კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაპირისპირება ფინანსური საკითხის გამო - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ლაგუნა ვერესთან სისხლიანი გარჩევის შესახებ და ვინ არიან დაპირისპირებაში მონაწილე პირები
დაპირისპირება ფინანსური საკითხის გამო - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ლაგუნა ვერესთან სისხლიანი გარჩევის შესახებ და ვინ არიან დაპირისპირებაში მონაწილე პირები

გვი­ან ღა­მით ლა­გუ­ნა ვე­რეს­თან სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა მოხ­და, რა დრო­საც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლეს ორი და დაჭ­რეს ხუთი ადა­მი­ა­ნი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ეხე­ბა ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის მხა­რე­ებს შო­რის ფი­ნან­სურ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბულ გარ­ჩე­ვას. "ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ას ძმა, კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლია, რო­მე­ლიც დაჭ­რი­ლია და ახლა ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს.

  • ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ თურ­ქეთ­ში მყო­ფი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, და­ვით ყა­ლი­ჩა­ვას და "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის", ლე­ვან მარ­ღი­ას მხა­რე­ე­ბი.

გარ­ჩე­ვა და­გეგ­მა ზუგ­დი­დელ­მა "კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა" ხვი­ჩა ცხა­კა­ი­ამ, რო­მე­ლიც და­ვით ყა­ლი­ჩა­ვას და­ვა­ლე­ბით მოქ­მე­დებ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­ჩე­ვა უკ­ვა­შირ­დე­ბა და­ვით შენ­გე­ლი­ას ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­მელ­საც ბიზ­ნეს­ში წილს სთხოვ­და ლე­ვან მარ­ღია, შენ­გე­ლი­ამ და­სახ­მა­რებ­ლად თურ­ქეთ­ში მყოფ ყა­ლი­ჩა­ვას მი­მარ­თა, რო­მელ­მაც საქ­მის მოგ­ვა­რე­ბა ზუგ­დი­დელ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს, ხვი­ჩა ცხა­კა­ი­ას და­ა­ვა­ლა.

დაჭ­რი­ლებს შო­რი­საა ხვი­ჩა ცხა­კა­ი­აც, რო­მე­ლიც ახლა რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ახ­ლაც გრძელ­დე­ბა. პო­ლი­ცი­ას ამ დრომ­დე არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბია. შსს-ს ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე და 109-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბას და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
3

პოლიცია ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე. ამ პატარა ქვეყანას წესით ყველანაირად უნდა აკონტროლებდეს პოლიცია, მაგრამ ვერა რა. სურვილი არააქვთ.

სანდრო
2

ეგ რომელი შენგელიაა-„ტყის ძმები"?

ავტორი:

დაპირისპირება ფინანსური საკითხის გამო - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ლაგუნა ვერესთან სისხლიანი გარჩევის შესახებ და ვინ არიან დაპირისპირებაში მონაწილე პირები

დაპირისპირება ფინანსური საკითხის გამო - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ლაგუნა ვერესთან სისხლიანი გარჩევის შესახებ და ვინ არიან დაპირისპირებაში მონაწილე პირები

გვიან ღამით ლაგუნა ვერესთან სისხლიანი გარჩევა მოხდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს ორი და დაჭრეს ხუთი ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების მხარეებს შორის ფინანსურ საკითხთან დაკავშირებულ გარჩევას. "ტვ პირველის" ინფორმაციით, მასში მონაწილეობდა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას ძმა, კონსტანტინე ქობულია, რომელიც დაჭრილია და ახლა ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობს.

  • ტელეკომპანიის ცნობით, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თურქეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით ყალიჩავას და "კრიმინალური ავტორიტეტის", ლევან მარღიას მხარეები.

გარჩევა დაგეგმა ზუგდიდელმა "კრიმინალურმა ავტორიტეტმა" ხვიჩა ცხაკაიამ, რომელიც დავით ყალიჩავას დავალებით მოქმედებდა.

არსებული ინფორმაციით, გარჩევა უკვაშირდება დავით შენგელიას ბიზნესსაქმიანობას, რომელსაც ბიზნესში წილს სთხოვდა ლევან მარღია, შენგელიამ დასახმარებლად თურქეთში მყოფ ყალიჩავას მიმართა, რომელმაც საქმის მოგვარება ზუგდიდელ კრიმინალურ ავტორიტეტს, ხვიჩა ცხაკაიას დაავალა.

დაჭრილებს შორისაა ხვიჩა ცხაკაიაც, რომელიც ახლა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საგამოძიებო მოქმედებები ახლაც გრძელდება. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.