სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს, მათგან 5 ნარკორეალიზატორია
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს, მათგან 5 ნარკორეალიზატორია

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლის­ში, აჭა­რა­სა და იმე­რეთ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის 8 პირი და­ა­კა­ვეს, მათ­გან 5 პირი ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რია.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

„1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს. ნ., 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ. კ., 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი ზ.ბ., 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი დ.ტ. და 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი გ.კ. ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-გა­სა­ღე­ბის­თვის არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი.

1988 წელს და­ბა­დე­ბულ მ.გ.-ს, 1979 წელს და­ბა­დე­ბულ ტ.კ.-ს და უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს, 1960 წელს და­ბა­დე­ბულ ი.ჩ.-ს დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში ედე­ბათ ბრა­ლი.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 5-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს სის­ტე­მა­ტუ­რად ყიდ­დნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის - „ჰე­რო­ი­ნის“, „სუ­ბოქ­სი­ნის“, “მე­ტა­დო­ნის” და „მა­რი­ხუ­ა­ნის“ სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­წე­რა.

ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ზ.ბ.-ის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს: 24 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „სუ­ბოქ­სი­ნი“ და სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა. ასე­ვე, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მა­ლა­ვი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „სუ­ბოქ­სი­ნი“, რო­მე­ლიც სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ იყო გამ­ზა­დე­ბუ­ლი.

აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გ.კ.-ის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს 9 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი „ჰე­რო­ი­ნის“ შემ­ცვე­ლი ნარ­კო­ტი­კი.

ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის სა­ბა­ჟო გამ­შვებ პუნ­ქტში და­ა­კა­ვეს ტ.კ., რო­მელ­საც 250 აბი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ექ­სტა­ზი" უკა­ნო­ნოდ, სხე­უ­ლით შე­მოჰ­ქონ­და.

იმე­რე­თის პო­ლი­ცი­ამ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ი.ჩ. სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბაშ­ში და­ა­კა­ვა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, მისი პი­რა­დი, ავ­ტო­მო­ბი­ლის და დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რებ­ლის ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰე­რო­ი­ნი“.

ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი მ. გ.-ის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას ამო­ი­ღეს: 60 გრა­მამ­დე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ექ­სტა­ზი“, 1 კილო და 500 გრა­მი გა­მომშრა­ლი "მა­რი­ხუ­ა­ნა" და 160 გრა­მამ­დე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ტეტ­რა­ჰიდ­რო­კა­ნა­ბი­ნო­ლის “ შემ­ცვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან პო­ლი­ცი­ამ ასე­ვე, სხვა­დას­ხვა სა­ხის გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­გან აღე­ბუ­ლი ფული, ასე­ვე, მა­რი­ხუ­ა­ნას კულ­ტი­ვა­ცი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი შე­სა­ბა­მი­სი მო­წყო­ბი­ლო­ბა ამო­ი­ღო,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-3, მე-4 და მე-6 ნა­წი­ლე­ბით, 262-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით, ასე­ვე, 273-ე პრი­მა მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს, მათგან 5 ნარკორეალიზატორია

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს, მათგან 5 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აჭარასა და იმერეთში ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს, მათგან 5 პირი ნარკორეალიზატორია.

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„1988 წელს დაბადებული ს. ნ., 1974 წელს დაბადებული კ. კ., 1973 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.ბ., 1970 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი დ.ტ. და 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.კ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის არიან დაკავებული.

1988 წელს დაბადებულ მ.გ.-ს, 1979 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1960 წელს დაბადებულ ი.ჩ.-ს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი.

დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“, „სუბოქსინის“, “მეტადონის” და „მარიხუანის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ზ.ბ.-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ასევე, სამართალდამცველების მიერ სპეციალური სამალავიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“, რომელიც სარეალიზაციოდ იყო გამზადებული.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, გ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 9 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს ტ.კ., რომელსაც 250 აბი ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზი" უკანონოდ, სხეულით შემოჰქონდა.

იმერეთის პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ჩ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში დააკავა. სამართალდამცველებმა, მისი პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებული მ. გ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს: 60 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“, 1 კილო და 500 გრამი გამომშრალი "მარიხუანა" და 160 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის “ შემცველი ნივთიერება.

ბრალდებულებისგან პოლიციამ ასევე, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და სავარაუდოდ რეალიზაციისგან აღებული ფული, ასევე, მარიხუანას კულტივაციისთვის განკუთვნილი შესაბამისი მოწყობილობა ამოიღო,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ასევე, 273-ე პრიმა მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.