოტა დაფიქრება მართებს დღევანდელ მთავრობას - 10-ჯერ და მეტჯერ იაფი დაჯდება არსებული გზის გაფართოება ....... მოუწევთ 30-40 ძირი ხის გადარგვა და 200-300 ათასი დოლარის კომპენსაციის გადახდა რეალურად ხალხზე...... გზაც უფრო საიმედო იქნება - მდინარე ვერ გამორეცხავს და გზის გაყვანა დაჯდება 10-ჯერ უფრო იაფი - ყოველგვარი ხმის დამხშობების, გაბიონების და რკინაბეტონის კონსტრუქციების გარეშე...... ცოტა მაინც იაზროვნეთ მთავრობაში და ჩაიხედეთ სიტუაციაში ......

საბა
7

ქოცობაა რაა :))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

როდის დასრულდება თბილისი-რუსთავის ავტობანი: რა გახდა პროექტის მეორე მონაკვეთის მშენებლობის უვადოდ გაჭიანურების მიზეზი?

როდის დასრულდება თბილისი-რუსთავის ავტობანი: რა გახდა პროექტის მეორე მონაკვეთის მშენებლობის უვადოდ გაჭიანურების მიზეზი?

თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, თუმცა დღემდე მისი დასრულება ვერ მოხერხდა. ავტობანის ფონიჭალის მონაკვეთის (მონაკვეთი 2), რომლის სიგრძეც 6.8 კმ -ია, დასრულება გაურკვეველი ვადით არის გადადებული. ზოგადად, ავტობანის მშენებლობა იმიტომ დადგა დღის წესრიგში, რომ საპროექტო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთი ძლიერად იყო გადატვირთული და მოძრაობის ინტენსივობა, 2016 წლის მონაცემებით, დღე-ღამეში 17 000 ავტომობილს აჭარბებდა, არსებული გზის მაქსიმალური გამტარუნარიანობა კი, სტანდარტის მიხედვით, დღე-ღამეში 7000 ავტომობილს შეადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ავტომობილების რაოდენობა 2016 წელთან შედარებით, დიდი ალბათობით, ბევრად გაზრდილია.

საავტომობილო გზის გადატვირთვის გამო ხშირად წარმოიქმნებოდა საცობები, რაც ზრდიდა ავტოსაგზაო შემთხვევების საფრთხეს, ხმაურს და გამონაბოლქვის კონცენტრაციას ჰაერში, განსაკუთრებით - რუსთავი - ფონიჭალის მონაკვეთზე. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა დამატებით გზის გაყვანა.

პროექტის განხორციელების შემდეგ, საქართველოს დედაქალაქი, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების გზით დაუკავშირდებოდა აზარბაიჯანს და აღნიშნული მაგისტრალით აზარბაიჯანიდან და შუა აზიის ქვეყნებიდან წამოსული სამგზავრო და სატვირთო ავტომობილები შეუფერხებლად მოხვდებოდნენ საქართველოს დედაქალაქში და შავი ზღვის პორტებსა და კურორტებზე.

საპროექტო გზას სრულად განხორციელების შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ასევე ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობის სოციალური-ეკონომიკური განვითარებისათვის, ქალაქ რუსთავის და გარდაბნის რაიონის სამრეწველო საწარმოებისა და მოსახლეობისთვის. განსაკუთრებით, რუსთავის იმ მრავალრიცხოვან მაცხოვრებელთათვის, რომლებიც თბილისში მუშაობენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა ავტობანის მეორე მონაკვეთის დასრულება, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ეს მონაკვეთი განეკუთვნება ჰიბრიდული ტიპის გზას, რომელიც არც საერთაშორისო ავტობანის სტანდარტებს აკმაყოფილებს და არც ურბანული გზის კატეგორიაში გადის.

პროექტის დონორმა აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ამ მონაკვეთის მშენებლობისთვის რამდენჯერმე გამოყო მილიონობით სესხი, ლაპარაკია, მისი მშენებლობის არსებულ ვადებში დასრულებაზე, თუმცა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტის დასრულების თარიღი არაერთხელ გადადო. საბლოოდ კი მივიღეთ ვითარება, როდესაც ავტობანი დაუსრულებელია, პროექტის ბოლომდე მიყვანის დაახლოებითი თარიღი კი სრულიად გაურკვეველი.

