სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან რთული მოსასმენია ეს ჩემთვის, 2 წელია, ჯოჯოხეთში ვცხოვრობ" - ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი სიდედრის ჩვენებაზე
"ძალიან რთული მოსასმენია ეს ჩემთვის, 2 წელია, ჯოჯოხეთში ვცხოვრობ" - ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი სიდედრის ჩვენებაზე

ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მის­თვის რთუ­ლი მო­სას­მე­ნია ის ჩვე­ნე­ბა, რა­საც მისი ყო­ფი­ლი სი­დედ­რი სა­სა­მარ­თლო­ში აძ­ლევს.

ბა­სი­ლაშ­ვი­ლი პრო­ცესს დის­ტან­ცი­უ­რად ერ­თვე­ბა, მან მო­სა­მარ­თლე ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვას მი­მარ­თა.

"ძა­ლი­ან რთუ­ლი მო­სას­მე­ნია ეს ჩემ­თვის, 2 წე­ლია, ჯო­ჯო­ხეთ­ში ვცხოვ­რობ",- გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ლაშ­ვილ­მა, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მას მო­სა­მარ­თლემ უთხრა - "ვის­მენთ და ბო­ლოს ვა­ფა­სებთ, უნდა მო­ის­მი­ნოთ".

"ძა­ლი­ან რთუ­ლია ამის მოს­მე­ნა, ჩემი უფ­ლე­ბე­ბი არ გა­მაჩ­ნია, რო­გორც ადა­მი­ანს? რა­საც ვუს­მენ, ვერ გა­ვუძ­ლებ",- გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ლაშ­ვილ­მა. მო­სა­მარ­თლემ მას კი­დევ ერთხელ გა­ნუ­მარ­ტა, რომ ჩვე­ნე­ბის­თვის უნდა მო­ეს­მი­ნა.

"თქვე­ნი უფ­ლე­ბა რაა? გა­ვა­ჩე­რო მოწ­მე და აღარ მი­ვა­ცე­მი­ნო ჩვე­ნე­ბა? რას ეძა­ხით უფ­ლე­ბას? უნდა მო­უს­მი­ნოთ ბა­ტო­ნო ნი­კო­ლოზ და თუ რა­მე­ში არ ეთან­ხმე­ბით, კი­თხვა და­უს­ვით",- გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვამ.

ამ წუ­თებ­ში, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე მისი ყო­ფი­ლი სი­დედ­რი, მაკა სი­მო­ნიშ­ვი­ლი აძ­ლევს ჩვე­ნე­ბას. ის ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე სა­უბ­რობს.

ნა­ხეთ ასე­ვე: "ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ნელი სახ­ლი­დან ხა­ლა­თი­თა და ჩუს­ტე­ბით გა­აგ­დო“ - ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი სი­დედ­რის სკან­და­ლუ­რი ჩვე­ნე­ბის დე­ტა­ლე­ბი: რა ფაქ­ტებს იხ­სე­ნებს მაკა სი­მო­ნიშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკო
0

დედამის სანთელი ეჭირს საძინებელში და ჩაუქრო ალბათ, რომ არაფერი დაენახა. ვაიშენს პატრონ თმებით ხართ სათრევი დედა შვილი.

Simartle
3

არც მიკვირს დოროყაშვილის საქციელი. საქართველოს მოსახლეობის 60 % გაიყიდა ერთი ჭია კაცის ფულის მოლოდინში. რამდენი ქართველი იღებს ფულს მხოლოდ იმაში რომ სხვადასხვა ინტერნეტრესურსებში წეროს ის რაც ღარიბაშვილმა უბრძანა( სხვათაშორის გაცილებით ნაკლებ თანხაზეა საუბარი ვიდრე ნელიკო ითხოვს)

ეს ჩვენი, ქართული,ნატურაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ძალიან რთული მოსასმენია ეს ჩემთვის, 2 წელია, ჯოჯოხეთში ვცხოვრობ" - ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი სიდედრის ჩვენებაზე

"ძალიან რთული მოსასმენია ეს ჩემთვის, 2 წელია, ჯოჯოხეთში ვცხოვრობ" - ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი სიდედრის ჩვენებაზე

ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ განხორცილებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის განცხადებით, მისთვის რთული მოსასმენია ის ჩვენება, რასაც მისი ყოფილი სიდედრი სასამართლოში აძლევს.

ბასილაშვილი პროცესს დისტანციურად ერთვება, მან მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას მიმართა.

"ძალიან რთული მოსასმენია ეს ჩემთვის, 2 წელია, ჯოჯოხეთში ვცხოვრობ",- განაცხადა ბასილაშვილმა, რასთან დაკავშირებითაც მას მოსამართლემ უთხრა - "ვისმენთ და ბოლოს ვაფასებთ, უნდა მოისმინოთ".

"ძალიან რთულია ამის მოსმენა, ჩემი უფლებები არ გამაჩნია, როგორც ადამიანს? რასაც ვუსმენ, ვერ გავუძლებ",- განაცხადა ბასილაშვილმა. მოსამართლემ მას კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ჩვენებისთვის უნდა მოესმინა.

"თქვენი უფლება რაა? გავაჩერო მოწმე და აღარ მივაცემინო ჩვენება? რას ეძახით უფლებას? უნდა მოუსმინოთ ბატონო ნიკოლოზ და თუ რამეში არ ეთანხმებით, კითხვა დაუსვით",- განაცხადა ხათუნა ხარჩილავამ.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მისი ყოფილი სიდედრი, მაკა სიმონიშვილი აძლევს ჩვენებას. ის ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მისამართით განხორციელებულ ძალადობასა და შეურაცხყოფაზე საუბრობს.

ნახეთ ასევე: "ბასილაშვილმა ნელი სახლიდან ხალათითა და ჩუსტებით გააგდო“ - ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი სიდედრის სკანდალური ჩვენების დეტალები: რა ფაქტებს იხსენებს მაკა სიმონიშვილი