სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბასილაშვილმა ნელი სახლიდან ხალათითა და ჩუსტებით გააგდო“ - ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი სიდედრის სკანდალური ჩვენების დეტალები: რა ფაქტებს იხსენებს მაკა სიმონიშვილი
"ბასილაშვილმა ნელი სახლიდან ხალათითა და ჩუსტებით გააგდო“ - ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი სიდედრის სკანდალური ჩვენების დეტალები: რა ფაქტებს იხსენებს მაკა სიმონიშვილი

ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი სი­დედ­რის, მაკა სი­მო­ნიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბით, ერთ-ერთი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი სახ­ლი­დან "ხა­ლა­თი­თა და ჩუს­ტე­ბით გა­აგ­დო“.

რო­გორც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვი­სას სი­მო­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ყო­ფი­ლი სიძე მის შვილს შე­უ­რა­ცხყო­ფას ხში­რად აყე­ნებ­და, და­მამ­ცი­რებ­ლად ექ­ცე­ო­და, ამას­თან, ბა­სი­ლაშ­ვილს დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ უხე­ში, არა­კო­რექ­ტუ­ლი მი­მარ­თვე­ბი ჰქონ­და.

მაკა სი­მო­ნიშ­ვილ­მა ის ინ­ცი­დენ­ტე­ბი გა­იხ­სე­ნა, რო­მელ­საც თა­ვად შეს­წრე­ბია. მოწ­მის თქმით, თუ მისი ყო­ფი­ლი სიძე ცუდ ხა­სი­ათ­ზე იყო, ცოლს სა­ბან­კო ბა­რა­თებს უბ­ლო­კავ­და, ხა­სი­ა­თის გა­მოს­წო­რე­ბის შემ­დეგ კი, ბლოკს ხსნი­და.

"ნი­კო­ლო­ზი, რო­გორც შვი­ლი, ისე მი­ვი­ღეთ. ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი მუდ­მი­ვად დაყ­ვე­ბო­და, სრუ­ლად მას­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი, ჩვენც მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ლუ­კა­სის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი ნი­კო­ლო­ზის ტურ­ნი­რებ­ზე ისე­თი სიხ­ში­რით ვერ და­დი­ო­და.

გა­ვიხ­სე­ნებ რამ­დე­ნი­მე ინ­ცი­დენტს, რო­მელ­საც შე­ვეს­წა­რი. მა­შინ ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი და ნი­კო­ლო­ზი აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე ცხოვ­რობ­დნენ. ჩვენ­თან, ფა­ლი­აშ­ვილ­ზე მო­ვი­და ნი­კო­ლო­ზი, ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი, ჩემ ქა­ლიშ­ვილ­ზე ამ­ბობ­და, რომ უზ­რდე­ლი იყო და ეს­წავ­ლა, ვის რო­გორ ესა­უბ­როს. ვი­კი­თხე, რა ხდე­ბო­და, შე­მე­შინ­და. გა­ნაგ­რძო ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით ლან­ძღვა, და­ვა­პი­რე ნე­ლის­თან და­რეკ­ვა, მკი­თხა, სად ვრე­კავ­დი, ამა­ზე უა­რე­სი აგ­რე­სია და­ე­მარ­თა, და­ი­წყო ყვი­რი­ლი, მე ნე­ლით არ შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი, ნე­ლიმ­დეც მყავ­და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, უფრო მე­ტიც, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­სო...

ნი­კო­ლოზს ჰქონ­და სა­ვარ­ჯი­შო ტური, სტამ­ბოლ­ში უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ, ბავ­შვიც მიჰ­ყავ­და, მთხო­ვეს, იქ­ნებ წავ­ყო­ლო­დი, რა თქმა უნდა, დავ­თან­ხმდი და გა­ვემ­გზავ­რე მათ­თან ერ­თად. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ნი­კო­ლო­ზის მშობ­ლე­ბიც ჩა­მო­ვიდ­ნენ, მაგ­რამ ისი­ნი ცალ­კე სას­ტუმ­რო­ში იყ­ვნენ. ნელი მოლ­ში სა­ყიდ­ლებ­ზე იყო, პი­ჯა­კი მო­ი­ზო­მა და ნი­კო­ლოზს ჰკი­თხა, უხ­დე­ბო­და თუ არა, რა დრო­საც, ნი­კო­ლოზ­მა იმ­ხე­ლა ხმა­ზე და­იღ­რი­ა­ლა, გა­მო­ეთ­რი­ეო, ყვე­ლა ჩვენ გვი­ყუ­რებ­და“, - გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნიშ­ვილ­მა.

მან კი­დევ რამ­დე­ნი­მე ინ­ცი­დენ­ტი გა­იხ­სე­ნა.