ისმის კითხვა:

რა არის თბილისი - რუსთავის ავტობანის მეორე მონაკვეთის მშენებლობის უვადოდ გადადების მიზეზი - მოსახლეობის არარეალური მოთხოვნები, თუ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ არაკვალიფიციურად დაგეგმილი და განხორციელებული პროექტი?

იმ მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორია, რომლის დასრულებაც ჯერ ვერ მოხერხდა, დასახლებულია, აქ მდებარეობს რამდენიმე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, დაახლოებით, 400-მდე ოჯახით. მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გაჭიანურდა პროექტი, არის ის, რომ ვერ გადაწყდა, უნდა მოხდეს ამ ადამიანების განსახლება და კორპუსების დემონტაჟი, თუ - არა.

მოსახლეობის სურვილია, რომ მოხდეს განსახლება, რადგან მიიჩნევენ, რომ გზის მშენებლობა ისედაც ავარიულ კორპუსებს კიდევ უფრო მეტად დააზიანებს - მოსახლეობა შიშობს, რომ მათი საცხოვრებელი შენობები გზის გაყვანის სამუშაოებს ვერ გაუძლებს და ჩამოინგრევა, თუმცა სხვაგვარად მიიჩნევენ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში, რომლის წარმომადგენლებმაც მოსახლეობას კორპუსების გამაგრება შესთავაზეს.

არადა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში, რომელიც 2016 წლის ოქტომბრით თარიღდება, წერია, რომ: "ყველა შენობა სავალალო მდგომარეობაშია და გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა".

რუსთავის გზატკეცილზე მცხოვრები მოსახლეობის თქმით, ავტობანის მშენებლობა ისე დაიგეგმა, რომ მათ ამის შესახებ წინასწარ არავინ აუწყა. ამიტომ 2016 წლის 24 თებერვალს წერილობით მიმართეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს და მოითხოვეს შეხვედრა დეტალების დასაზუსტებლად.

2016 წლის 7 ივნისს, კრწანისის რაიონის გამგეობაში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და ზემოთნახსენები მონაკვეთის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც მოსახლეობას ესაუბრნენ თბილისი-რუსთავის მეორე მონაკეთის დასრულების გადაუდებელ აუცილებლობაზე, რაც მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებითაც დასტურდებოდა. მიუხედავად ამ განცხადებებისა, მაცხოვრებლები დღეს ამბობენ, რომ შეხვედრა უშედეგო გამოდგა და კონკრეტული მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათ ვერ მიიღეს. დღეს კი თბილისი-რუსათავის ჩქაროსნული ავტობანის პირველი და მესამე მონაკვეთი დასრულებულია, ხოლო მეორე მონაკვეთზე, სადაც ჩქაროსნული ავტობანი საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს უნდა გავიდეს, მშენებლობა შეჩერებულია მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რომელიც 2019 წლის 15 მარტს გამოიცა და ხელს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.

ნინო ვაჩეიშვილი, რუსთავის გზატკეცილი 16ა/ბ კორპუსის მცხოვრები:

"დაუსრულებელმა ავტობანმა უზარმაზარი პრობლემები შეგვიქმნა, ველოდებით როდის დასრულდება და ამ მოლოდინში გავიდა თითქმის ათი წელი. ამ წლების განმავლობაში ბევრი ადამიანი გამოაკლდა ჩვენს სამეზობლოს, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცით, მოხდება თუ არა ჩვენი გასახლება, თავს ვიკავებთ საცხოვრებელი ბინების გარემონტებისგან და ასე მუდმივი მოლოდინით ვცხოვრობთ, რაც ძალზედ რთულია".

მოსახლეობის პოზიცია, რომ მშენებლობა მათი საცხოვრებელი კორპუსებისთვის წარმოადგენს საფრთხეს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა არ გაიზიარა, რის შემდეგაც ამ შენობების მდგრადობის შესასწავლად მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ სხვა გზა მოენახა.

პროექტის დონორი აზიის განვითარების ბანკია და ამიტომ მათი ინიციატივით და არასამთავრობო ორგანიზაციის "მწვანე ალტერნატივას" დახმარებით, მომზადდა საჩივარი და 2016 წლის 20 ოქტომბერს გაიგზავნა აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისში (მანილა, ფილიპინები) შესაბამისობის შემსწავლელ კომისიაში. 2016 წლის დეკემბერში კომისიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ თბილისში და ადგილზევე შეისწავლეს საცხოვრებელი კორპუსების მდგომარეობა. შესაბამისობის შემსწავლელმა კომისამ კი 2017 წლის 13 თებერვალს გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში, რომელშიც ნათლად წერია, რომ გზის გაყვანის შემთხვევაში გარდაუვალი იქნება შენობების ფრაგმენტული ნგრევა, რასაც შესაძლოა, მოჰყვეს მსხვერპლი.

