სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თემურის გარდაცვალების შემდეგ, მისი ტანსაცმლით დავდივარ... დღეს ოვერსაიზი მოდაშია და როცა მის შარვალს ვიცვამ, ქამრით ვიჭერ" - ქეთი წიკლაური მამაზე, ბავშვობასა და გეგმებზე
"თემურის გარდაცვალების შემდეგ, მისი ტანსაცმლით დავდივარ... დღეს ოვერსაიზი მოდაშია და როცა მის შარვალს ვიცვამ, ქამრით ვიჭერ" - ქეთი წიკლაური მამაზე, ბავშვობასა და გეგმებზე

ხში­რად ხდე­ბა ისე, რომ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­თან ერთ კონ­კრე­ტულ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი და­გეგ­მო, მაგ­რამ დი­ა­ლოგ­მა სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­გიყ­ვა­ნოს. ასე მოხ­და ქე­თე­ვან წიკ­ლა­უ­რის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მელ­თა­ნაც ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მძაფრ და ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე უნდა მე­ლა­პა­რა­კა, თუმ­ცა მის­გან სხვა არა­ერ­თი სი­ახ­ლეც შე­ვი­ტყვეთ.

პირ­ველ თე­ბერ­ვალს თე­მურ წიკ­ლა­უ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 1 წელი შეს­რულ­და. ბუ­ნებ­რი­ვია ოჯახს მისი და­კარ­გვის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი და მო­ნატ­რე­ბა არ გა­ნე­ლე­ბია, დრო ასეთ მძი­მე ია­რებს არ აშუ­შებს, თუმ­ცა, ქეთი ცდი­ლობს, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სირ­თუ­ლე­ებს გა­უმკლავ­დეს, მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­უ­კე­თოს თავს და მა­მა­მი­სის სიმ­ღე­რე­ბის ახა­ლი ვერ­სი­ე­ბი შეს­თა­ვა­ზოს თე­მურ წიკ­ლა­უ­რის შე­მოქ­მე­დე­ბის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს.

- ქეთი, რო­გო­რი მახ­სოვ­რო­ბა გაქვთ? რო­გორ იმახ­სოვ­რებთ ამა თუ იმ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს?

- ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის დროს თქვენ შე­მოქ­მედ ადა­მი­ა­ნებს ესა­უბ­რე­ბით, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლო­ბას გან­სხვა­ვე­ბუ­ლად, თა­ვი­სე­ბუ­რად ხე­და­ვენ და ვერ ვი­ტყვი, რომ ეს პრაგ­მა­ტუ­ლი მიდ­გო­მაა. მგო­ნია, შე­მოქ­მე­დი ხალ­ხი ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მოვ­ლე­ნებს ერ­თგვა­რად შეგ­რძნე­ბე­ბის, შე­ხე­ბის, სუ­ნის, ზმა­ნე­ბე­ბის დო­ნე­ზე აღიქ­ვა­მენ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე ასე ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა მახ­სოვ­რო­ბას, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ახ­სოვს ბაღ­ში ვის გვერ­დით იჯდა და რას ჭამ­და ან უმაღ­ლეს­ში მი­სა­ღებ გა­მოც­და­ზე რა ბი­ლე­თი შეხ­ვდა. ამა­ზე გულ­და­წყვე­ტით და ირო­ნი­ით მე­ცი­ნე­ბა, რად­გან მე ეს თვი­სე­ბა არ გა­მაჩ­ნია (იღი­მის). თუმ­ცა, თუ რამე მო­გო­ნე­ბა მაქვს, ის ნა­თე­ლი, ცო­ცხა­ლი და მძაფ­რია, მაგ­რამ უფრო მე­ტად წყვე­ტი­ლი, ფილ­მის კად­რე­ბის დო­ნე­ზე.

- ასე­თი ეპი­ზო­დე­ბი რო­მე­ლია თქვე­ნი წარ­სუ­ლი­დან - ბავ­შვო­ბი­დან?

