კიევმა უარი თქვა გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის უკრაინაში გამგზავრებაზე.
"დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ მან ვარშავაში ვიზიტისას განაცხადა.
მედიასაშუალების ინფორმაციით, გერმანიის პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტს პოლონელ, ესტონელ, ლიეტუველ და ლატვიელ კოლეგებთან ერთად აპირებდა, "რაც უკრაინისადმი სოლიდარობის ძლიერი სიგნალი იქნებოდა".
თუმცა, შტაინმაიერის თქმით, "როგორც ჩანს, კიევში არ ისურვეს".
"დოიჩე ველე" წერს, რომ კიევში შტაინმაიერი რუსეთთან სიახლოვის გამო გააკრიტიკეს.
პუტინის აგენტი ხარ შენ და შენი ანგელა და სად შეიშვებით?? მარტო თქვენ ეწინაღმდეგებოდით საქართველოს რუსეთის გული რომ მოგეგოთ!! ძალიან კარგი რა ფაშისტები იყავით ის დარჩით და მეგობრობთ ფაშისთან!!
როგორ იცვლება დრო, ამიტომაც სწორია როცა ამბობენ რომ პოლიტიკაში მუდმივი მტრები ან მეგობრები არ არსებობენ, არის საერთო ინტერესები, გამორიცხული ამ სამყაროში არაფერია, არ დაბლოკოთ