"ნე­ლიმ ნი­კო­ლოზს უთხრა, შენ რომ ტურ­ნირ­ზე წახ­ვალ, კურ­სებს გა­ვივ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლად განვვი­თარ­დე­ბიო. ამას ნი­კო­ლო­ზის მხრი­დან დამ­ცი­ნა­ვი ღი­მი­ლი მოჰ­ყვა - მო­მინ­დო­მა ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნო­ბა, ბავ­შვს მი­ხე­დეო და ა.შ. ეს რაც შე­ე­ხე­ბა სტამ­ბოლ­ში ყოფ­ნას და იქ გა­დამ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტებს...

  • ერთხელ ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა და­მი­რე­კა, მო­ვე­დი და ტაქ­სის ფული ჩა­მო­მი­ტა­ნეო. გა­მიკ­ვირ­და, თა­ვი­სი მან­ქა­ნით რა­ტომ არ იყო, პი­ჟა­მით და ჩუს­ტე­ბით გად­მო­ვი­და მან­ქა­ნი­დან. რა ფორ­მა­ში ხარ-მეთ­ქი, ნი­კო­ლოზ­მა გა­მო­მაგ­დო სახ­ლი­და­ნო. იქ სახ­ლში ნი­კო­ლო­ზი და ნელი იყ­ვნენ, მო­ვი­და მისი მა­მაო, მი­ვე­სალ­მე და პა­სუ­ხიც არ გამ­ცაო, არც დამმშვი­დე­ბი­აო და გა­მიკ­ვირ­დაო. ნი­კო­ლო­ზის­თვის უკი­თხავს, რა­ტომ მო­იქ­ცა ასეო, რა­საც ნი­კო­ლო­ზის მხრი­დან მოჰ­ყო­ლია ასე­თი რე­აქ­ცია, მა­მა­ჩემს და დე­და­ჩემს როცა უნ­დათ, მა­შინ და­გე­ლა­პა­რა­კე­ბი­ა­ნო, ნე­ლის­თვის მკლავ­ში ხელი მო­უ­კი­დია და გა­რეთ გა­უგ­დია, იქი­დან მო­ვი­და ჩემ­თან“, - გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნიშ­ვილ­მა.

სი­მო­ნიშ­ვი­ლის თქმით, ერთ-ერთი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, მან ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ჰკი­თხა, თუ რა­ტომ აყე­ნებ­და ცოლს შე­უ­რა­ცხყო­ფას, რის შემ­დე­გაც ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­ძი­ნე­ბელ­ში შე­ვი­და და "ორი­ვე მათ­განს შე­ა­გი­ნა“. სი­მო­ნიშ­ვი­ლის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ის შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად და დამ­ცი­რე­ბუ­ლად გრძნობ­და თავს.

"რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბა იყო დე­და­სა და ნე­ლის შო­რის. ნი­კო­ლოზს ვუ­თხა­რი, გა­და­ა­მოწ­მე, რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბას აქვს ად­გი­ლი-მეთ­ქი. და­მი­რე­კა, დე­და­ჩემ­თან გა­და­ვა­მოწ­მე, შენი შვი­ლი უზ­რდე­ლია, შენ ხარ დე­მა­გო­გი, არა­ა­და­მი­ა­ნი, ფუო და შე­მა­ფურ­თხა ტე­ლე­ფონ­ში. მო­ვუ­წო­დე, ეს სი­ტყვე­ბი არ ეკად­რე­ბი­ნა ჩემ­თვის, რის შემ­დე­გაც ყურ­მი­ლი და­მი­კი­და“, - გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, შვი­ლი ინ­ცი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ შეც­ვლი­ლი იყო და ბედ­ნი­ერს ვერ ხე­დავ­და.

"ნამ­ტი­რა­ლე­ვიც მი­ნა­ხავს, თუმ­ცა, მა­ლავ­და, რაც მათ შო­რის ხდე­ბო­და, არ მე­უბ­ნე­ბო­და. რა ინ­ცი­დენ­ტე­ბიც მოხ­და, ჩემ მე­უღ­ლეს­თან არ გა­მიჟ­ღე­რე­ბია, არ მინ­დო­და ზედ­მე­ტად და­ძა­ბუ­ლი­ყო სი­ტუ­ა­ცია, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­მის­თვის შვი­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფა რო­გო­რია... რომ გაბ­რაზ­დე­ბო­და, სა­ბან­კო ბა­რა­თებს უბ­ლო­კავ­და. აფ­თი­აქ­ში, ბავ­შვის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი იყი­და და ვერ გა­და­ი­ხა­და, რად­გან ბა­რა­თი დაბ­ლო­კი­ლი იყო, ეს ხში­რად ხდე­ბო­და. თუ ნი­კო­ლო­ზი ხა­სი­ათ­ზე არ იყო, ან რა­ღაც ეწყი­ნე­ბო­და, ბა­რათს და­უბ­ლო­კავ­და, ხა­სი­ათ­ზე რომ მო­ვი­დო­და, ბლოკს მო­უხ­სნი­და“, - გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ერთხელ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი დო­რო­ყაშ­ვი­ლე­ბის სახ­ლში მი­ვი­და და უთხრა, რომ მათ შვილს უნდა და­შო­რე­ბო­და და სურ­და, ეს სა­სა­მარ­თლოს ჩა­რე­ვის გა­რე­შე მომ­ხდა­რი­ყო.

