სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამნაშავე მხოლოდ 20 წელს იმსახურებს? აღნიშნული სასჯელი შეურაცხყოფაა... გავასაჩივრებთ" - რას ამბობს სასტიკად მოკლული შანაი ბრუკის მამა
"დამნაშავე მხოლოდ 20 წელს იმსახურებს? აღნიშნული სასჯელი შეურაცხყოფაა... გავასაჩივრებთ" - რას ამბობს სასტიკად მოკლული შანაი ბრუკის მამა

ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქის, მოკ­ლულ შა­ნაი ბრუ­კი ედ­ვარდსის მამა, კო­ლინ ედ­ვარდსი მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლის მი­მართ შე­ფარ­დე­ბულ 20-წლი­ან სას­ჯელს შე­უ­რა­ცხყო­ფას უწო­დებს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­ლინ ედ­ვარდსი "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ესა­უბ­რა.

რო­გორც ის აცხა­დებს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვის­თვის მის­ჯილ სას­ჯელს ოჯა­ხი არ შე­ე­გუ­ე­ბა.

"ჩვე­ნი ოჯა­ხი­სა და შა­ნა­ის მე­გობ­რე­ბის სა­ხე­ლით აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვართ ამ არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი სას­ჯე­ლით. ეს სას­ჯე­ლი სრუ­ლად შე­უ­სა­ბა­მოა ჩა­დე­ნილ სა­ზა­რელ და­ნა­შა­ულ­თან. ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ძარ­ცვა, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, და­ნა­შა­უ­ლის და­მალ­ვა და სხვა პი­რე­ბის მი­მართ სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის მუ­ქა­რა - ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­დე­ნი­ლი ან­გა­რე­ბის მო­ტი­ვით, იმ­სა­ხუ­რებს მხო­ლოდ 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას? აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლი არის შე­უ­რა­ცხყო­ფა, რო­მელ­საც ჩვენ არ და ვერ მი­ვი­ღებთ. ჩვენ გა­ვა­სა­ჩივ­რებთ აღ­ნიშ­ნულს რე­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­სას­რუ­ლებ­ლად შა­ნა­ის­თვის და სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ყვე­ლა ქა­ლის­თვის“, - აცხა­დებს ედ­ვარდსი.

ცნო­ბის­თვის, ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქის, შა­ნაი ბრუ­კი ედ­ვარდსის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლოვს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

შა­ნაი ბრუ­კი ედ­ვარდსი გა­სუ­ლი წლის 30 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­და­რი მთაწ­მინ­დის ფერ­დზე 31 ივ­ლისს იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვი და­ა­კა­ვეს. სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის გან­მარ­ტე­ბით, შა­ნაი ბრუკს და­ნით 13 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ­გან 5 ყე­ლის არე­ში, რაც მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვას ამ­ყა­რებ­და.

სა­სა­მარ­თლო­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის შემ­დეგ რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლოვ­მა შა­ნაი ბრუ­კი ედ­ვარდსის ცხე­და­რი გა­და­მა­ლა, ფოთ­ლე­ბი და­ა­ყა­რა და მის დაწ­ვას გეგ­მავ­და. სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში მსჯავ­რე­ბუ­ლი შე­რა­ცხა­დი იყო და ის სრუ­ლად აც­ნო­ბი­ე­რებ­და იმას, თუ რას სჩა­დი­ო­და.

რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლოვს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ყა­ჩა­ღო­ბა, ესე იგი თავ­დას­ხმა სხვი­სი მოძ­რა­ვი ნივ­თის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, ჩა­დე­ნი­ლი სი­ცო­ცხლი­სათ­ვის ან ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბით ანდა ასე­თი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით), 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "გ“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის და მისი ჩა­დე­ნის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით; ან­გა­რე­ბით) ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 წლი­დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
1

70 ბავში მოკლა უმიზეზოდ ბრეივიკმა და იმასაც 20 წელი მისცეს როგორც მახსოვს. მაგის მერე მხოლოდ სამუდამო პატიმრობაა მაგრამ როდესაც დამნაშავე აღიარებს და სინანულს გამოთქვამს მემგონი 20 წელი ადექვატური სასჯელია თუმცა ძნელია ჭირისუფლის პოზიციიდან შეხედვა, მაგრამ მასე არც სიკდილით დასჯა უნდა გაეუქნებინათ მკვლელობისთვის.

მოქალაქე
1

არ ვარ ასეთი ადამიანიო, უბრალოდ ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ ადამიანი სასტიკად მოვკალი, მერე გვამი გადავმალეო. აი ასეთ რა სიტუაციაში უნდა აღმოჩნდე, გამაგებინეთ ვინმემ! არაკაცი! აუცილებლად უნდა გაასაჩივრონ, ეგეთ ციხიდან არ უნდა გამოუშვან არასოდეს! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"დამნაშავე მხოლოდ 20 წელს იმსახურებს? აღნიშნული სასჯელი შეურაცხყოფაა... გავასაჩივრებთ" - რას ამბობს სასტიკად მოკლული შანაი ბრუკის მამა

"დამნაშავე მხოლოდ 20 წელს იმსახურებს? აღნიშნული სასჯელი შეურაცხყოფაა... გავასაჩივრებთ" - რას ამბობს სასტიკად მოკლული შანაი ბრუკის მამა

ავსტრალიის მოქალაქის, მოკლულ შანაი ბრუკი ედვარდსის მამა, კოლინ ედვარდსი მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებულ 20-წლიან სასჯელს შეურაცხყოფას უწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კოლინ ედვარდსი "ინტერპრესნიუსს“ ესაუბრა.

როგორც ის აცხადებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რაფაელ მურსაკულოვისთვის მისჯილ სასჯელს ოჯახი არ შეეგუება.

"ჩვენი ოჯახისა და შანაის მეგობრების სახელით აღშფოთებული ვართ ამ არაადეკვატური სასჯელით. ეს სასჯელი სრულად შეუსაბამოა ჩადენილ საზარელ დანაშაულთან. ძალადობის გამოყენებით ძარცვა, განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, დანაშაულის დამალვა და სხვა პირების მიმართ სიცოცხლის ხელყოფის მუქარა - ეს ყველაფერი ჩადენილი ანგარების მოტივით, იმსახურებს მხოლოდ 20 წლით თავისუფლების აღკვეთას? აღნიშნული სასჯელი არის შეურაცხყოფა, რომელსაც ჩვენ არ და ვერ მივიღებთ. ჩვენ გავასაჩივრებთ აღნიშნულს რეალური სამართლიანობის აღსასრულებლად შანაისთვის და საქართველოში მცხოვრები ყველა ქალისთვის“, - აცხადებს ედვარდსი.

ცნობისთვის, ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკი ედვარდსის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შანაი ბრუკი ედვარდსი გასული წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, შანაი ბრუკს დანით 13 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათგან 5 ყელის არეში, რაც მკვლელობის განზრახვას ამყარებდა.

სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით, მკვლელობის ჩადენის შემდეგ რაფაელ მურსაკულოვმა შანაი ბრუკი ედვარდსის ცხედარი გადამალა, ფოთლები დააყარა და მის დაწვას გეგმავდა. სასამართლო-სამედიცინო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, დანაშაულის ჩადენის მომენტში მსჯავრებული შერაცხადი იყო და ის სრულად აცნობიერებდა იმას, თუ რას სჩადიოდა.

რაფაელ მურსაკულოვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე იხილეთ: