ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას პროკურორ კარიმ ხანსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას შეხვედრის შესახებ. ცნობისთვის, კარიმ ხანი უკრაინაში იმყოფება.
გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრას ესწრებოდა უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა.
📢 Prosecutor #KarimAAKhanQC met w/ FM @DmytroKuleba & Prosecutor General I. Venediktova in #Ukraine to discuss situation on the ground: “Grateful to Ukrainian authorities for receiving me in incredibly challenging circumstances. Pursuit of #justice requires us to work together.” pic.twitter.com/cee059BKgN
— Int'l Criminal Court (@IntlCrimCourt) March 16, 2022
"მადლობელი ვარ უკრაინის ხელისუფლების, რომ მიმიღეს წარმოუდგენლად რთულ ვითარებაში. სამართლიანობისკენ სწრაფვა ჩვენგან ერთად მუშაობას მოითხოვს“, - ციტირებს პროკურორ კარიმ ხანის სიტყვებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.
პოსტს თან ახლავს შეხვედრის ამსახველი ფოტოც, რომელზეც ჩანს საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის გენერალური პროკურორის თანაშემწის პოსტს იკავებს.
ქოცებო თქვენ გული არ დაგწყდეთ, ბოტასების ქურდი არავის ყოლია გენ პროკურორად! თან ფანჯრიდან იპარავდა თურმე, პროფესიონალ დე პუვა!
"მეგობარი" უკრაინის მთავრობა.