საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მედია წერს, რომ ნინო ნინიძეს ახალი მეგობარი მამაკაცი ჰყავს - რა ფოტოს აქვეყნებს მსახიობი?
მედია წერს, რომ ნინო ნინიძეს ახალი მეგობარი მამაკაცი ჰყავს - რა ფოტოს აქვეყნებს მსახიობი?

რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, "ნინო ნი­ნი­ძემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­ლი მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი წა­რუდ­გი­ნა“. რო­გორც ირ­კვე­ვა, რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ მომ­ღე­რალ­სა და მსა­ხი­ობს ახა­ლი რჩე­უ­ლი ჰყავს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ambebi.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ვრცე­ლი სტა­ტია, რო­მელ­შიც ნინო ნი­ნი­ძი­სა და ცნო­ბილ რუს მსა­ხი­ობ მაქ­სიმ ვი­ტორ­გა­ნის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავ­ზე გიყ­ვე­ბო­დით. სტა­ტი­ა­ში ეწე­რა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ 49 წლის ვი­ტორ­გან­მა რუ­სე­თი და­ტო­ვა, რის გა­მოც, ნი­ნი­ძე დეპ­რე­სი­ა­ში იყო.

მე­დი­ა­ში ვა­რა­უდს გა­მოთ­ქვამ­დნენ, რომ ვი­ტორ­გა­ნი რუ­სე­თი­დან წა­სულ ყო­ფილ ცოლს ქსე­ნია სობ­ჩაკს და მათ სა­ერ­თო შვილს - პლა­ტონს გა­ე­კი­და. ქსე­ნი­ამ რუ­სე­თი და ახ­ლან­დე­ლი მე­უღ­ლე კონ­სტან­ტი­ნე ბო­გო­მო­ლო­ვი მოს­კოვ­ში და­ტო­ვა და შვილ­თან ერ­თად, ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქეთ­შია.

რო­გორც იმ­ჟა­მად რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, მაქს ვი­ტორ­გან­მა ორი წლის წინ მე­სა­მე ცოლი ქსე­ნია სობ­ჩა­კი, ქარ­თვე­ლი ნინო ნი­ნი­ძის გამო მი­ა­ტო­ვა.

წყვი­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებ­და, თუმ­ცა და­ო­ჯა­ხე­ბას არ ჩქა­რობ­დნენ. ნინო ნი­ნი­ძე ერთხელ უკვე იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნელ მსა­ხი­ობ კი­რილ პლეტ­ნევ­ზე, რო­მელ­თა­ნაც ერთი შვი­ლი - საშა ჰყავს. ვი­ტორ­გა­ნი­სა და ნი­ნი­ძის ქორ­წი­ლი არ შემ­დგა­რა. რუ­სუ­ლი მე­დია ამ­ტკი­ცებს, რომ ისი­ნი ერ­თად აღარ არი­ან. უფრო მე­ტიც, ნი­ნი­ძემ უკვე ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვა.

მსა­ხი­ობ­მა სა­კუ­თარ "ინ­სტაგ­რამ­ზე" უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა, რომ მის გულ­ში ად­გი­ლია ცის­ფერ­თვა­ლე­ბა გი­ტა­რის­ტის­თვის.

სა­სიყ­ვა­რუ­ლო "სამ­კუ­თხე­დის“ წევ­რე­ბი ამ დრომ­დე კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ. მაქს ვი­ტორ­გან­მა "ინ­სტაგ­რა­მის" და­ხუ­რუ­ლი პრო­ფი­ლი გახ­სნა, სა­დაც ბოლო ფოტო, შავი კვად­რა­ტი ერთი თვის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა: "სირ­ცხვი­ლია...“

მე­დი­ა­ში ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ცის­ფერ­თავ­ლე­ბა მა­მა­კა­ცი ნინო ნი­ნი­ძის ძვე­ლი მე­გო­ბა­რია და მსა­ხი­ობს მის მი­მართ ნაზი გრძნო­ბე­ბი აქვს.

