სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

"ბავშვმა მიამბო, რომ მამა ოკუპანტებმა მის თვალწინ მოკლეს... 3 შვილი დამიობლდა" - 14 წლის იურის ამბავი და ოჯახი ბუჩადან, რომლის ცხოვრება ომმა შეცვალა

"ბავშვმა მიამბო, რომ მამა ოკუპანტებმა მის თვალწინ მოკლეს... 3 შვილი დამიობლდა" - 14 წლის იურის ამბავი და ოჯახი ბუჩადან, რომლის ცხოვრება ომმა შეცვალა

ომის დაწყებიდან 1 თვე გავიდა. ამასობაში უამრავი ტრაგედიის მოწმე გავხდით. ამჯერად ერთ-ერთ მათგანზე მინდა გიამბოთ, რომელიც კიევის ოლქში ბუჩაში დატრიალდა.

რუსმა დამპყრობელმა 14 წლის შვილის თვალწინ, მრავალშვილიანი ოჯახის, უიარაღო მამა რუსლან ნეჩეპურენკო დაუნდობლად მოკლეს. ტრაგედია 17 მარტს მოხდა.

მაშინ, როდესაც 47 წლის რუსლან ნეჩეპურენკო, 14 წლის ვაჟთან, იურისთან ერთად, ჰუმანიტარული დახმარებისა და მედიკამენტების მისაღებად რუსი ოკუპანტების მიერ დაპყრობილ ბუჩას ცენტრში გადაადგილდებოდა.

ამ დროისთვის ოჯახს შინ არ ჰქონდა არც გაზი, არც წყალი და ელექტროენერგია ენერგია.

"ველოსიპედებით მივდიოდით. მოულოდნელად, სახლის უკნიდან რუსი ჯარისკაცები გამოვიდნენ. ჩვენ გავჩერდით, ხელები მაღლა ავწიეთ, ვუთხარით რომ უიარაღოები ვიყავით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯარისკაცმა მამას იარაღის ჯერი მიუშვა" - იხსენებს 14 წლის იური.

როგორ ამის შემდეგ რუსმა ჯარისკაცმა იურის ესროლა. ბავშვს 2 ტყვია ხელში მოხვდა. მომხდარის შემდეგ ის უახლოეს თავშესაფარში გაიქცა, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ამის შემდეგ იური შინ დაბრუნდა და დედასა და ძმებს მამის მკვლელობის ამბავი ამცნო.

გარდაცვლილის მეუღლე ალა ნეჩეპურენკო ჰყვება, რომ დამპყრობელმა მის ქმარ-შვილს ჰკითხეს, თუ სად მიდიოდნენ. რუსლამ ნეჩეპურენკომ ხელები ასწია და უპასუხა, რომ პროდუქტის მოსატანად და უკანონო არაფერი ჰქონდათ თან.

"მკლავზე ორივეს თეთრი ლენტი ეკეთა. ბავშვმა მიამბო, რომ მამა მის დასანახად შებრუნდა და სწორედ ამ მომენტში მიუშვეს იარაღი, შვილის თვალწინ" - ჰყვება 14 წლის იურის დედა.

2 დღის განმავლობაში ცდილობდა ოჯახი ცხედრის გამოტანას ტრაგედიის ადგილიდან. როდესაც მოახერხეს და შემთხვევის ადგილზე მოხვდნენ, აღმოაჩინეს რომ მოკლულს ხელიდან მოხსნილი ჰქონდა თეთრი ლენტი. გარდა ამისა მიცვალებული გაძარცვეს, ამოაცალეს საფულე, ტელეფონი და სახლის გასაღებიც კი. ოჯახმა ის საკუთარი სახლის ეზოში დამარხა.

"3 შვილი დამიობლდა. ვხვდებოდი, რომ მათი გადარჩენისთვის რამე უნდა მეღონა. შეგვატყობინეს, რომ 19 მარტს მწვანე დერეფანი იხსნებოდა. შეკრების ადგილას იმ ქუჩით მივდიოდით, სადაც ქმარი მომიკლეს, თან დაგვყვებოდა სროლისა და აფეთქებების ხმა, გვაჩერებდნენ ოკუპანტები, შეშინებულები მივისწრაფოდით სამშვიდობოს და თან გადარჩენისთვის ვლოცულობდით" - იხსენებს გარდაცვლილის მეუღლე.

ოჯახმა მოახერხა ევაკუაცია ჩერკასის ოლქში. იქიდან კი გადავიდნენ კიევში, სადაც 14 წლის ბიჭმა მკურნალობა "ოხმატდიტ"-ის კლინიკაში განაგრძო. მათი ტრაგედიის შესახებ სწორად ამ კლინიკის ფეისბუქ გვერდიდან შევიტყვეთ.