საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარკვეული ასაკიდან უფლება გვაქვს, ჩუმად წავიდეთ ჯოჯოხეთში" - ალენ დელონი აპირებს, როცა დრო მოვა, სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულოს
"გარკვეული ასაკიდან უფლება გვაქვს, ჩუმად წავიდეთ ჯოჯოხეთში" - ალენ დელონი აპირებს, როცა დრო მოვა, სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულოს

ლე­გენ­და­რულ ფრანგ მსა­ხი­ობს, ალენ დე­ლონს არ სურს იყოს უძ­ლუ­რი მო­ხუ­ცი, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა სტან­ჯავს და უნდა, რომ სი­ცო­ცხლე ევ­თა­ნა­ზი­ით და­ას­რუ­ლოს. ამ თე­მა­ზე ფრან­გულ RTL-თან ალენ დე­ლო­ნის ვაჟ­მა, ენ­ტო­ნი დე­ლონ­მა ისა­უბ­რა.

ენ­ტო­ნის თქმით, მა­მამ მას სთხო­ვა ამის შე­სა­ხებ და გა­ან­დო თა­ვი­სი გან­ზრახ­ვა. უმ­ცრო­სი დე­ლო­ნის თქმით, ის დაჰ­პირ­და მა­მას, რომ ასე­თი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის დროს, როცა ამის დრო დად­გე­ბა, მის გვერ­დით იქ­ნე­ბო­და.

ალენ და ენ­ტო­ნი დე­ლო­ნე­ბი

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ნამ­დე ალენ დე­ლონ­მა TV5 Monde-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ ის არ იყო ევ­თა­ნა­ზი­ის წი­ნა­აღ­მდე­გი.

"მე ვცხოვ­რობ შვე­ი­ცა­რი­ა­ში, სა­დაც ევ­თა­ნა­ზია ლე­გა­ლუ­რია და ამის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვარ იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ზე ლო­გი­კუ­რი და ბუ­ნებ­რი­ვია. გარ­კვე­უ­ლი ასა­კი­დან ჩვენ უფ­ლე­ბა გვაქვს ჩუ­მად წა­ვი­დეთ ჯო­ჯო­ხეთ­ში - სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის, ინექ­ცი­ე­ბის და სხვა ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე.

და­ბე­რე­ბა სა­ში­ნე­ლე­ბაა! და ჩვენ ვე­რა­ფერს ვი­ზამთ. ვკარ­გავთ სა­ხეს, მხედ­ვე­ლო­ბას, ფეხ­ზე ვერ ვდგე­ბით. ტან­ჯვა სა­ში­ნე­ლე­ბაა“, - ამ­ბობ­და მსა­ხი­ო­ბი.

2020 წლის ივ­ნის­ში ის პა­რი­ზის კლი­ნი­კა­ში შა­კი­კის მწვა­ვე შე­ტე­ვით მო­ა­თავ­სეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მის­მა შვილ­მა მე­დი­ას­თან თქვა, რომ მსა­ხი­ობ­მა ინ­სულ­ტი მი­ი­ღო და შვე­ი­ცა­რი­ის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და, სა­დაც გა­მო­ჯან­მრთელ­და.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
4

თვითმკვლელობა არის მიუტევებელი ცოდვა, მხოლოდ იმიტომ რომ ფიზიკურად დრო აღარ რჩება ადამიანს უკვე ჩადენილი ცოდვის მონანიების - ეს თავის დროზე მათემატიკის მასწავლებელმა აგვიხსნა მე-5 კლასელებს და დღემდე მახსოვს იმდენად ჩამებეჭდა ტვინში. ხოლო მოგვიანებით ერთ-ერთი სასულიერო პირის სტატია წავიკითხე, სადაც ის საუბრობდა იმაზე, რომ გარდაცვალების მერე, როდესაც ადამიანი უფლის წინაშე წარდგება მას "მეტყველების უნარი" ერთმევა და აღარ შეუძლია თვითონ პატიების თხოვნა, ამანაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და დამაფიქრა იმაზე, რომ ასეთი ერთი შეხედვით მარტივი და სრულიად ბუნებრივი რამ, რაც მეტყველებაა და ზოგადად ემოციის ვერბალურად გამოხატვა, თურმე სინამდვილეში რამხელა მადლი ყოფილა, რომელიც შანს გვიტოვებს ამქვეყნადვე შევთხოვოთ უფალს შენდობა, ვინაიდან იმქვეყნად ეს უნარიც წაგვერთმევა.

ნინა
1

მართლა მომეწურა გული,რა ცუდად უნდა იყოს ადამიანი,ასე რომ იფიქროს!მეტირება,მიდიან ეპოქალური ადამიანები და ადამიანური ეპოქაც მთავრდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"გარკვეული ასაკიდან უფლება გვაქვს, ჩუმად წავიდეთ ჯოჯოხეთში" - ალენ დელონი აპირებს, როცა დრო მოვა, სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულოს

"გარკვეული ასაკიდან უფლება გვაქვს, ჩუმად წავიდეთ ჯოჯოხეთში" - ალენ დელონი აპირებს, როცა დრო მოვა, სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულოს

ლეგენდარულ ფრანგ მსახიობს, ალენ დელონს არ სურს იყოს უძლური მოხუცი, რომელსაც სხვადასხვა დაავადება სტანჯავს და უნდა, რომ სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულოს. ამ თემაზე ფრანგულ RTL-თან ალენ დელონის ვაჟმა, ენტონი დელონმა ისაუბრა.

ენტონის თქმით, მამამ მას სთხოვა ამის შესახებ და გაანდო თავისი განზრახვა. უმცროსი დელონის თქმით, ის დაჰპირდა მამას, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმის დროს, როცა ამის დრო დადგება, მის გვერდით იქნებოდა.

ალენ და ენტონი დელონები

აღსანიშნავია, რომ მანამდე ალენ დელონმა TV5 Monde-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ის არ იყო ევთანაზიის წინააღმდეგი.

"მე ვცხოვრობ შვეიცარიაში, სადაც ევთანაზია ლეგალურია და ამის წინააღმდეგი არ ვარ იმიტომ, რომ ყველაზე ლოგიკური და ბუნებრივია. გარკვეული ასაკიდან ჩვენ უფლება გვაქვს ჩუმად წავიდეთ ჯოჯოხეთში - საავადმყოფოების, ინექციების და სხვა ყველაფრის გარეშე.

დაბერება საშინელებაა! და ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. ვკარგავთ სახეს, მხედველობას, ფეხზე ვერ ვდგებით. ტანჯვა საშინელებაა“, - ამბობდა მსახიობი.

2020 წლის ივნისში ის პარიზის კლინიკაში შაკიკის მწვავე შეტევით მოათავსეს. მოგვიანებით, მისმა შვილმა მედიასთან თქვა, რომ მსახიობმა ინსულტი მიიღო და შვეიცარიის კლინიკაში მკურნალობდა, სადაც გამოჯანმრთელდა.

წყარო