"ნი­კო­ლო­ზი ჩვენ­თან მო­ვი­და და გვი­თხრა, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბა მოხ­დეს სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შეო, ნელი არ იყო. ვკი­თხეთ, იცო­და თუ არა ეს ნე­ლიმ, რა­ზეც გვი­პა­სუ­ხა, რომ ნე­ლიმ არ იცო­და", - გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 72 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
7

რატომ მგონია რომ ეს ბიჭი მსხვერპლია?! 

მარინე
5

სად იზრდებიან მსგავსი ადამიანები, საშინელებაა, არამხოლოდ გოგოა მსხვერპლი , ბიჭიც ალბატ მშობლების ასეთ ურთიერთიბას უყურებდა, და ეს ჰგინია ნორმალური, მეორე ცოლიც მეცოდება 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ბასილაშვილმა ნელი სახლიდან ხალათითა და ჩუსტებით გააგდო“ - ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი სიდედრის სკანდალური ჩვენების დეტალები: რა ფაქტებს იხსენებს მაკა სიმონიშვილი

"ბასილაშვილმა ნელი სახლიდან ხალათითა და ჩუსტებით გააგდო“ - ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი სიდედრის სკანდალური ჩვენების დეტალები: რა ფაქტებს იხსენებს მაკა სიმონიშვილი

ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი სიდედრის, მაკა სიმონიშვილის ჩვენებით, ერთ-ერთი ინციდენტის შემდეგ, ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილი სახლიდან "ხალათითა და ჩუსტებით გააგდო“.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას სიმონიშვილმა აღნიშნა, ყოფილი სიძე მის შვილს შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა, დამამცირებლად ექცეოდა, ამასთან, ბასილაშვილს დოროყაშვილის მიმართ უხეში, არაკორექტული მიმართვები ჰქონდა.

მაკა სიმონიშვილმა ის ინციდენტები გაიხსენა, რომელსაც თავად შესწრებია. მოწმის თქმით, თუ მისი ყოფილი სიძე ცუდ ხასიათზე იყო, ცოლს საბანკო ბარათებს უბლოკავდა, ხასიათის გამოსწორების შემდეგ კი, ბლოკს ხსნიდა.

"ნიკოლოზი, როგორც შვილი, ისე მივიღეთ. ჩემი ქალიშვილი მუდმივად დაყვებოდა, სრულად მასზე იყო გადართული, ჩვენც მისი გულშემატკივრები ვიყავით. ლუკასის დაბადების შემდეგ, ჩემი ქალიშვილი ნიკოლოზის ტურნირებზე ისეთი სიხშირით ვერ დადიოდა.

გავიხსენებ რამდენიმე ინციდენტს, რომელსაც შევესწარი. მაშინ ჩემი ქალიშვილი და ნიკოლოზი აღმაშენებელზე ცხოვრობდნენ. ჩვენთან, ფალიაშვილზე მოვიდა ნიკოლოზი, ძალიან გაბრაზებული, აგრესიული, ჩემ ქალიშვილზე ამბობდა, რომ უზრდელი იყო და ესწავლა, ვის როგორ ესაუბროს. ვიკითხე, რა ხდებოდა, შემეშინდა. განაგრძო ჩემი ქალიშვილის მისამართით ლანძღვა, დავაპირე ნელისთან დარეკვა, მკითხა, სად ვრეკავდი, ამაზე უარესი აგრესია დაემართა, დაიწყო ყვირილი, მე ნელით არ შემოვიფარგლები, ნელიმდეც მყავდა თაყვანისმცემლები, უფრო მეტიც, შეყვარებული მყავსო...

