სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კატეგორიულად მოვითხოვთ, უკრაინამ წარმოადგინოს მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებულ ამაზრზენ ბრალდებაზე" - მამუკა მდინარაძე "პროვოკაციების ახალ ტალღას" აანონსებს
"კატეგორიულად მოვითხოვთ, უკრაინამ წარმოადგინოს მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებულ ამაზრზენ ბრალდებაზე" - მამუკა მდინარაძე "პროვოკაციების ახალ ტალღას" აანონსებს

"დღეს სამ­წუ­ხა­როდ, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან და­ე­მა­ტა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­თხოვ­ნა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც არა­თუ მხო­ლოდ ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს და აბ­სურ­დია, არა­მედ მსგავ­სი სი­ბინ­ძუ­რე ფიქ­რა­დაც არა­ვის გა­უვ­ლია ჩვე­ნი მხრი­დან! - ჩვენ, კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ვი­თხო­ვოთ, რომ უკ­რა­ი­ნის შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა წარ­მო­ად­გი­ნონ რა­ი­მე სა­ხის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ამაზ­რზე­ნი ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ", - ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდივნმა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ ფრაქ­ცი­ის ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • მდი­ნა­რა­ძის თქმით, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ვი­ხი­ლავთ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კამ­პა­ნი­ის და პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის ახალ ტალ­ღას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მღელ­ვა­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვა­სა და მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

"სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ომის პა­რა­ლე­ლუ­რად ჩვე­ნი ქვეყ­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ აქამ­დე არ­ნა­ხუ­ლი და გა­უ­გო­ნა­რი ჰიბ­რი­დუ­ლი ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს!

აქვე ყვე­ლას­თვის აშ­კა­რაა, რომ დღეს, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე მყო­ფი რა­დი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის, იგი­ვე ომის პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მათი კო­ლე­გე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ ღია, და­უ­ფა­რავ ჰიბ­რი­დულ ომს აწარ­მო­ე­ბენ. ამ ომში ჩარ­თუ­ლია მთე­ლი მათი რე­სურ­სი და მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის, ფე­იკ­ნი­უ­სე­ბი­სა და პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის ხა­რის­ხი უკვე ყო­ველ­გვარ წი­თელ ხა­ზებს გას­ცდა!

სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომის ფარ­გლებ­ში, რო­გორც ომის პარ­ტი­ის, ასე­ვე უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად იმე­ო­რე­ბენ ფრა­ზას "სა­ქარ­თვე­ლო არა­ფერს აკე­თებს უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად’’ მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მა­ზე, ყვე­ლა პრინ­ცი­პულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­და მკა­ფიო, პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია! ასე იყო ევ­რო­საბ­ჭო­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლომ რუ­სე­თის­თვის წევ­რო­ბის სტა­ტუ­სის შე­ჩე­რე­ბას და­უ­ჭი­რა მხა­რი; გა­ე­რო­ში - სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო შე­სა­ბა­მი­სი რე­ზო­ლუ­ცი­ის თა­ნას­პონ­სო­რი იყო; პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია გვქონ­და ეუ­თო­ში, ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს­თან მი­მარ­თე­ბით და ყველ­გან, სა­დაც უკ­რა­ი­ნას ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა დას­ჭირ­და და სჭირ­დე­ბა. აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ ასო­ბით ტონა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ტვირთზე. ჩვენ ყველ­გან უკ­რა­ი­ნის და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გვერ­დით ვდგა­ვართ.

ამ ფონ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომის ფარ­გლებ­ში, ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ კი­დევ ერთი, ამ­ჯე­რად სრუ­ლი­ად გა­უ­გო­ნა­რი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის, რა­საც დღეს სამ­წუ­ხა­როდ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან და­ე­მა­ტა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­თხოვ­ნა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც არა­თუ მხო­ლოდ ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს და აბ­სურ­დია, არა­მედ მსგავ­სი სი­ბინ­ძუ­რე ფიქ­რა­დაც არა­ვის გა­უვ­ლია ჩვე­ნი მხრი­დან! მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­თხო­ვო მას, ვი­საც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გან­ზრახ­ვა და და­ნა­შა­უ­ლი და­აბ­რა­ლე, სპე­ცი­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­გო­ნი­ლი ნოუ-ჰაუა ამ სფე­რო­ში“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

  • მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის უკან სა­ქარ­თვე­ლო­ში ომის პარ­ტი­ის, ოპო­ზი­ცი­ის და უკ­რა­ი­ნა­ში ხე­ლი­სუფ­ლებ­ში მყო­ფი ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი დგა­ნან, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა­ში უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში და­ნიშ­ნუ­ლი პირი.

