პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უახლოეს მომავალში გადავდგამთ სამართლებრივ ნაბიჯებს და სამხრეთ ოსეთი იქნება მისი ისტორიული სამშობლოს, რუსეთის ნაწილი" - ბიბილოვი
"უახლოეს მომავალში გადავდგამთ სამართლებრივ ნაბიჯებს და სამხრეთ ოსეთი იქნება მისი ისტორიული სამშობლოს, რუსეთის ნაწილი" - ბიბილოვი

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სამ­ხრეთ ოსე­თის ე.წ. რეს­პუბ­ლი­კა ის­ტო­რი­უ­ლი სამ­შობ­ლოს, რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა.

ბი­ბი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბა რუ­სე­თის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, „ეძი­ნა­ია რა­სი­ას“ ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

რო­გორც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებს, რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში სამ­ხრეთ ოსე­თის გა­სა­ერ­თი­ა­ნებ­ლად უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში "სა­მარ­თლებ­რი­ვი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გმე­ბა“.

„ძვირ­ფა­სო თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო! სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კა, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია და მთე­ლი მსოფ­ლიო ახლა გარ­დამ­ტეხ მო­მენტს გა­ნიც­დის. რუ­სუ­ლი სამ­ყა­რო დღეს იცავს მათ ინ­ტე­რე­სებს, ვინც მისი ერ­თგუ­ლია, ვინც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ნა­ციზმს, პა­ტივს სცემს უნი­ვერ­სა­ლურ ადა­მი­ა­ნურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებს და ნორ­მებს, რომ­ლე­ბიც მი­ღე­ბუ­ლია მთელ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში რუ­სუ­ლი სამ­ყა­როს პირ­ვე­ლი აღორ­ძი­ნე­ბა, ნიშ­ნავს იმას, რომ არ­სე­ბობს ზღვა­რი, რომ­ლის გა­დაკ­ვე­თაც შე­უძ­ლე­ბე­ლია, რაც მოხ­და სწო­რედ აქ, სამ­ხრეთ ოსეთ­ში 2008 წელს, რო­დე­საც რუ­სეთ­მა გა­და­წყვი­ტა და­ეც­ვა ოსი ხალ­ხი და ეღი­ა­რე­ბი­ნა სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, რის­თვი­საც ყო­ველ­თვის მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და ხალ­ხის

მად­ლო­ბა, ძმე­ბო და დებო. ეს იყო ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­მაც სამ­ხრეთ ოსე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას მშვი­დო­ბის გა­რან­ტი­ე­ბი და გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა.

თუმ­ცა, ოსი ხალ­ხის - გა­ყო­ფი­ლი ხალ­ხის მთა­ვა­რი ის­ტო­რი­უ­ლი, სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნი ერთი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ზღვრებ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა.

ეს სა­ხელ­მწი­ფო არის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია. ჩვენ­მა ხალ­ხმა არა­ერ­თხელ და­ი­სა­ხა ეს მი­ზა­ნი, ჩვენ გვქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა 2014 წელს აგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა ჩვე­ნი მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ოც­ნე­ბა, როცა ყი­რი­მი მშობ­ლი­ურ ნავ­სად­გურს და­უბ­რუნ­და. მა­შინ ხე­ლი­დან გა­ვუშ­ვით ჩვე­ნი შან­სი, მაგ­რამ ამის გა­მე­ო­რე­ბას ვერ და­ვუშ­ვებთ.

ვფიქ­რობ, რუ­სეთ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არის ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნი, ჩვე­ნი გზა და ხალ­ხის მო­ლო­დი­ნი. ჩვენ ამ გზით ვივ­ლით. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­დავ­დგამთ შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ ნა­ბი­ჯებს. სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კა იქ­ნე­ბა მისი ის­ტო­რი­უ­ლი სამ­შობ­ლოს - რუ­სე­თის ნა­წი­ლი“, - წე­რია ბი­ბი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხათუნა
0

თქვენი სამშობლო ჩრდილოეთ ოსეთია იქ იქნებით რუსეთში, 

 

თქვენი სამშობლო ჩრდილოეთ ოსეთია და წ ა დ ი თ და სამშობლო რუსეთში იქნებით! 

 

 

დეა
0

მოდით, ბრიყვებო,მიდით - თქვენი დასასრულის დასაწყისი დაანონსეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"უახლოეს მომავალში გადავდგამთ სამართლებრივ ნაბიჯებს და სამხრეთ ოსეთი იქნება მისი ისტორიული სამშობლოს, რუსეთის ნაწილი" - ბიბილოვი

"უახლოეს მომავალში გადავდგამთ სამართლებრივ ნაბიჯებს და სამხრეთ ოსეთი იქნება მისი ისტორიული სამშობლოს, რუსეთის ნაწილი" - ბიბილოვი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკა ისტორიული სამშობლოს, რუსეთის შემადგენლობაში იქნება.

ბიბილოვის განცხადება რუსეთის მმართველი პარტიის, „ეძინაია რასიას“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გასაერთიანებლად უახლოეს მომავალში "სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება“.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო! სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია და მთელი მსოფლიო ახლა გარდამტეხ მომენტს განიცდის. რუსული სამყარო დღეს იცავს მათ ინტერესებს, ვინც მისი ერთგულია, ვინც ეწინააღმდეგება ნაციზმს, პატივს სცემს უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებს და ფუნდამენტურ უფლებებს და ნორმებს, რომლებიც მიღებულია მთელ საერთაშორისო საზოგადოებაში.

უახლეს ისტორიაში რუსული სამყაროს პირველი აღორძინება, ნიშნავს იმას, რომ არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთაც შეუძლებელია, რაც მოხდა სწორედ აქ, სამხრეთ ოსეთში 2008 წელს, როდესაც რუსეთმა გადაწყვიტა დაეცვა ოსი ხალხი და ეღიარებინა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რისთვისაც ყოველთვის მადლობელი ვიქნებით რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ხალხის

მადლობა, ძმებო და დებო. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელმაც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მშვიდობის გარანტიები და განვითარების შესაძლებლობა მისცა.

თუმცა, ოსი ხალხის - გაყოფილი ხალხის მთავარი ისტორიული, სტრატეგიული მიზანი ერთი სახელმწიფოს საზღვრებში გაერთიანებაა.

ეს სახელმწიფო არის რუსეთის ფედერაცია. ჩვენმა ხალხმა არაერთხელ დაისახა ეს მიზანი, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა 2014 წელს აგვესრულებინა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ოცნება, როცა ყირიმი მშობლიურ ნავსადგურს დაუბრუნდა. მაშინ ხელიდან გავუშვით ჩვენი შანსი, მაგრამ ამის გამეორებას ვერ დავუშვებთ.

ვფიქრობ, რუსეთთან გაერთიანება არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი, ჩვენი გზა და ხალხის მოლოდინი. ჩვენ ამ გზით ვივლით. უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის ნაწილი“, - წერია ბიბილოვის განცხადებაში.