- რა­ღაც მო­მენ­ტი­დან, ბავ­შვო­ბა აღარ მე­ნატ­რე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ისე არა, რო­გორც ადრე, როცა ეს იყო ჩემი საკ­რა­ლუ­რი სამ­ყა­რო და როცა რამე მჭირ­დე­ბო­და, ბავ­შვო­ბა­ში "გავ­რბო­დი", იმ "სა­ი­დუმ­ლო ოთახ­ში" ჩა­ვი­კე­ტე­ბო­დი და ვივ­სე­ბო­დი. შე­იძ­ლე­ბა ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რე­ბა უკვე გა­ვი­ა­რე, საკ­მა­ოდ ასა­კი­ა­ნი ვარ და ეს სა­სა­ცი­ლოდ ჟღერ­დეს, მაგ­რამ ალ­ბათ ეს იმი­ტომ, რომ ახლა სა­ბო­ლო­ოდ გა­ვი­ზარ­დე (იღი­მის). ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში დღეს ბავ­შვო­ბა­ში გაქ­ცე­ვა აღარ მჭირ­დე­ბა, რომ ძალა და სიმ­შვი­დე მო­ვი­პო­ვო. შე­იძ­ლე­ბა ეს უდი­დეს სტრე­სებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც პან­დე­მი­ამ გა­მო­იწ­ვია და მა­ნამ­დე ჩემს პი­რა­დულ მო­მენ­ტებს სდევ­და. მძი­მე ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი კრი­ზი­სი და­მე­მარ­თა, ყვე­ლა­ფერ­ზე შე­მეც­ვა­ლა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა: ცხოვ­რე­ბა­ზე, ადა­მი­ა­ნებ­ზე, მე­გობ­რებ­ზე, სიყ­ვა­რულ­ზე, თავ­ზე. ასე­ვე, ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი გარ­და­ტე­ხა მო­ახ­დი­ნა მა­მას წას­ვლამ.

- იქ­ნებ წარ­სუ­ლის არ­გახ­სე­ნე­ბის სურ­ვი­ლი იმი­ტომ გაქ­რა, რომ აღარ გსურთ ხე­ლახ­ლა "გა­ი­ა­როთ" ის ტკი­ვი­ლი, რაც შემ­დგომ წლებ­ში იყო. "ჩა­კე­ტეთ" დრო და ეს ერ­თგვა­რი წარ­სუ­ლის­გან გაქ­ცე­ვაა...

- არ ვიცი, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო რა­კურ­სი შე­მომ­თა­ვა­ზეთ. ვი­ფიქ­რებ ამ თე­მა­ზე (იღი­მის). შე­იძ­ლე­ბა მივ­ხვდით, რომ ცხოვ­რე­ბა იმ­დე­ნად დიდ და­ნა­კარ­გებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომ თავს წარ­სუ­ლი ბედ­ნი­ე­რი მო­მენ­ტე­ბით ვე­ღარ იტყუ­ებ. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, გო­ნე­ბა­ში ნა­თე­ლი, სა­ოც­რად ზღაპ­რუ­ლი და მზის სხი­ვე­ბით გა­და­ნა­თე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბიც დამ­რჩა და ასე­თი არა­ერ­თია: ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მა­შინ კო­ჯორ­ში ვცხოვ­რობ­დით და მშობ­ლე­ბი თბი­ლის­ში რე­პე­ტი­ცია-კონ­ცერ­ტებ­ზე იქი­დან და­დი­ოდ­ნენ. სა­ჭეს­თან მა­მი­კო იჯდა, მის გვერ­დით დედა, მე უკა­ნა სა­ვარ­ძე­ლი მე­კა­ვა. გა­ვი­ხე­დე და გზად, ტყე­ში "და­ვი­ნა­ხე" ყვა­ვი და ბა­ჭია, რო­მე­ლიც აი­წო­ნა-და­ი­წო­ნა­ზე კა­ტა­ობ­დნენ. არ ვიცი, ეს რა იყო, შე­იძ­ლე­ბა მე­ძი­ნა და და­მე­სიზ­მრა. მე­ო­რე ასე­თი­ვე ეპი­ზო­დი ისევ კო­ჯრის გზას უკავ­შირ­დე­ბა, და­ვი­ნა­ხე ძაღ­ლი და ვირი რო­გორ ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. ახლა ამას რომ და­წერთ, ხალ­ხი იფიქ­რებს, გი­ჟი­აო (იცი­ნის). ეს სუ­რა­თი დღემ­დე ნათ­ლად მახ­სოვს და ამ ამ­ბებს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლას ვუყ­ვე­ბო­დი.

- ვიცი, ძა­ლი­ან მძი­მეა ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ გვერდს ვერ ავუვ­ლით თქვე­ნი ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ას. ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სით­ბო იგ­რძნო­ბო­და თე­მურ წიკ­ლა­უ­რის მი­მართ. რო­გო­რი იყო პი­რა­დად თქვენ­თვის მისი ავად­მყო­ფო­ბი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი?

- ეს იმ­დე­ნად უზარ­მა­ზა­რი მო­რე­ვი და ტკი­ვი­ლი იყო, იმ პე­რი­ოდ­ში თით­ქოს ნა­ხევ­რად აქ არ ვი­ყა­ვი. იმ დროს ემო­ცი­ის ყვე­ლა სპექტრი გა­მო­ვი­ა­რე. გარ­და იმ უდ­როო და სა­ში­ნე­ლი და­ნა­კარ­გი­სა, რე­ა­ლო­ბის მი­ღე­ბამ­დე მქონ­და სა­ში­ნე­ლი შეგ­რძნე­ბა და რყე­ვის მო­მენ­ტე­ბი, რო­მელ­საც ასეთ დროს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ყვე­ლა შვი­ლი გა­დის. ვგუ­ლის­ხმობ გან­ცდას, რომ შვილ­მა რა­ღაც ბო­ლომ­დე ვერ გა­ა­კე­თა, რომ თით­ქოს დამ­ნა­შა­ვე ხარ. ვი­ცით, ეს აბ­სურ­დია, მაგ­რამ მეც მქონ­და ეს შეგ­რძნე­ბა. ვინც „კო­ვი­დით“ და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბით ახ­ლო­ბე­ლი და­კარ­გა, ალ­ბათ ეს ფიქ­რე­ბი უცხო არა­ვის­თვი­საა.

როცა ადა­მი­ა­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში წევს, ხე­ლოვ­ნურ კო­მა­შია, იცი ცო­ცხა­ლია, მაგ­რამ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ შე­გიძ­ლია, სულ მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში მყო­ფი არ კარ­გავ იმედს, რომ შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ წუთს რამე უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლოს. გჯე­რა, რომ დაძ­ლევს. იცი, რო­გო­რი ძლი­ე­რია, რო­გო­რი სუ­ლის პატ­რო­ნი, რო­გორ იბ­რძვის და ბო­ლოს მა­ინც და­მარ­ცხე­ბუ­ლი რომ რჩე­ბი, ეს კა­ტას­ტრო­ფაა. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ეს 40 დღე გრძელ­დე­ბო­და. არ ვიცი, იმა­ზე მძი­მე რაღა უნდა იყოს, რო­გორც შვი­ლის­თვის ასე­თი საყ­ვა­რე­ლი მა­მის და­კარ­გვაა...

- უკაც­რა­ვად, რომ ამ ტკი­ვილ­ზე ლა­პა­რა­კი გვი­წევს...

- არა, სა­ბო­დი­შო არა­ფე­რია. სწო­რად გა­მი­გეთ, ვფიქ­რობ, ჩემ­თვის მო­ვა­ლე­ო­ბა­ცაა მას­ზე ლა­პა­რა­კი, რად­გან მა­მას ხალ­ხის მხრი­დან დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა ჰქონ­და. ის სულ ამ­ბობ­და: "მე ვარ ხალ­ხის მსა­ხუ­რე­ბა­ში". მის ამ პო­ზი­ცი­ას დიდ პა­ტივს ვცემ­დი და დღე­საც ვი­ზი­ა­რებ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SOS!!!
1

ასეთი ადამიანები არ კვდებიან, ღმერთმა გაანათლოს მისი უკვდავი სული !

 

დეა
0

ნათელი დაადგეს მის სულს,ძალიან მიყვარდა...მშობლებს გარდაცვალება მძიმე გადასატანია,მეც დედას რამდენიმე კაბა მისი სურნელით ისევ მათბობს..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"თემურის გარდაცვალების შემდეგ, მისი ტანსაცმლით დავდივარ... დღეს ოვერსაიზი მოდაშია და როცა მის შარვალს ვიცვამ, ქამრით ვიჭერ" - ქეთი წიკლაური მამაზე, ბავშვობასა და გეგმებზე