ფრაგმენტი აზიის განვითარების ბანკის შესაბამისობის შემსწავლელი კომისიის ანგარიშიდან

ამის მიუხედავად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავის გზატკეცილზე მცხოვრებთ კვლავაც მხოლოდ გამაგრებით სამუშაოებს სთავაზობდა. როდესაც მოსახლეობა დაინტერესდა მეთოდოლოგიით, თუ როგორ უნდა გამაგრებულიყო ექსპლუატაცია გასული შენობები, აღმოჩნდა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდს მსგავსი გეგმა ჯერ არ ჰქონდა შემუშავებული. ახლა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ცდილობენ მშენებლობის გაჭიანურება მოსახლეობას გადააბრალონ და საჯაროდ საკითხის განხილვისგან თავს იკავებენ.

იმ სატელევიზიო გადაცემებში, რომლებშიც რუსთავის გზატკეცილზე მცხოვრები მოსახლეობა მონაწილეობდა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა მონაწილეობაზე კატეგორიული უარი თქვეს. მოსახლეობა მიესალმება ქვეყნის აღმშენებლობასა და განვითარებას, თუმცა მიიჩნევს, რომ ყველა მოქალაქეს აქვს უფლება იცხოვროს სიცოცხლისათვის უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში. აზიის განვითარების ბანკის შესაბამისობის შემსწავლელმა კომისიამ 2022 წლის 31 იანვარს გამოაქვეყნა მორიგი ანგარიში, რომელშიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის შესასრულებელ რეკომენდაციებზეა ლაპარაკი და გულისხმობს გზის მშენებლობის დაწყებამდე შენობებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სავარაუდოდ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვერ უზუნველყო აზიის ბანკის უსაფრთხოების წესების შესაბამისად პროექტის განხორციელება, რამაც დონორი ორგანიზაციის თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული მაგისტარალის მეორე მონაკვეთის მშენებლობის პროცესიდან გასვლა გამოიწვია.

გადავწყვიტეთ შექმნილ ვითარებაზე პასუხები მიგვეღო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, შესაბამისად, მათ მივმართეთ შემდეგი კითხვებით:

1.როდის დასრულდება თბილისის რუსთავის ავტობანის მეორე მონაკვეთის მშენებლობა?

2. მოხდება თუ არა მოსახლეობის გასახლება?

3. გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მიხედვით, ყველა შენობა-ნაგებობა სავალალო მდგომარეობაშია და რას აპირებს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ამის გათვალისწინებით?

4.საფუძვლიანია თუ არა მოსახლეობის შიში უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით?

5. რამ განაპირობა თბილისი-რუსთავის ავტობანის მეორე მონაკვეთის მშენებლობის პროცესიდან აზიის განვითარების ბანკის გასვლა?

პასუხად კი მივიღეთ შემდეგი ონფორმაცია:

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" შესაბამისად, გიგზავნით მიმდინარე წლის 15 მარტის #1222 თქვენი განცხადებით მოთხოვნილი, სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდში არსებულ საჯარო ინფორმაციას.

თქვენს მიერ განცხადებაში დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მშენებლობის საკითხებს, გაცნობებთ, რომ თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მოდერნიზაციის სამუშაოები განახორციელა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით. პირველი და მესამე მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 2016 წლის მაისში (სიგრძე 10,4 კმ). მეორე მონაკვეთის საპროექტო სიგრძე შეადგენდა 6,8კმ-ს, საიდანაც 3.6 კმ დასრულდა 2020 წლის ოქტომბერში. სამივე მონაკვეთი მიღებულია ექსპლუატაციაში. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები პროექტის დარჩენილი მონაკვეთის დასასრულებლად".

როგორც ხვდებით, კითხვები, რომელიც მოსახლეობას აქვს და რომელიც დავსვით, კვლავ უპასუხოდ დარჩა.

მთავარი საკითხი - როდის დასრულდება თბილისი-რუსთავის ავტობანი, კვლავ გაურკვეველია.

ავტორი: ლუკა მელაშვილი