სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამერიკაში პირველად და როგორც ჩანს, საბოლოოდ 9 წლის ასაკში ვიყავი... ვამაყობ, რომ რუსი ვარ" - პესკოვის ქალიშვილი აშშ-ის სანქციებს "სიგიჟეს" უწოდებს
"ამერიკაში პირველად და როგორც ჩანს, საბოლოოდ 9 წლის ასაკში ვიყავი... ვამაყობ, რომ რუსი ვარ" - პესკოვის ქალიშვილი აშშ-ის სანქციებს "სიგიჟეს" უწოდებს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რის, დი­მიტ­რი პეს­კო­ვის ცოლი და ორი შვი­ლიც არი­ან. ლიზა პეს­კო­ვამ აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია Антиглянец-ის ტე­ლეგ­რამ არხზე და­ა­ფიქ­სი­რა და ამე­რი­კე­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "სი­გი­ჟე" უწო­და.

"ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პრესმდივ­ნის ქა­ლიშ­ვილ­მა, ლიზა პეს­კო­ვამ, რო­მე­ლიც სან­ქცი­ე­ბის სი­ა­ში იყო შეყ­ვა­ნი­ლი, ექ­სკლუ­ზი­უ­რად მოგ­ვწე­რა, თუ რას ფიქ­რობს ამის შე­სა­ხებ. მის წე­რილს სრუ­ლად გთა­ვა­ზობთ ავ­ტო­რის მარ­თლწე­რა და პუნ­ქტუ­ა­ცია და­ცუ­ლია" - ვკი­თხუ­ლობთ Антиглянец-ის ტე­ლეგ­რამ არხზე.

ლიზა პეს­კო­ვა:

"დღეს წა­ვი­კი­თხე სან­ქცი­ე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ზე აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და ხა­ზი­ნის მიერ და­წეს­და. ჩემი აზ­რით, სი­გი­ჟეა სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა ზრდას­რულ ბავ­შვებ­ზე, რომ­ლე­ბიც დიდი ხა­ნია პი­რა­დად წარ­მარ­თა­ვენ პრო­ფე­სი­ულ ცხოვ­რე­ბას. ასე­თი წე­სე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შე­გიძ­ლი­ათ და­ი­წყოთ ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში და ყვე­ლა ოჯა­ხის ის­ტო­რია გა­არ­კვი­ოთ და და­ი­წყოთ ბავ­შვე­ბი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის დევ­ნა, რო­მელ­თა წი­ნაპ­რე­ბის ქმე­დე­ბებს ვინ­მე არ ეთან­ხმე­ბა. გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მე ვცხოვ­რობ მდიდ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სით, იუ­რი­დი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ვერ უძ­ლებს შე­მოწ­მე­ბას.

მე­ტიც, ისი­ნი, რბი­ლად რომ ვთქვათ, უც­ნა­უ­რია იმ ქვეყ­ნის­თვის, რო­მე­ლიც თავს კა­ნო­ნი­ერ სა­ხელ­მწი­ფოდ თვლის. ჩვენ ასე­ვე მშვე­ნივ­რად გვეს­მის, რომ ასე­თი "ჯა­დოქ­რებ­ზე ნა­დი­რო­ბი­სა" და ყვე­ლა­ფე­რი რუ­სუ­ლის მი­მართ გაბ­რა­ზე­ბა და სი­ძულ­ვი­ლის დრო აშ­კა­რად არ არის. რო­გორც ჩანს, უფ­ლე­ბე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დარ­ჩა სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

მთე­ლი გუ­ლით მინ­და ვურ­ჩიო ამე­რი­კელ პო­ლი­ტი­კო­სებს, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ ვი­ეტ­ნამ­ში მებ­რძოლ­თა შვი­ლებს, რომ­ლებ­მაც და­ბომ­ბეს იუ­გოს­ლა­ვია, რა თქმა უნდა, არ და­ი­ვი­წყოთ კო­რეა, ლი­ბია, ერა­ყი, ავ­ღა­ნე­თი...