"თემურის გარდაცვალების შემდეგ, მისი ტანსაცმლით დავდივარ... დღეს ოვერსაიზი მოდაშია და როცა მის შარვალს ვიცვამ, ქამრით ვიჭერ" - ქეთი წიკლაური მამაზე, ბავშვობასა და გეგმებზე

ხშირად ხდება ისე, რომ შეიძლება ადამიანთან ერთ კონკრეტულ თემაზე საუბარი დაგეგმო, მაგრამ დიალოგმა სულ სხვა მიმართულებით წაგიყვანოს. ასე მოხდა ქეთევან წიკლაურის შემთხვევაში, რომელთანაც ცხოვრებისეულ მძაფრ და ყველაზე დასამახსოვრებელ შთაბეჭდილებებზე უნდა მელაპარაკა, თუმცა მისგან სხვა არაერთი სიახლეც შევიტყვეთ.

პირველ თებერვალს თემურ წიკლაურის გარდაცვალებიდან 1 წელი შესრულდა. ბუნებრივია ოჯახს მისი დაკარგვისგან გამოწვეული ტკივილი და მონატრება არ განელებია, დრო ასეთ მძიმე იარებს არ აშუშებს, თუმცა, ქეთი ცდილობს, ცხოვრებისეულ სირთულეებს გაუმკლავდეს, მობილიზება გაუკეთოს თავს და მამამისის სიმღერების ახალი ვერსიები შესთავაზოს თემურ წიკლაურის შემოქმედების თაყვანისმცემლებს.

- ქეთი, როგორი მახსოვრობა გაქვთ? როგორ იმახსოვრებთ ამა თუ იმ შთაბეჭდილებებს?

- ინტერვიუების დროს თქვენ შემოქმედ ადამიანებს ესაუბრებით, რომლებიც რეალობას განსხვავებულად, თავისებურად ხედავენ და ვერ ვიტყვი, რომ ეს პრაგმატული მიდგომაა. მგონია, შემოქმედი ხალხი ცხოვრებისეულ მოვლენებს ერთგვარად შეგრძნებების, შეხების, სუნის, ზმანებების დონეზე აღიქვამენ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ. რაც შეეხება მახსოვრობას, არსებობენ ადამიანები, ვისაც ახსოვს ბაღში ვის გვერდით იჯდა და რას ჭამდა ან უმაღლესში მისაღებ გამოცდაზე რა ბილეთი შეხვდა. ამაზე გულდაწყვეტით და ირონიით მეცინება, რადგან მე ეს თვისება არ გამაჩნია (იღიმის). თუმცა, თუ რამე მოგონება მაქვს, ის ნათელი, ცოცხალი და მძაფრია, მაგრამ უფრო მეტად წყვეტილი, ფილმის კადრების დონეზე.

- ასეთი ეპიზოდები რომელია თქვენი წარსულიდან - ბავშვობიდან?

- რაღაც მომენტიდან, ბავშვობა აღარ მენატრება. ყოველ შემთხვევაში, ისე არა, როგორც ადრე, როცა ეს იყო ჩემი საკრალური სამყარო და როცა რამე მჭირდებოდა, ბავშვობაში "გავრბოდი", იმ "საიდუმლო ოთახში" ჩავიკეტებოდი და ვივსებოდი. შეიძლება ნახევარი ცხოვრება უკვე გავიარე, საკმაოდ ასაკიანი ვარ და ეს სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ ალბათ ეს იმიტომ, რომ ახლა საბოლოოდ გავიზარდე (იღიმის). ყოველ შემთხვევაში დღეს ბავშვობაში გაქცევა აღარ მჭირდება, რომ ძალა და სიმშვიდე მოვიპოვო. შეიძლება ეს უდიდეს სტრესებთან არის დაკავშირებული, რაც პანდემიამ გამოიწვია და მანამდე ჩემს პირადულ მომენტებს სდევდა. მძიმე ეგზისტენციალური კრიზისი დამემართა, ყველაფერზე შემეცვალა დამოკიდებულება: ცხოვრებაზე, ადამიანებზე, მეგობრებზე, სიყვარულზე, თავზე. ასევე, ჩვენს ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოახდინა მამას წასვლამ.

- იქნებ წარსულის არგახსენების სურვილი იმიტომ გაქრა, რომ აღარ გსურთ ხელახლა "გაიაროთ" ის ტკივილი, რაც შემდგომ წლებში იყო. "ჩაკეტეთ" დრო და ეს ერთგვარი წარსულისგან გაქცევაა...