ნიკოლოზს ჰქონდა სავარჯიშო ტური, სტამბოლში უნდა წასულიყვნენ, ბავშვიც მიჰყავდა, მთხოვეს, იქნებ წავყოლოდი, რა თქმა უნდა, დავთანხმდი და გავემგზავრე მათთან ერთად. რამდენიმე დღეში ნიკოლოზის მშობლებიც ჩამოვიდნენ, მაგრამ ისინი ცალკე სასტუმროში იყვნენ. ნელი მოლში საყიდლებზე იყო, პიჯაკი მოიზომა და ნიკოლოზს ჰკითხა, უხდებოდა თუ არა, რა დროსაც, ნიკოლოზმა იმხელა ხმაზე დაიღრიალა, გამოეთრიეო, ყველა ჩვენ გვიყურებდა“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

მან კიდევ რამდენიმე ინციდენტი გაიხსენა.

"ნელიმ ნიკოლოზს უთხრა, შენ რომ ტურნირზე წახვალ, კურსებს გავივლი და პროფესიულად განვვითარდებიო. ამას ნიკოლოზის მხრიდან დამცინავი ღიმილი მოჰყვა - მომინდომა ბიზნესვუმენობა, ბავშვს მიხედეო და ა.შ. ეს რაც შეეხება სტამბოლში ყოფნას და იქ გადამხდარ ინციდენტებს...

  • ერთხელ ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა, მოვედი და ტაქსის ფული ჩამომიტანეო. გამიკვირდა, თავისი მანქანით რატომ არ იყო, პიჟამით და ჩუსტებით გადმოვიდა მანქანიდან. რა ფორმაში ხარ-მეთქი, ნიკოლოზმა გამომაგდო სახლიდანო. იქ სახლში ნიკოლოზი და ნელი იყვნენ, მოვიდა მისი მამაო, მივესალმე და პასუხიც არ გამცაო, არც დამმშვიდებიაო და გამიკვირდაო. ნიკოლოზისთვის უკითხავს, რატომ მოიქცა ასეო, რასაც ნიკოლოზის მხრიდან მოჰყოლია ასეთი რეაქცია, მამაჩემს და დედაჩემს როცა უნდათ, მაშინ დაგელაპარაკებიანო, ნელისთვის მკლავში ხელი მოუკიდია და გარეთ გაუგდია, იქიდან მოვიდა ჩემთან“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

სიმონიშვილის თქმით, ერთ-ერთი ინციდენტის შემდეგ, მან ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰკითხა, თუ რატომ აყენებდა ცოლს შეურაცხყოფას, რის შემდეგაც ბასილაშვილი საძინებელში შევიდა და "ორივე მათგანს შეაგინა“. სიმონიშვილის თქმით, აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ის შეურაცხყოფილად და დამცირებულად გრძნობდა თავს.

"რაღაც გაუგებრობა იყო დედასა და ნელის შორის. ნიკოლოზს ვუთხარი, გადაამოწმე, რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი-მეთქი. დამირეკა, დედაჩემთან გადავამოწმე, შენი შვილი უზრდელია, შენ ხარ დემაგოგი, არაადამიანი, ფუო და შემაფურთხა ტელეფონში. მოვუწოდე, ეს სიტყვები არ ეკადრებინა ჩემთვის, რის შემდეგაც ყურმილი დამიკიდა“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

მისი თქმით, შვილი ინციდენტების შემდეგ შეცვლილი იყო და ბედნიერს ვერ ხედავდა.

"ნამტირალევიც მინახავს, თუმცა, მალავდა, რაც მათ შორის ხდებოდა, არ მეუბნებოდა. რა ინციდენტებიც მოხდა, ჩემ მეუღლესთან არ გამიჟღერებია, არ მინდოდა ზედმეტად დაძაბულიყო სიტუაცია, მოგეხსენებათ, მამისთვის შვილის შეურაცხყოფა როგორია... რომ გაბრაზდებოდა, საბანკო ბარათებს უბლოკავდა. აფთიაქში, ბავშვისთვის საჭირო ნივთები იყიდა და ვერ გადაიხადა, რადგან ბარათი დაბლოკილი იყო, ეს ხშირად ხდებოდა. თუ ნიკოლოზი ხასიათზე არ იყო, ან რაღაც ეწყინებოდა, ბარათს დაუბლოკავდა, ხასიათზე რომ მოვიდოდა, ბლოკს მოუხსნიდა“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

მისი თქმით, ერთხელ ბასილაშვილი დოროყაშვილების სახლში მივიდა და უთხრა, რომ მათ შვილს უნდა დაშორებოდა და სურდა, ეს სასამართლოს ჩარევის გარეშე მომხდარიყო.

"ნიკოლოზი ჩვენთან მოვიდა და გვითხრა, რომ განქორწინება მოხდეს სასამართლოს გარეშეო, ნელი არ იყო. ვკითხეთ, იცოდა თუ არა ეს ნელიმ, რაზეც გვიპასუხა, რომ ნელიმ არ იცოდა", - განაცხადა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.