პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, შეეძლებათ პირველკლასელები გახდნენ
ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, შეეძლებათ პირველკლასელები გახდნენ

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, "ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბა შე­დის, რომ­ლის მი­ხედ­ვით, 2022-2023 სას­წავ­ლო წელს პირ­ველ კლას­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბას შეძ­ლე­ბენ ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­საც 6 წელი 1-ელ ოქ­ტომ­ბრამ­დე შე­უს­რულ­დე­ბათ.

რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და მო­ქა­ლა­ქე­თა არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ითხო­ვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლის და­წყე­ბის ასა­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ნორ­მის გა­და­ხედ­ვას.

"6 წლამ­დე ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბის მო­თხოვ­ნა გა­მო­ნაკ­ლი­სის დაშ­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია სექ­ტემ­ბრის თვე­ში და­ბა­დე­ბულ ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორც სა­ჯა­რო, ასე­ვე კერ­ძო სკო­ლებ­ში ჩა­რი­ცხვის მიზ­ნით. სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სსიპ სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 15 სექ­ტემ­ბრი­დან 1-ელ ოქ­ტომ­ბრამ­დე და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, თი­თო­ე­უ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მი­ხედ­ვით, არ ქმნის და­უძ­ლე­ველ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნეს მშო­ბელ­თა მო­თხოვ­ნა, მათი შვი­ლე­ბის პირ­ველ კლას­ში ჩა­რი­ცხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი კა­ნონპ­რო­ექტს დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლავს, რად­გან 2022-2023 სას­წავ­ლო წლის­თვის პირ­ველკ­ლა­სელ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის I ეტა­პი გა­მო­ცხად­და 15 მარტს, რომ­ლის ფარ­გლებ­ში სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბი და­რე­გის­ტრირ­დნენ. მათ მი­ე­ცე­მათ და­მა­ტე­ბით რე­გის­ტრა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა და პირ­ველ კლას­ში ჩა­რი­ცხვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რე­გის­ტრა­ცი­ის მე­ო­რე ეტა­პი 2 მა­ისს და­ი­წყე­ბა და 13 მა­ი­სის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე სკო­ლა­ში და­რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თა:

და-ძმა სწავ­ლობს იმა­ვე სკო­ლა­ში;მშო­ბე­ლი/მე­ურ­ვე/მზრუნ­ვე­ლი იმ სა­ჯა­რო სკო­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლია;ოჯა­ხი­დან ერ­თდრო­უ­ლად ორი ან მეტი ბავ­შვი შე­დის პირ­ველ კლას­ში.III ეტა­პი – სა­ყო­ველ­თაო რე­გის­ტრა­ცია - 17 მა­ი­სი­დან და­ი­წყე­ბა და 8 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა. რე­გის­ტრა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე registration.emis.ge. რაც შე­ე­ხე­ბა IV ეტაპს, რე­გის­ტრა­ცია 28 ივ­ნი­სი­დან 12 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით სკო­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ვა­კან­ტურ ან დარ­ჩე­ნილ თა­ვი­სუ­ფალ ად­გი­ლებ­ზე იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის რე­გის­ტრა­ცია მოხ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ვერ და­რე­გის­ტრირ­დნენ I, II და III ეტა­პებ­ზე, ან სურთ რე­გის­ტრა­ცი­ის შეც­ვლა. მოქ­მე­დი კა­ნო­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სას­წავ­ლო წელი 15 სექ­ტემ­ბერს იწყე­ბა. თუ 15 სექ­ტემ­ბე­რი დას­ვე­ნე­ბის ან უქმე დღეს ემ­თხვე­ვა, სწავ­ლა მის მომ­დევ­ნო პირ­ველ სა­მუ­შაო დღეს და­ი­წყე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, შეეძლებათ პირველკლასელები გახდნენ

ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, შეეძლებათ პირველკლასელები გახდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, "ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.

როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას.

"6 წლამდე ბავშვების მშობლების მოთხოვნა გამონაკლისის დაშვების თაობაზე განსაკუთრებით მაღალია სექტემბრის თვეში დაბადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ჩარიცხვის მიზნით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე დაბადებული ბავშვების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით, თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით, არ ქმნის დაუძლეველ წინააღმდეგობას, გათვალისწინებული იქნეს მშობელთა მოთხოვნა, მათი შვილების პირველ კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან 2022-2023 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი გამოცხადდა 15 მარტს, რომლის ფარგლებში სსსმ მოსწავლეები დარეგისტრირდნენ. მათ მიეცემათ დამატებით რეგისტრაციის საშუალება და პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ. აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისს დაიწყება და 13 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები, რომელთა:

და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში;მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია;ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია - 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რაც შეეხება IV ეტაპს, რეგისტრაცია 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოქმედი კანონით, საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.