- არ ვიცი, თუმცა საინტერესო რაკურსი შემომთავაზეთ. ვიფიქრებ ამ თემაზე (იღიმის). შეიძლება მივხვდით, რომ ცხოვრება იმდენად დიდ დანაკარგებთან არის დაკავშირებული, რომ თავს წარსული ბედნიერი მომენტებით ვეღარ იტყუებ. თუმცა, რა თქმა უნდა, გონებაში ნათელი, საოცრად ზღაპრული და მზის სხივებით გადანათებული სურათებიც დამრჩა და ასეთი არაერთია: ძალიან პატარა ვიყავი, მაშინ კოჯორში ვცხოვრობდით და მშობლები თბილისში რეპეტიცია-კონცერტებზე იქიდან დადიოდნენ. საჭესთან მამიკო იჯდა, მის გვერდით დედა, მე უკანა სავარძელი მეკავა. გავიხედე და გზად, ტყეში "დავინახე" ყვავი და ბაჭია, რომელიც აიწონა-დაიწონაზე კატაობდნენ. არ ვიცი, ეს რა იყო, შეიძლება მეძინა და დამესიზმრა. მეორე ასეთივე ეპიზოდი ისევ კოჯრის გზას უკავშირდება, დავინახე ძაღლი და ვირი როგორ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ახლა ამას რომ დაწერთ, ხალხი იფიქრებს, გიჟიაო (იცინის). ეს სურათი დღემდე ნათლად მახსოვს და ამ ამბებს დიდი ხნის განმავლობაში ყველას ვუყვებოდი.

- ვიცი, ძალიან მძიმეა ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით თქვენი ოჯახის ტრაგედიას. ყოველთვის განსაკუთრებული სითბო იგრძნობოდა თემურ წიკლაურის მიმართ. როგორი იყო პირადად თქვენთვის მისი ავადმყოფობისა და გარდაცვალების შემდგომი პერიოდი?

- ეს იმდენად უზარმაზარი მორევი და ტკივილი იყო, იმ პერიოდში თითქოს ნახევრად აქ არ ვიყავი. იმ დროს ემოციის ყველა სპექტრი გამოვიარე. გარდა იმ უდროო და საშინელი დანაკარგისა, რეალობის მიღებამდე მქონდა საშინელი შეგრძნება და რყევის მომენტები, რომელსაც ასეთ დროს ფსიქოლოგიურად ყველა შვილი გადის. ვგულისხმობ განცდას, რომ შვილმა რაღაც ბოლომდე ვერ გააკეთა, რომ თითქოს დამნაშავე ხარ. ვიცით, ეს აბსურდია, მაგრამ მეც მქონდა ეს შეგრძნება. ვინც „კოვიდით“ და მასთან დაკავშირებული გართულებებით ახლობელი დაკარგა, ალბათ ეს ფიქრები უცხო არავისთვისაა.

როცა ადამიანი რეანიმაციაში წევს, ხელოვნურ კომაშია, იცი ცოცხალია, მაგრამ მასთან ურთიერთობა არ შეგიძლია, სულ მოლოდინის რეჟიმში მყოფი არ კარგავ იმედს, რომ შეიძლება ყოველ წუთს რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს. გჯერა, რომ დაძლევს. იცი, როგორი ძლიერია, როგორი სულის პატრონი, როგორ იბრძვის და ბოლოს მაინც დამარცხებული რომ რჩები, ეს კატასტროფაა. ჩვენს შემთხვევაში ეს 40 დღე გრძელდებოდა. არ ვიცი, იმაზე მძიმე რაღა უნდა იყოს, როგორც შვილისთვის ასეთი საყვარელი მამის დაკარგვაა...

- უკაცრავად, რომ ამ ტკივილზე ლაპარაკი გვიწევს...

- არა, საბოდიშო არაფერია. სწორად გამიგეთ, ვფიქრობ, ჩემთვის მოვალეობაცაა მასზე ლაპარაკი, რადგან მამას ხალხის მხრიდან დიდი პატივისცემა ჰქონდა. ის სულ ამბობდა: "მე ვარ ხალხის მსახურებაში". მის ამ პოზიციას დიდ პატივს ვცემდი და დღესაც ვიზიარებ...წაიკითხეთ სრულად