მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლურჯი ოკეანე"  წიგნის პრეზენტაციაზე შემოსულ თანხას უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში რიცხავს
"ლურჯი ოკეანე"  წიგნის პრეზენტაციაზე შემოსულ თანხას უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში რიცხავს

უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ც“ ჩა­ერ­თო და თე­მა­ზე - იდეა, რომ­ლი­საც მწამს - შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. სპი­კე­რებ­მა კარ­ლო ბა­ტას მიერ ერთ წიგ­ნად შეკ­რე­ბი­ლი მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი გა­მოს­ვლე­ბი მი­მო­ი­ხი­ლეს. წიგ­ნი - „მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის მი­მარ­თვე­ბი, რომ­ლებ­მაც ეპო­ქა შეც­ვა­ლა“ - გა­მომ­ცემ­ლო­ბის პრო­ექ­ტის, „ლურ­ჯი ოკე­ა­ნე“ ფარ­გლებ­ში ქარ­თულ ენა­ზე ითარ­გმნა და გა­მო­ი­ცა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წრე­ბად გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა სრუ­ლად გა­და­ი­რი­ცხა უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის ფონდში.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მოს­ცა წიგ­ნი „მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის მი­მარ­თვე­ბი, რომ­ლებ­მაც ეპო­ქა შეც­ვა­ლა“. ეს წიგ­ნი სულ ახ­ლა­ხან გა­მო­ვი­და და ვი­ფიქ­რეთ, მკი­თხვე­ლის­თვის და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მის წარ­სად­გე­ნად შეგ­ვერ­ჩია ფორ­მა­ტი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბოდ­ნენ სპი­კე­რე­ბი სხვა­დას­ხვა სფე­რო­დან. 5-მა სპი­კერ­მა შეხ­ვედ­რის ფარ­გლებ­ში ისა­უბ­რა იმ იდე­ებ­ზე, რომ­ლი­საც თა­ვად სწამთ, რის გარ­შე­მოც ტრი­ა­ლე­ბენ და რის­თვი­საც ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იღ­ვწი­ან. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შე­მო­სუ­ლი თან­ხა სრუ­ლად გა­და­ი­რი­ცხე­ბა უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბის ფონდში. ჩვენ ვცდი­ლობთ, რომ მე­გო­ბარ უკ­რა­ი­ნას მცი­რე­დით, მაგ­რამ მა­ინც, მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ვუ­ცხა­დოთ,“ - აღ­ნიშ­ნა მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძემ, „პა­ლიტ­რა L-ის“ პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე სპი­კე­რებს შო­რის იყ­ვნენ: და­ვით ჩიკ­ვა­ი­ძე, ან­დრო დგე­ბუ­ა­ძე, და­ვით კენ­ჭა­ძე, თა­თია დო­ლი­ძე და ნინო ზამ­ბა­ხი­ძე. მათ ისა­უბ­რეს თა­ვი­ანთ იდე­ებ­ზე, სი­ტყვით გა­მოს­ვლის ძა­ლა­სა და გავ­ლე­ნა­ზე, მსმე­ნელს მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის გა­მოს­ვლე­ბის შე­სა­ხებ მო­საზ­რე­ბე­ბი გა­უ­ზი­ა­რეს. ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­დე­რა­ტო­რი გახ­ლდათ ნატა ასა­თი­ა­ნი.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერთი სპი­კე­რის თა­თია დო­ლი­ძის თქმით, იდე­ე­ბის გაც­ვლის პრო­ცეს­მა სა­ინ­ტე­რე­სოდ და პრო­დუქ­ტი­უ­ლად ჩა­ი­ა­რა.

„ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ვი­სა­უბ­რეთ იმ იდე­ებ­ზე, რომ­ლი­საც გვწამს, აუ­დი­ტო­რი­ას გა­ვუ­ზი­ა­რე ჩემი მრწამ­სი სი­ტყვის ძა­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მას სამ­ყა­როს შეც­ვლაც შე­უძ­ლია და რო­დე­საც ადა­მი­ანს შე­სა­ფე­რი­სი სი­ტყვე­ბი მო­ე­პო­ვე­ბა, არ არ­სე­ბობს რა­ი­მე, რისი მიღ­წე­ვაც არ შე­უძ­ლია,“ - აღ­ნიშ­ნა მან.