მაქს ვი­ტორ­განს სამი შვი­ლი ჰყავს, ის სამ­ჯერ იყო ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში და რუ­სეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი და სა­სურ­ვე­ლი მა­მა­კა­ცია.

მაქ­სიმ ვი­ტორ­გა­ნი

რაც შე­ე­ხე­ბა ნინო ნი­ნი­ძეს, ის 1991 წლის 13 ივ­ლისს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და, მსა­ხი­ობ ია ნი­ნი­ძის მხატ­ვარ მი­ხე­ილ ბუ­ჩენ­კოვ­თან მე­სა­მედ ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ. ნი­ნოს და­ბა­დე­ბი­დან ცოტა ხან­ში თბი­ლის­ში და­ი­წყო სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, რისი შე­დე­გე­ბიც საკ­მა­ოდ მძი­მე იყო. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ნი­ნი­ძე იხ­სე­ნებ­და, რომ მა­შინ 4-5 წლის იყო და ახ­ლაც ახ­სოვს ფან­ჯრი­დან რო­გორც უყუ­რებ­და მე­ზობ­ლებს, რომ­ლე­ბიც ხე­ებს ჭრიდ­ნენ, იმის­თვის, რომ სახ­ლი გა­ეთ­ბოთ, ყვე­ლა­ზე მძი­მედ კი და­ა­მახ­სოვ­რდა თა­ვი­სი უფ­რო­სი ნა­ხე­ვარძმის, 10 წლის გი­ორ­გის ნათ­ქვა­მი:"და­ვი­ძი­ნოთ და შიმ­ში­ლი გა­ივ­ლის".

მალე ნი­ნოს მამა სა­ქარ­თვე­ლო­დან აშშ-ში გა­იქ­ცა, 1997 წელს დე­და­მის­მა ია ნი­ნი­ძემ გა­და­წყვი­ტა შვი­ლებ­თან ერ­თად მოს­კოვ­ში გა­და­სუ­ლი­ყო სა­ცხოვ­რებ­ლად.

რო­გორც ნინო იხ­სე­ნებს, დე­დამ რო­დე­საც მოს­კოვ­ში პირ­ვე­ლად ცხე­ლი წყა­ლი მო­უშ­ვა, მი­ვარ­და და მა­შინ­ვე გა­და­კე­ტა: "დედა, გა­უფრ­თხილ­დი ცხელ წყალს მალე გა­თავ­დე­ბა", იქვე ნახა ნი­ნომ პირ­ვე­ლად ბი­ნა­ში ცხე­ლი ბა­ტა­რეა...

ია და ნინო ნი­ნი­ძე­ებს ამ დრომ­დე რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომზე გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერნა
1

ვაა, რა აქტუალური თემა შემოგვიგდეთ. 😀 საქართველოში რამდენმა იცის, ვინაა ნინო ნინიძე და რამდენს ადარდებს მისი მეგობარი მამაკაცები.

დაცემული ელფი
5

ნეტა ვინმეს აინტერესებს?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

მედია წერს, რომ ნინო ნინიძეს ახალი მეგობარი მამაკაცი ჰყავს - რა ფოტოს აქვეყნებს მსახიობი?

მედია წერს, რომ ნინო ნინიძეს ახალი მეგობარი მამაკაცი ჰყავს - რა ფოტოს აქვეყნებს მსახიობი?

როგორც რუსული მედია წერს, "ნინო ნინიძემ საზოგადოებას ახალი მეგობარი მამაკაცი წარუდგინა“. როგორც ირკვევა, რუსეთში მცხოვრებ ქართველ მომღერალსა და მსახიობს ახალი რჩეული ჰყავს. რამდენიმე დღის წინ ambebi.ge-ზე გამოქვეყნდა ვრცელი სტატია, რომელშიც ნინო ნინიძისა და ცნობილ რუს მსახიობ მაქსიმ ვიტორგანის სიყვარულის ამბავზე გიყვებოდით. სტატიაში ეწერა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 49 წლის ვიტორგანმა რუსეთი დატოვა, რის გამოც, ნინიძე დეპრესიაში იყო.