"ეს ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ვი­თხო­ვოთ, რომ უკ­რა­ი­ნის შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა წარ­მო­ად­გი­ნონ რა­ი­მე სა­ხის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ამაზ­რზე­ნი ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ, ან სა­ჯა­როდ, იმა­ვე წყა­რო­ე­ბით და ფორ­მით უარ­ყონ სა­კუ­თა­რი აბ­სურ­დუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი მე­გო­ბა­რი და პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის - სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ.

სრუ­ლი­ად გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­უ­ბა­რი გვი­წევს რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ღია აგ­რე­სი­ის, ომის და იმ უკი­დუ­რე­სად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი კად­რე­ბის ფონ­ზე, რა­საც ჩვენ ბოლო დღე­ებ­ში და ზო­გა­დად, ომის და­წყე­ბის დღი­დან ვხე­დავთ. ასე­ვე გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია, რომ ღია კონფრონ­ტა­ცი­ა­ში შე­მო­დი­ან ქვე­ყა­ნას­თან, რომ­ლის 20% იმა­ვე სა­ხელ­მწი­ფოს, რუ­სე­თის მიერ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც დღეს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და მის წი­ნა­აღ­მდეგ ომს აწარ­მო­ებს. ამა­ვე დროს არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ქვე­ყა­ნა, რომ­ლის მი­მარ­თაც ერთი საყ­ვე­დუ­რიც კი არ დას­ცდე­ნი­ათ იმის მი­უ­ხე­დავთ, რომ ეს ქვეყ­ნე­ბი არა­თუ სან­ქცი­ებს უერ­თდე­ბი­ან, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, არც ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მა­ზე არ გა­მო­ხა­ტა­ვენ თა­ვი­ანთ მხარ­და­ჭე­რას უკ­რა­ი­ნის მი­მართ.

უკვე აშ­კა­რად ჩანს და ლო­გი­კუ­რია, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ვი­ხი­ლავთ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კამ­პა­ნი­ის, და პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის ახალ ტალ­ღას, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მღელ­ვა­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვის და ასე­ვე, მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ამის­თვის უკვე მზად­დე­ბა ნი­ა­და­გი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მე­გო­ბა­რი უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბიც, რო­გორც ჩანს, ამ კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია.

ამი­ტო­მაც, მივ­მარ­თავთ ყვე­ლას, ვინც ამ კამ­პა­ნი­ა­ში რა­ი­მე ფორ­მით არის ჩარ­თუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით "ომის პარ­ტი­ას“ და მის წარ­მო­მად­გენ­ლებს, შე­წყვი­ტეთ ჰიბ­რი­დუ­ლი ომი სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და ნუ ცდი­ლობთ სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩათ­რე­ვას.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მოქ­მე­დებს სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თა­ვი­ანთ მი­ზანს ვერ მი­აღ­წე­ვენ. ჩვე­ნი თან­მიმ­დევ­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი არის გა­რან­ტი, რომ ქვე­ყა­ნა გა­ნაგ­რძობს მშვი­დო­ბი­ან და სტა­ბი­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას. აქვე, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, სა­ქარ­თვე­ლო არას­დროს შე­წყვეტს უკ­რა­ი­ნის და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რას ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კურ პლატ­ფორ­მა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 74 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამრიგად
0

რაღაცას რომ მოითხოვ ცოტა სხვანაირი ფორმა რომ მიცა მოთხოვნას ვერა?? დავიჯერო ვერ ხვდები რომ ქვეყანა უსასტიკეს ომშია ჩაბმული ბოროტების იმპერიასთან და შენ რაღაცას ემართლები თან მეგობარი ქვეყნად ითვლება არაა!!!??? შე კაი კაცო როცა ამ დროს რუსეთის სუნთქვის გეშინიათ ცოტა უხერხულად თავს არა გრძნობ დავიჯერო ??, თუ ვინმემ დაგარიგა ასე თქვიო და ვაჟკაცური გამოვაო!!!? როგორ მოხვდი მაგ გაუგებრობაში მაგ თანამდებობაზე ძალიან საინტერესოა!!!

---------
2

რა უნდა წარმოგიდგინოს ადეიშვილმა, საყვარელიძემ , ლორთქიფანიძმე???? რა??? ისინი არიან ამ ამბების შემთხზავები. რასაც აკეტებდნენ ომის დროს კეზერაშვილტან ერდატ ეხლა იგივეს აბარლებენ ქვეყნას?? 