კარ­ლო ბა­ტას კრე­ბუ­ლი „მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის გა­მოს­ვლე­ბი, რომ­ლებ­მაც ეპო­ქა“ შეც­ვა­ლა მო­ი­ცავს 38 სხვა­დას­ხვა დრო­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ და გავ­ლე­ნი­ან სი­ტყვას, რომ­ლე­ბიც დღე­საც პო­პუ­ლა­რუ­ლია და ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის წევ­რი თა­ვის გან­ცხა­დე­ბებ­ში იყე­ნებს ხოლ­მე. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მოს­ვლე­ბი თა­ვის ის­ტო­რი­ულ კონ­ტექ­სტთან ერ­თად, ქარ­თულ ენა­ზეა ნა­თარ­გმნი და მისი შე­ძე­ნა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია. ონ­ლა­ინ შე­სა­ძე­ნად კი და­ა­ჭი­რეთ აქ.

ავტორი:

"ლურჯი ოკეანე"  წიგნის პრეზენტაციაზე შემოსულ თანხას უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში რიცხავს

"ლურჯი ოკეანე"  წიგნის პრეზენტაციაზე შემოსულ თანხას უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში რიცხავს

უკრაინის მხარდამჭერ აქციაში გამომცემლობა „პალიტრა L-ც“ ჩაერთო და თემაზე - იდეა, რომლისაც მწამს - შეხვედრა გაიმართა. სპიკერებმა კარლო ბატას მიერ ერთ წიგნად შეკრებილი მსოფლიო ლიდერების ყველაზე დასამახსოვრებელი გამოსვლები მიმოიხილეს. წიგნი - „მსოფლიო ლიდერების მიმართვები, რომლებმაც ეპოქა შეცვალა“ - გამომცემლობის პროექტის, „ლურჯი ოკეანე“ ფარგლებში ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა.

ღონისძიებაზე დასასწრებად გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხა უკრაინის მხარდაჭერის ფონდში.

გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ „ლურჯი ოკეანის“ პროექტის ფარგლებში გამოსცა წიგნი „მსოფლიო ლიდერების მიმართვები, რომლებმაც ეპოქა შეცვალა“. ეს წიგნი სულ ახლახან გამოვიდა და ვიფიქრეთ, მკითხველისთვის და ფართო საზოგადოებისთვის მის წარსადგენად შეგვერჩია ფორმატი, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნებოდნენ სპიკერები სხვადასხვა სფეროდან. 5-მა სპიკერმა შეხვედრის ფარგლებში ისაუბრა იმ იდეებზე, რომლისაც თავად სწამთ, რის გარშემოც ტრიალებენ და რისთვისაც ამდენი ხნის განმავლობაში იღვწიან. ღონისძიებაზე შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის დახმარების ფონდში. ჩვენ ვცდილობთ, რომ მეგობარ უკრაინას მცირედით, მაგრამ მაინც, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ,“ - აღნიშნა მარიამ გიორგაძემ, „პალიტრა L-ის“ პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

წიგნის პრეზენტაციაზე სპიკერებს შორის იყვნენ: დავით ჩიკვაიძე, ანდრო დგებუაძე, დავით კენჭაძე, თათია დოლიძე და ნინო ზამბახიძე. მათ ისაუბრეს თავიანთ იდეებზე, სიტყვით გამოსვლის ძალასა და გავლენაზე, მსმენელს მსოფლიო ლიდერების გამოსვლების შესახებ მოსაზრებები გაუზიარეს. ღონისძიების მოდერატორი გახლდათ ნატა ასათიანი.

ღონისძიების ერთ-ერთი სპიკერის თათია დოლიძის თქმით, იდეების გაცვლის პროცესმა საინტერესოდ და პროდუქტიულად ჩაიარა.

„ღონისძიების ფარგლებში ვისაუბრეთ იმ იდეებზე, რომლისაც გვწამს, აუდიტორიას გავუზიარე ჩემი მრწამსი სიტყვის ძალასთან დაკავშირებით, რომ მას სამყაროს შეცვლაც შეუძლია და როდესაც ადამიანს შესაფერისი სიტყვები მოეპოვება, არ არსებობს რაიმე, რისი მიღწევაც არ შეუძლია,“ - აღნიშნა მან.

კარლო ბატას კრებული „მსოფლიო ლიდერების გამოსვლები, რომლებმაც ეპოქა“ შეცვალა მოიცავს 38 სხვადასხვა დროში მცხოვრები ადამიანის ყველაზე დასამახსოვრებელ და გავლენიან სიტყვას, რომლებიც დღესაც პოპულარულია და ბევრი პოლიტიკოსი თუ საზოგადოებრივი მოძრაობის წევრი თავის განცხადებებში იყენებს ხოლმე. აღნიშნული გამოსვლები თავის ისტორიულ კონტექსტთან ერთად, ქართულ ენაზეა ნათარგმნი და მისი შეძენა წიგნის მაღაზიებში უკვე შესაძლებელია. ონლაინ შესაძენად კი დააჭირეთ აქ.