მედიაში ვარაუდს გამოთქვამდნენ, რომ ვიტორგანი რუსეთიდან წასულ ყოფილ ცოლს ქსენია სობჩაკს და მათ საერთო შვილს - პლატონს გაეკიდა. ქსენიამ რუსეთი და ახლანდელი მეუღლე კონსტანტინე ბოგომოლოვი მოსკოვში დატოვა და შვილთან ერთად, ბოლო ინფორმაციით, თურქეთშია.

როგორც იმჟამად რუსული მედია წერდა, მაქს ვიტორგანმა ორი წლის წინ მესამე ცოლი ქსენია სობჩაკი, ქართველი ნინო ნინიძის გამო მიატოვა.

წყვილი ორი წლის განმავლობაში ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდა, თუმცა დაოჯახებას არ ჩქარობდნენ. ნინო ნინიძე ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული უკრაინელ მსახიობ კირილ პლეტნევზე, რომელთანაც ერთი შვილი - საშა ჰყავს. ვიტორგანისა და ნინიძის ქორწილი არ შემდგარა. რუსული მედია ამტკიცებს, რომ ისინი ერთად აღარ არიან. უფრო მეტიც, ნინიძემ უკვე ახალი სიყვარული იპოვა.

მსახიობმა საკუთარ "ინსტაგრამზე" უცნობი მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მის გულში ადგილია ცისფერთვალება გიტარისტისთვის.

სასიყვარულო "სამკუთხედის“ წევრები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. მაქს ვიტორგანმა "ინსტაგრამის" დახურული პროფილი გახსნა, სადაც ბოლო ფოტო, შავი კვადრატი ერთი თვის წინ გამოაქვეყნა და დაწერა: "სირცხვილია...“

მედიაში ვარაუდობენ, რომ ცისფერთავლება მამაკაცი ნინო ნინიძის ძველი მეგობარია და მსახიობს მის მიმართ ნაზი გრძნობები აქვს.

მაქს ვიტორგანს სამი შვილი ჰყავს, ის სამჯერ იყო ოფიციალურ ქორწინებაში და რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი და სასურველი მამაკაცია.

მაქსიმ ვიტორგანი

რაც შეეხება ნინო ნინიძეს, ის 1991 წლის 13 ივლისს თბილისში დაიბადა, მსახიობ ია ნინიძის მხატვარ მიხეილ ბუჩენკოვთან მესამედ ქორწინების შემდეგ. ნინოს დაბადებიდან ცოტა ხანში თბილისში დაიწყო სამოქალაქო ომი, რისი შედეგებიც საკმაოდ მძიმე იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში ნინიძე იხსენებდა, რომ მაშინ 4-5 წლის იყო და ახლაც ახსოვს ფანჯრიდან როგორც უყურებდა მეზობლებს, რომლებიც ხეებს ჭრიდნენ, იმისთვის, რომ სახლი გაეთბოთ, ყველაზე მძიმედ კი დაამახსოვრდა თავისი უფროსი ნახევარძმის, 10 წლის გიორგის ნათქვამი:"დავიძინოთ და შიმშილი გაივლის".

მალე ნინოს მამა საქართველოდან აშშ-ში გაიქცა, 1997 წელს დედამისმა ია ნინიძემ გადაწყვიტა შვილებთან ერთად მოსკოვში გადასულიყო საცხოვრებლად.

როგორც ნინო იხსენებს, დედამ როდესაც მოსკოვში პირველად ცხელი წყალი მოუშვა, მივარდა და მაშინვე გადაკეტა: "დედა, გაუფრთხილდი ცხელ წყალს მალე გათავდება", იქვე ნახა ნინომ პირველად ბინაში ცხელი ბატარეა...

ია და ნინო ნინიძეებს ამ დრომდე რუსეთ-უკრაინის ომზე განცხადება არ გაუკეთებიათ.

იხილეთ ასევე: