"თუ ევროკავშირი უარს იტყვის რუბლით გადახდაზე, რუსეთი არ აპირებს ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის უფასოდ მიწოდებას " - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებს რუსეთის ფედერაცია იმ შემთხვევაში, თუ ევროპა უარს იტყვის ბუნებრივი აირისთვის რუბლით გადახდაზე, პესკოვმა განაცხადა, რომ "ამ საკითხს მაშინ მოაგვარებენ, როდესაც ის დადგება“.
დამატებით კითხვაზე, განიხილება თუ არა ასეთ შემთხვევაში ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერება, პესკოვმა აღნიშნა: "ბუნებრივ აირს რომ უფასოდ არ მივაწვდით, ეს ცხადია. ამას აბსოლუტური დარწმუნებით გიცხადებთ. ჩვენს მდგომარეობაში ევროპული ქველმოქმედების განხორციელება ნაკლებად შესაძლებელი და მიზანშეწონილი იქნებოდა“.
შეგახსენებთ, 23 მარტს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია "არამეგობრულ ქვეყნებში“ ბუნებრივი აირის ექსპორტის სანაცვლოდ საფასურს მხოლოდ რუსულ რუბლში მიიღებს.
"ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთი ყოველთვიურად 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირის ექსპორტს აწარმოებს.
მივესალმები რუსეთის გადაწყვეტილებას და მოვითხოვ მისგან პრინციპულობას. ეს სჭირდება პირველ რიგში საქჟურნალისტიკასა და აკადემიას, პოლიტიკანობას, რომ ისწავლოს 21-ე საუკუნეში ეკონომიკა და პოლიტიკა და მარაზმს არ წარმოადგენდეს აზროვნება. ეს ნიშნავს იმას, როდესაც რუსეთის 600 მილიარდი სავალუტო რეზერვია დაყადადებაში(დოლარში), რუსეთი მოითხოვს რუბლის სარეზერვო ვალუტად ქცევას. ამას მოითხოვს ამ გარემოებაში, რაც ნიშნავს მისი ეკონომიკის ან მაღალკონკურენტუნარიანობას, ან ეკონომიკის მდგრადობას. ანუ არ გავყიდი სხვაგვარად და ვნახოთ ვინ რას წარმოადგენსო. >>>>>>>>>>>>>>>>მე მინდა, რომ პრინციპული იყოს თავის სიტყვაში, როგორც ამას ლავროვი იტყვის, „პაცან სკაზალ, პაცან ზდელალ“. >>>>>>>>>>ეკონომისტი. >>>>>>>>>>>>>>>>მე არ გულშემატკივრობ რუსეთს, მე მინდა საქჟურნალისტმა ისწავლოს ან ეკონომიკა, ან პოლიტიკა, რომლის ნაწილს წარმოადგენს იარაღი და საქართველო არ წარმოადგენდეს ბუდინუა-ჩურჩინუას.
მე მაგალითად სხვა ვარიანტსაც განვიხილავ, თუ ევროპამ რუბლის გადახდაზე უარი თქვა, გამოდის რომ ეგ გაზის ,,ტრუბები" ვალოდიას ტ...ში ექნება გასაკეთებელი და მერე ნახეთ თქვენ 😄