ავტორი:

"კატეგორიულად მოვითხოვთ, უკრაინამ წარმოადგინოს მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებულ ამაზრზენ ბრალდებაზე" - მამუკა მდინარაძე "პროვოკაციების ახალ ტალღას" აანონსებს

"კატეგორიულად მოვითხოვთ, უკრაინამ წარმოადგინოს მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებულ ამაზრზენ ბრალდებაზე" - მამუკა მდინარაძე "პროვოკაციების ახალ ტალღას" აანონსებს

"დღეს სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაემატა მტკიცებულებების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რაც არათუ მხოლოდ ბუნებაში არ არსებობს და აბსურდია, არამედ მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არავის გაუვლია ჩვენი მხრიდან! - ჩვენ, კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა მამუკა მდინარაძემ ფრაქციის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

  • მდინარაძის თქმით, უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის და პროვოკაციების ახალ ტალღას, რომელიც საქართველოში მღელვარების გამოწვევასა და მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული.

"სამწუხაროდ, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად ჩვენი ქვეყნის, საქართველოს წინააღმდეგ აქამდე არნახული და გაუგონარი ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს!

აქვე ყველასთვის აშკარაა, რომ დღეს, უკრაინის ხელისუფლებაში, სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი რადიკალური ქართული ოპოზიციის, იგივე ომის პარტიის წარმომადგენლები და მათი კოლეგები საქართველოს წინააღმდეგ ღია, დაუფარავ ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ. ამ ომში ჩართულია მთელი მათი რესურსი და მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის, ფეიკნიუსებისა და პროვოკაციების ხარისხი უკვე ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა!

საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, როგორც ომის პარტიის, ასევე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად იმეორებენ ფრაზას "საქართველო არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად’’ მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ჰქონდა მკაფიო, პრინციპული პოზიცია! ასე იყო ევროსაბჭოში, სადაც საქართველომ რუსეთისთვის წევრობის სტატუსის შეჩერებას დაუჭირა მხარი; გაეროში - სადაც საქართველო შესაბამისი რეზოლუციის თანასპონსორი იყო; პრინციპული პოზიცია გვქონდა ეუთოში, ჰააგის სასამართლოსთან მიმართებით და ყველგან, სადაც უკრაინას ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა დასჭირდა და სჭირდება. აღარაფერს ვამბობთ ასობით ტონა ჰუმანიტარულ ტვირთზე. ჩვენ ყველგან უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ.

ამ ფონზე, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი, ამჯერად სრულიად გაუგონარი განცხადება, რომელიც შეურაცხმყოფელია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რასაც დღეს სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაემატა მტკიცებულებების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რაც არათუ მხოლოდ ბუნებაში არ არსებობს და აბსურდია, არამედ მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არავის გაუვლია ჩვენი მხრიდან! მტკიცებულებები მოთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი განზრახვა და დანაშაული დააბრალე, სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი ნოუ-ჰაუა ამ სფეროში“, - განაცხადა მდინარაძემ.

  • მისივე შეფასებით, აღნიშნული განცხადებების უკან საქართველოში ომის პარტიის, ოპოზიციის და უკრაინაში ხელისუფლებში მყოფი ცალკეული ადამიანები დგანან, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოების სისტემაში უკანასკნელ პერიოდში დანიშნული პირი.

"ეს ის შემთხვევაა, როდესაც კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ, ან საჯაროდ, იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის - საქართველოს მიმართ.

სრულიად გამაოგნებელია, რომ ამ ყველაფერზე საუბარი გვიწევს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ღია აგრესიის, ომის და იმ უკიდურესად შემაშფოთებელი კადრების ფონზე, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში და ზოგადად, ომის დაწყების დღიდან ვხედავთ. ასევე გამაოგნებელია, რომ ღია კონფრონტაციაში შემოდიან ქვეყანასთან, რომლის 20% იმავე სახელმწიფოს, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე და მის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. ამავე დროს არსებობს უამრავი ქვეყანა, რომლის მიმართაც ერთი საყვედურიც კი არ დასცდენიათ იმის მიუხედავთ, რომ ეს ქვეყნები არათუ სანქციებს უერთდებიან, არამედ საქართველოსგან განსხვავებით, არც ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე არ გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.

უკვე აშკარად ჩანს და ლოგიკურია, რომ უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის, და პროვოკაციების ახალ ტალღას, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევის და ასევე, მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული. ამისთვის უკვე მზადდება ნიადაგი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეგობარი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც, როგორც ჩანს, ამ კამპანიის ნაწილია.

ამიტომაც, მივმართავთ ყველას, ვინც ამ კამპანიაში რაიმე ფორმით არის ჩართული, განსაკუთრებით "ომის პარტიას“ და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტეთ ჰიბრიდული ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ნუ ცდილობთ საქართველოს ომში ჩათრევას.

საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის წარმომადგენლები თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევენ. ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯები არის გარანტი, რომ ქვეყანა განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. აქვე, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო არასდროს შეწყვეტს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმაზე“, - განაცხადა მდინარაძემ.