ამე­რი­კა­ში პირ­ვე­ლად და რო­გორც ჩანს, სა­ბო­ლო­ოდ 9 წლის ასაკ­ში ვი­ყა­ვი... მე მეს­მის, რომ ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებს არა­ფე­რი აქვთ სა­ერ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას­თან არც ამე­რი­კა­ში და არც რუ­სეთ­ში... მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა მხა­რეს, შე­წყვი­ტონ ჯა­დოქ­რებ­ზე ნა­დი­რო­ბა, რო­მე­ლიც და­ი­წყო. მაგ­რამ ზო­გა­დად, მინ­და და­ვა­მა­ტო, რომ ვა­მა­ყობ, რომ რუსი ვარ".

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ლიზა პეს­კო­ვამ რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ინ­სტაგ­რა­მის" "სთო­რი­ში" გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარ­წე­რა, "არა ომს". თუმ­ცა "ინ­სტაგ­რა­მი­დან" მისი ეს პოს­ტი მა­ლე­ვე წა­ი­შა­ლა.

ლიზა დი­მიტ­რი პეს­კო­ვის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლია, მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან. ის ლი­ზას დე­დას, ეკა­ტე­რი­ნა სო­ლო­ცინ­სკა­ი­ას 2012 წელს და­შორ­და. მას შემ­დეგ, ეკა­ტე­რი­ნა პა­რიზ­ში რუ­სუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო.

ელი­ზა­ვე­ტა პეს­კო­ვა 11 წლი­დან პა­რიზ­ში ცხოვ­რობ­და და სწავ­ლობ­და, რუ­სეთ­ში იშ­ვი­ა­თად ჩა­დი­ო­და. გო­გო­ნა ხუთ ენა­ზე სა­უბ­რობს. ბოლო პე­რი­ოდ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს მოს­კო­ვი­დან.

2016 წელს რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცია - იმ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პა­ში იღებ­დნენ გა­ნათ­ლე­ბას, რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ, სას­ტი­კად გა­აპ­რო­ტეს­ტა.

"ეს რუ­სე­თის­თვის ძა­ლი­ან მომ­გე­ბი­ა­ნია და არა­ნა­ი­რად არ აზი­ა­ნებს პატ­რი­ო­ტიზმს. ევ­რო­პა­ში ცხოვ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, რუ­სე­თის­თვი­საც ძა­ლი­ან მომ­გე­ბი­ა­ნია, თუ კი მას სწო­რად გა­მო­ი­ყე­ნებ…" - აცხა­დებ­და ელი­ზა­ვე­ტა. მის­მა გან­ცხა­დე­ბამ, რომ რუ­სე­თის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა არის "შხა­მი", რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მწვა­ვე რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტტ
3

კადიროვის დაგეტყო თუ არ გიწერს მაინც სოჩიკი და მიუშვი?🤣🤣🤣🤣

ლდ
7

ჩამოვიდეს პაწა ხანს, შევიფარებ, პატივს ვცემ ბოლომდე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ამერიკაში პირველად და როგორც ჩანს, საბოლოოდ 9 წლის ასაკში ვიყავი... ვამაყობ, რომ რუსი ვარ" - პესკოვის ქალიშვილი აშშ-ის სანქციებს "სიგიჟეს" უწოდებს

"ამერიკაში პირველად და როგორც ჩანს, საბოლოოდ 9 წლის ასაკში ვიყავი... ვამაყობ, რომ რუსი ვარ" - პესკოვის ქალიშვილი აშშ-ის სანქციებს "სიგიჟეს" უწოდებს

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლი და ორი შვილიც არიან. ლიზა პესკოვამ აღნიშნულ ფაქტზე საკუთარი პოზიცია Антиглянец-ის ტელეგრამ არხზე დააფიქსირა და ამერიკელების გადაწყვეტილებას "სიგიჟე" უწოდა.

"ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის ქალიშვილმა, ლიზა პესკოვამ, რომელიც სანქციების სიაში იყო შეყვანილი, ექსკლუზიურად მოგვწერა, თუ რას ფიქრობს ამის შესახებ. მის წერილს სრულად გთავაზობთ ავტორის მართლწერა და პუნქტუაცია დაცულია" - ვკითხულობთ Антиглянец-ის ტელეგრამ არხზე.

