სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დააყენეთ თავი ჩვენ ადგილას და იმოქმედეთ - ჩვენ ზღვის გოჭები არ ვართ" - ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს მიმართავს
"დააყენეთ თავი ჩვენ ადგილას და იმოქმედეთ - ჩვენ ზღვის გოჭები არ ვართ" - ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს მიმართავს

ნა­ტოს ქვეყ­ნებს არ სურთ ჩვენ­თვის ტან­კე­ბი­სა და თვითმფრი­ნა­ვე­ბის გად­მო­ცე­მა, რად­გან რუ­სე­თის ეში­ნი­ათ. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­მო­ცე­მა The Economist-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად უკ­რა­ი­ნას დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრი ბო­რის ჯონ­სო­ნი და­ეხ­მა­რა.

ზე­ლენ­სკიმ ასე­ვე და­დე­ბი­თად ისა­უბ­რა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შე­სა­ხებ.გერ­მა­ნი­ა­ზე სა­უბ­რი­სას, ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა ცდი­ლობს ბა­ლან­სი იპო­ვოს უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთს შო­რის.

"მათ ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ რუ­სეთ­თან და ისი­ნი არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას უყუ­რე­ბენ ეკო­ნო­მი­კის პრიზ­მი­დან. მათ შე­უძ­ლი­ათ დახ­მა­რე­ბა, თუკი ქვეყ­ნის შიგ­ნით იქ­ნე­ბა ზე­წო­ლა და შეძ­ლე­ბენ გა­ჩერ­დნენ, თუკი ჩათ­ვლი­ან, რომ მათ მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი უკვე საკ­მა­რი­სია“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

კი­თხვა­ზე, ისე­თი ლი­დე­რე­ბი რო­გო­რიც საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი მაკ­რო­ნია, რა­ტომ არ აძ­ლე­ვენ უკ­რა­ი­ნას ტან­კებს, ზე­ლენ­სკიმ უპა­სუ­ხა: "მათ რუ­სე­თის ეში­ნი­ათ. სულ ეს არის“.

ზე­ლენ­სკის თქმით, რუ­სეთს დიდი სა­ცე­ცხლე ძალა აქვს, ასე­ვე უამ­რა­ვი საბ­რძო­ლო მან­ქა­ნე­ბი ჰყავს, რომ­ლე­ბიც "მო­დი­ან და მო­დი­ან."

"არის ქა­ლა­ქე­ბი, სა­დაც იმ­დე­ნი ტან­კია, სა­ტან­კო სა­ცო­ბე­ბია შექ­მნი­ლი“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

ზე­ლენ­სკიმ ისა­უბ­რა სან­ქცი­ებ­ზეც, თქმით, "SWIFT“-დან სრუ­ლი გა­თიშ­ვა და რუ­სულ ნავ­თობ­სა და გაზ­ზე ემ­ბარ­გო არ და­წე­სე­ბუ­ლა.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ქი­მი­ურ ია­რაღ­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სე­თის მუ­ქა­რებ­ზეც ისა­უბ­რა და თქვა, რომ და­სავ­ლე­თის­თვის გა­დამ­წყვე­ტია სა­კი­თხი, გა­მო­ი­ყე­ნებს თუ არა რუ­სე­თი ქი­მი­ურ ია­რაღს.

"და­ა­ყე­ნეთ თავი ჩვენ ად­გი­ლას და იმოქ­მე­დეთ პრე­ვენ­ცი­უ­ლად. ჩვენ გვეს­მის, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­კი­თხზე, გა­მო­ი­ყე­ნებს თუ არა რუ­სე­თი ქი­მი­ურ ია­რაღს. ეს არას­წო­რი მიდ­გო­მაა. ჩვენ ზღვის გო­ჭე­ბი არ ვართ“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

უკრაინაც და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დასავლეთისთვის ზღვის გოჭები და საცდელი თაგუნიები რომ არიან, ეგ ქვეყნის პრეზიდენტმა თუ აქამდე ვერ გაიგო, მართლა მძიმედ ყოფილა!მარტო ნატო-სა და ევროკავშირში შესვლა-არშესვლაზე მჯერა-არ მჯერას მრავალწლიანი თამაშით უნდა მიხვედრილიყვნენ, რომ ცდებს ატარებენ. რეალურ ნატო-ს სხდომაზე ვინც ყოფილა(მათ შორის მე), ყველამ კარგად უწყის, რომ ის ორგანიზაცია მხოლოდ 5-6 დიდი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება და სხვები ფარად ჰყავთ. არაწევრ და ე.წ. "კანდიდატებზე" ხომ საუბარიც ზედმეტია. მათ ქვეყნებადაც კი არ განიხილავენ.

gio
5

წაიღო რო ამ აფერისტმა აგენტმა უკვე ტვინიი რააააა ჯერარდაბადებული ბავშვიც კი ხვდება რო შოუააა თავიდან ბოლომდე ამერიკული დაა ამან რა ტვინი წაიღოოო ამ ნაცმა მონამ!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"დააყენეთ თავი ჩვენ ადგილას და იმოქმედეთ - ჩვენ ზღვის გოჭები არ ვართ" - ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს მიმართავს

"დააყენეთ თავი ჩვენ ადგილას და იმოქმედეთ - ჩვენ ზღვის გოჭები არ ვართ" - ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს მიმართავს

ნატოს ქვეყნებს არ სურთ ჩვენთვის ტანკებისა და თვითმფრინავების გადმოცემა, რადგან რუსეთის ეშინიათ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ლიდერებიდან ყველაზე მეტად უკრაინას დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრი ბორის ჯონსონი დაეხმარა.

ზელენსკიმ ასევე დადებითად ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ.გერმანიაზე საუბრისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა ცდილობს ბალანსი იპოვოს უკრაინასა და რუსეთს შორის.

"მათ ხანგრძლივი ურთიერთობა აქვთ რუსეთთან და ისინი არსებულ ვითარებას უყურებენ ეკონომიკის პრიზმიდან. მათ შეუძლიათ დახმარება, თუკი ქვეყნის შიგნით იქნება ზეწოლა და შეძლებენ გაჩერდნენ, თუკი ჩათვლიან, რომ მათ მიერ გაკეთებული უკვე საკმარისია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კითხვაზე, ისეთი ლიდერები როგორიც საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონია, რატომ არ აძლევენ უკრაინას ტანკებს, ზელენსკიმ უპასუხა: "მათ რუსეთის ეშინიათ. სულ ეს არის“.

ზელენსკის თქმით, რუსეთს დიდი საცეცხლე ძალა აქვს, ასევე უამრავი საბრძოლო მანქანები ჰყავს, რომლებიც "მოდიან და მოდიან."

"არის ქალაქები, სადაც იმდენი ტანკია, სატანკო საცობებია შექმნილი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ისაუბრა სანქციებზეც, თქმით, "SWIFT“-დან სრული გათიშვა და რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგო არ დაწესებულა.

უკრაინის პრეზიდენტმა ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით რუსეთის მუქარებზეც ისაუბრა და თქვა, რომ დასავლეთისთვის გადამწყვეტია საკითხი, გამოიყენებს თუ არა რუსეთი ქიმიურ იარაღს.

"დააყენეთ თავი ჩვენ ადგილას და იმოქმედეთ პრევენციულად. ჩვენ გვესმის, რომ გადაწყვეტილება დამოკიდებულია საკითხზე, გამოიყენებს თუ არა რუსეთი ქიმიურ იარაღს. ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენ ზღვის გოჭები არ ვართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.