კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰიუნდაის მომავლის სტრატეგიის მხარდასაჭერად Hyundai Motor Company-მ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პირველი ქარხანა გახსნა
ჰიუნდაის მომავლის სტრატეგიის მხარდასაჭერად Hyundai Motor Company-მ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პირველი ქარხანა გახსნა

16 მარტს Hyundai Motor Company-მ გახ­სნა პირ­ვე­ლი ქარ­ხა­ნა სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში - „Hyundai Motor Manufacturing Indonesia“. ქარ­ხა­ნა ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, დელ­ტა­მას ინ­დუსტრი­ულ კომ­პლექსში მდე­ბა­რე­ობს, ცი­კა­რაგნ­თან ახ­ლოს, დე­და­ქა­ლაქ ჯა­კარ­ტას­გან აღ­მო­სავ­ლე­თით, 40 კი­ლო­მეტრში.

ქარ­ხნის გახ­სნა გა­ნა­პი­რო­ბა ჰი­უნ­და­ის და ინ­დო­ნე­ზი­ის მთავ­რო­ბას შო­რის ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბამ, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და ინ­დო­ნე­ზი­ა­ში სა­წარ­მოს აშე­ნე­ბას, რო­მე­ლიც გახ­დე­ბა ჰი­უნ­და­ის სა­წარ­მოო ცენ­ტრი სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის ბაზ­რის­თვის. ჰი­უნ­დაი გეგ­მავს და­ახ­ლო­ე­ბით 1.55 მი­ლი­არ­დი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას ქარ­ხა­ნა­ში, რის შე­დე­გა­დაც წარ­მო­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა 250,000 ერ­თე­უ­ლამ­დე გა­იზ­რდე­ბა.

„ინ­დო­ნე­ზია ჰი­უნ­დაი მო­ტო­რის მო­ბი­ლო­ბის სა­მო­მავ­ლო სტრა­ტე­გი­ის საკ­ვან­ძო ნა­წი­ლია. ეს ქარ­ხა­ნა ითა­მა­შებს წამ­ყვან როლს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ინ­დუსტრი­ა­ში და კონ­კრე­ტუ­ლად ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სფე­რო­ში,“ თქვა ჩუნ­გმა, ჰი­უნ­დაი მო­ტო­რის გუნ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა თავ­მდჯო­მა­რემ. „ამას­თა­ნა­ვე, ინ­დო­ნე­ზი­ა­ში ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­ის მიზ­ნით, ჰი­უნ­დაი აა­შე­ნებს ბა­ტა­რე­ე­ბის მწარ­მო­ე­ბელ ქარ­ხა­ნას. ეს შემ­დგომ­ში და­ეხ­მა­რე­ბა ინ­დო­ნე­ზი­ას ითა­მა­შოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე. ჩვენ ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ჰი­უნ­და­ის მო­მავ­ლის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გახ­დე­ბა ინ­დო­ნე­ზი­ას­თან უფრო მტკი­ცე თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.“

ჰი­უნ­და­ის ახა­ლი ქარ­ხა­ნა აწარ­მო­ებს არამ­ხო­ლოდ რე­გი­ო­ნის­თვის სტრა­ტე­გი­ულ მო­დე­ლებს, რო­გო­რი­ცაა CRETA, არა­მედ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან ელექტრო მან­ქა­ნებს, რო­გო­რი­ცაა ბა­ტა­რე­ა­ზე მო­მუ­შა­ვე ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლი IONIQ 5 და გა­აგ­რძე­ლებს ინ­დო­ნე­ზი­ა­ში ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­ყიდ­ვე­ბის მზარდ ტენ­დენ­ცი­ას, რაც ელექტრო მო­დე­ლებ­მა IONIQ5-მა და KONA-მ გა­ნა­პი­რო­ბა. ამ მო­დე­ლე­ბის გა­ყიდ­ვე­ბი შე­ად­გენ­და ინ­დო­ნე­ზი­ა­ში 2021 წელს გა­ყი­დუ­ლი ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის 87.3 პრო­ცენტს.

ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ეკო­სის­ტე­მის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად გარ­კვე­ულ ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს ინ­დო­ნე­ზი­ის მთავ­რო­ბაც. ერთ-ერთი ასე­თი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა 130,000 სა­ხელ­მწი­ფო ავ­ტო­მო­ბი­ლის ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბა 2030 წლამ­დე. ჰი­უნ­დაი მო­ტორს სურს ხელი შე­უ­წყოს აღ­ნიშ­ნულ პრო­ცესს, რათა გა­ა­ფარ­თო­ვოს ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ეკო­სის­ტე­მა. გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნია მუ­შა­ობს LG Energy Solutions-თან ერ­თად, რათა შექ­მნას ბა­ტა­რე­ე­ბის ქარ­ხა­ნა კა­რა­ვან­გში, ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბა 2023 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­შია და­გეგ­მი­ლი, ხოლო წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბა კი 2024 წელს იგეგ­მე­ბა.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ჰიუნდაის მომავლის სტრატეგიის მხარდასაჭერად Hyundai Motor Company-მ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პირველი ქარხანა გახსნა

ჰიუნდაის მომავლის სტრატეგიის მხარდასაჭერად Hyundai Motor Company-მ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პირველი ქარხანა გახსნა

16 მარტს Hyundai Motor Company-მ გახსნა პირველი ქარხანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში - „Hyundai Motor Manufacturing Indonesia“. ქარხანა ინდონეზიაში, დელტამას ინდუსტრიულ კომპლექსში მდებარეობს, ციკარაგნთან ახლოს, დედაქალაქ ჯაკარტასგან აღმოსავლეთით, 40 კილომეტრში.

ქარხნის გახსნა განაპირობა ჰიუნდაის და ინდონეზიის მთავრობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებამ, რომელიც ეხებოდა ინდონეზიაში საწარმოს აშენებას, რომელიც გახდება ჰიუნდაის საწარმოო ცენტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრისთვის. ჰიუნდაი გეგმავს დაახლოებით 1.55 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციას ქარხანაში, რის შედეგადაც წარმოების მოცულობა 250,000 ერთეულამდე გაიზრდება.

„ინდონეზია ჰიუნდაი მოტორის მობილობის სამომავლო სტრატეგიის საკვანძო ნაწილია. ეს ქარხანა ითამაშებს წამყვან როლს საავტომობილო ინდუსტრიაში და კონკრეტულად ელექტრო ავტომობილების სფეროში,“ თქვა ჩუნგმა, ჰიუნდაი მოტორის გუნდის აღმასრულებელმა თავმდჯომარემ. „ამასთანავე, ინდონეზიაში ელექტრო ავტომობილების წარმოების ხელშეწყობიის მიზნით, ჰიუნდაი ააშენებს ბატარეების მწარმოებელ ქარხანას. ეს შემდგომში დაეხმარება ინდონეზიას ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჰიუნდაის მომავლის ტექნოლოგიები გახდება ინდონეზიასთან უფრო მტკიცე თანამშრომლობის საფუძველი.“

ჰიუნდაის ახალი ქარხანა აწარმოებს არამხოლოდ რეგიონისთვის სტრატეგიულ მოდელებს, როგორიცაა CRETA, არამედ კონკურენტუნარიან ელექტრო მანქანებს, როგორიცაა ბატარეაზე მომუშავე ელექტრო ავტომობილი IONIQ 5 და გააგრძელებს ინდონეზიაში ელექტრო ავტომობილების გაყიდვების მზარდ ტენდენციას, რაც ელექტრო მოდელებმა IONIQ5-მა და KONA-მ განაპირობა. ამ მოდელების გაყიდვები შეადგენდა ინდონეზიაში 2021 წელს გაყიდული ელექტრო ავტომობილების 87.3 პროცენტს.

ელექტრო ავტომობილების ეკოსისტემის გასაფართოებლად გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს ინდონეზიის მთავრობაც. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება 130,000 სახელმწიფო ავტომობილის ელექტრო ავტომობილებით ჩანაცვლება 2030 წლამდე. ჰიუნდაი მოტორს სურს ხელი შეუწყოს აღნიშნულ პროცესს, რათა გააფართოვოს ელექტრო ავტომობილების ეკოსისტემა. გარდა ამისა, კომპანია მუშაობს LG Energy Solutions-თან ერთად, რათა შექმნას ბატარეების ქარხანა კარავანგში, ინდონეზიაში, რომლის დასრულება 2023 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი, ხოლო წარმოების დაწყება კი 2024 წელს იგეგმება.

R