ლიზა პესკოვა:

"დღეს წავიკითხე სანქციების ფორმულირება, რომელიც ჩემზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ხაზინის მიერ დაწესდა. ჩემი აზრით, სიგიჟეა სანქციების დაწესება ზრდასრულ ბავშვებზე, რომლებიც დიდი ხანია პირადად წარმართავენ პროფესიულ ცხოვრებას. ასეთი წესებით ხელმძღვანელობა შეგიძლიათ დაიწყოთ ევროპასა და ამერიკაში და ყველა ოჯახის ისტორია გაარკვიოთ და დაიწყოთ ბავშვებისა და შვილიშვილების დევნა, რომელთა წინაპრების ქმედებებს ვინმე არ ეთანხმება. განცხადებები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მე ვცხოვრობ მდიდრული ცხოვრების წესით, იურიდიული თვალსაზრისით ვერ უძლებს შემოწმებას.

მეტიც, ისინი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია იმ ქვეყნისთვის, რომელიც თავს კანონიერ სახელმწიფოდ თვლის. ჩვენ ასევე მშვენივრად გვესმის, რომ ასეთი "ჯადოქრებზე ნადირობისა" და ყველაფერი რუსულის მიმართ გაბრაზება და სიძულვილის დრო აშკარად არ არის. როგორც ჩანს, უფლებები განსხვავებული დარჩა სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის.

მთელი გულით მინდა ვურჩიო ამერიკელ პოლიტიკოსებს, ყურადღება მიაქციონ ვიეტნამში მებრძოლთა შვილებს, რომლებმაც დაბომბეს იუგოსლავია, რა თქმა უნდა, არ დაივიწყოთ კორეა, ლიბია, ერაყი, ავღანეთი...

ამერიკაში პირველად და როგორც ჩანს, საბოლოოდ 9 წლის ასაკში ვიყავი... მე მესმის, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს არაფერი აქვთ საერთო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებასთან არც ამერიკაში და არც რუსეთში... მიუხედავად ამისა, მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეწყვიტონ ჯადოქრებზე ნადირობა, რომელიც დაიწყო. მაგრამ ზოგადად, მინდა დავამატო, რომ ვამაყობ, რომ რუსი ვარ".

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ ლიზა პესკოვამ რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით "ინსტაგრამის" "სთორიში" გამოაქვეყნა წარწერა, "არა ომს". თუმცა "ინსტაგრამიდან" მისი ეს პოსტი მალევე წაიშალა.

ლიზა დიმიტრი პესკოვის უფროსი ქალიშვილია, მეორე ქორწინებიდან. ის ლიზას დედას, ეკატერინა სოლოცინსკაიას 2012 წელს დაშორდა. მას შემდეგ, ეკატერინა პარიზში რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი იყო.

ელიზავეტა პესკოვა 11 წლიდან პარიზში ცხოვრობდა და სწავლობდა, რუსეთში იშვიათად ჩადიოდა. გოგონა ხუთ ენაზე საუბრობს. ბოლო პერიოდში ხშირად აქვეყნებს ფოტოებს მოსკოვიდან.

2016 წელს რუსი დეპუტატების რეკომენდაცია - იმ მაღალჩინოსნების შვილები, რომლებიც ევროპაში იღებდნენ განათლებას, რუსეთში დაბრუნებულიყვნენ, სასტიკად გააპროტესტა.

"ეს რუსეთისთვის ძალიან მომგებიანია და არანაირად არ აზიანებს პატრიოტიზმს. ევროპაში ცხოვრების გამოცდილება, რუსეთისთვისაც ძალიან მომგებიანია, თუ კი მას სწორად გამოიყენებ…" - აცხადებდა ელიზავეტა. მისმა განცხადებამ, რომ რუსეთის განათლების სისტემა არის "შხამი", რუსი ინტერნეტმომხმარებლების მწვავე რეაქცია გამოიწვია.