საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმის კიდევ ორ ფიგურანტს პატიმრობა შეეფარდა
"ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმის კიდევ ორ ფიგურანტს პატიმრობა შეეფარდა

"ლა­გუ­ნა ვე­რეს­თან“ მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბი­სა და დაჭ­რის საქ­მის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ კი­დევ ორ პირს - ან­დრო ბე­რი­ძე­სა და გივი მა­ჩაბ­ლიშ­ვილს სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავცრე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ან­დრო ბე­რი­ძემ და გივი მა­ჩაბ­ლიშ­ვილ­მა იცოდ­ნენ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

"პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე ორ პირს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2 აპ­რილს, ქ. თბი­ლის­ში, კოს­ტა­ვას პირ­ველ შე­სახ­ვევ­ში მდე­ბა­რე სს "საგ­ზაო კომ­პა­ნია თბი­ლი­სის“ ოფი­სის ერთ-ერთ ოთახ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­თან გ.ქ.-სთან და მის მე­გობ­რებ­თან - ვ. გ. და კ. ქ.-სთან სა­სა­უბ­როდ მი­ვიდ­ნენ მათი ნაც­ნო­ბე­ბი - დ. მ., ვ. მ., მ. მ., ა. ბ., ო. რ., და გ. გ., ასე­ვე მათი პი­რა­დი დაც­ვის წევ­რე­ბი - კ. მ., გ.ა., გ.პ., ლ.გ. და დ. ც., და თან­მხლე­ბი პი­რე­ბი - ლ.კ., გ.გ., გ.ა., გ.მ., ო.ბ., ხ.ც. და შ.გ. შეხ­ვედ­რის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, მხა­რე­ებს შო­რის შე­კა­მა­თე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა დრო­საც, კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­მა, და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ია­რა­ღი­დან რა­მო­დე­ნი­მე­ჯერ გა­ის­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც ო.ბ.-მ, მ.მ.-მ და დ.ც.-მ სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, პი­რა­დი დაც­ვის ერთ-ერ­თმა წევ­რმა, კ.მ.-მ გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე­ჯერ ეს­რო­ლა კ.ქ.-ს, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ა.ბ.-მ და გ.მ.-მ იცოდ­ნენ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ა.ბ.და გ.მ. 8 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 376-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ე­ფარ­დათ პა­ტიმ­რო­ბა.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ამ დრო­ის­თვის ბრა­ლი 7 პირს წა­რედ­გი­ნა და მათ მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია პა­ტიმ­რო­ბა, ასე­ვე, 376-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და­კა­ვე­ბუ­ლია კი­დევ ერთი პირი.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნის და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით”, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმის კიდევ ორ ფიგურანტს პატიმრობა შეეფარდა

"ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმის კიდევ ორ ფიგურანტს პატიმრობა შეეფარდა

"ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ ორ პირს - ანდრო ბერიძესა და გივი მაჩაბლიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავცრელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ანდრო ბერიძემ და გივი მაჩაბლიშვილმა იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

"პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, ქ. თბილისში, კოსტავას პირველ შესახვევში მდებარე სს "საგზაო კომპანია თბილისის“ ოფისის ერთ-ერთ ოთახში, აღნიშნული კომპანიის დირექტორთან გ.ქ.-სთან და მის მეგობრებთან - ვ. გ. და კ. ქ.-სთან სასაუბროდ მივიდნენ მათი ნაცნობები - დ. მ., ვ. მ., მ. მ., ა. ბ., ო. რ., და გ. გ., ასევე მათი პირადი დაცვის წევრები - კ. მ., გ.ა., გ.პ., ლ.გ. და დ. ც., და თანმხლები პირები - ლ.კ., გ.გ., გ.ა., გ.მ., ო.ბ., ხ.ც. და შ.გ. შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებს შორის შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, კომპანიის დირექტორმა, დაპირისპირებაში მყოფი პირების მიმართულებით იარაღიდან რამოდენიმეჯერ გაისროლა, რის შედეგადაც ო.ბ.-მ, მ.მ.-მ და დ.ც.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს.

აღნიშნული დაპირისპირების დროს, პირადი დაცვის ერთ-ერთმა წევრმა, კ.მ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლა კ.ქ.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ბ.-მ და გ.მ.-მ იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა ა.ბ.და გ.მ. 8 აპრილს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 7 პირს წარედგინა და მათ მიმართ გამოყენებულია პატიმრობა, ასევე, 376-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.