სამართალი
პოლიტიკა

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის რეჟიმის მიერ შედგენილი "შავი სიები" - მომღერლების ნაწილს კონცერტებში მონაწილეობა, ნაწილს კი სცენაზე ომის ხსენება აეკრძალა
პუტინის რეჟიმის მიერ შედგენილი "შავი სიები" - მომღერლების ნაწილს კონცერტებში მონაწილეობა, ნაწილს კი სცენაზე ომის ხსენება აეკრძალა
  • ფო­ტო­ზე: ვა­ლე­რი მე­ლა­ძე, სვეტ­ლა­ნა ლო­ბო­და, მაქ­სიმ გალ­კი­ნი

ჯერ კი­დევ ერთი კვი­რის წინ ვწერ­დით, რომ რუ­სეთ­ში და­ი­წყეს შავი სი­ე­ბის შედ­გე­ნა. მათ­ში შეჰ­ყავთ ის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მიერ და­წყე­ბულ ომს "სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია“ არ უწო­დეს.

რუ­სულ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ხე­ლო­ვან­თა სია და სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტი, რო­მელ­ზე ხე­ლის მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­ში, მათ უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბათ სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლის დროს, "სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია“ რა­ი­მე ფორ­მით ახ­სე­ნონ.

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკვე აღარ მა­ლავს, რომ რუ­სეთ­ში უკ­რა­ი­ნე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის კონ­ცერ­ტე­ბი და სიმ­ღე­რე­ბი აიკ­რძა­ლა. აკ­რძალ­ვე­ბი შე­ე­ხოთ ომის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე რუს ვარ­სკვლა­ვებ­საც.

აკ­რძალ­ვებს ღიად არა­ვინ აპ­რო­ტეს­ტებს, რად­გან ეში­ნი­ათ, რომ ხვალ და­ა­კა­ვე­ბენ და მათ და ასე­ვე მათი ოჯა­ხის წევ­რებს საფრ­თხე შე­ექ­მნე­ბათ. მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას, ერთ-ერთი რუსი პრო­დი­უ­სე­რი ანო­ნი­მუ­რად ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს და ამ­ბობს, რომ მათ უკვე შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მე­ბი ე.წ. მტრის ვარ­სკვლა­ვე­ბის კონ­ცერ­ტებ­ში ჩას­მა­ზე. ესე­ნი სწო­რედ ის რუსი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი არი­ან, ვი­საც პუ­ტი­ნის მიერ და­წყე­ბუ­ლი ომი არ მოს­წონთ.

პრო­დი­უ­სე­რი ამ­ბობს, რომ გა­სულ შა­ბათ-კვი­რას ისი­ნი დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთ ბარ­ში კონ­ცერ­ტის­თვის ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, რომ­ლის და­წყე­ბამ­დეც, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მის­ცეს მუ­სი­კო­სე­ბის სია, რო­მელ­თაც უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ სცე­ნა­ზე ემ­ღე­რათ.

სი­ა­ში იყ­ვნენ: ვა­ლე­რი მე­ლა­ძე, მაქ­სიმ გალ­კი­ნი, ბო­რის გრე­ბენ­ში­კო­ვი, სვეტ­ლა­ნა ლო­ბო­და, ვერა ბრეჟნე­ვა, მო­ნა­ტი­კი, ოკე­ან ელზი და სხვე­ბი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სია ცნო­ბი­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის ტურ­ნე­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­საც და­ეგ­ზავ­ნათ. ისი­ნი ხმას ვერ იღე­ბენ, მაგ­რამ პი­რად სა­უბ­რებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ასე­თი აკ­რძალ­ვე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან უკი­დუ­რე­სად არა­სა­სურ­ვე­ლია. სიას თუ გა­დავ­ხე­დავთ, იქ ვერ ნა­ხავთ იმ ვარ­სკვლა­ვებს, რომ­ლებ­მაც ომი ერ­თდღი­ა­ნი "ინ­სტაგ­რამსთო­რით" გა­აპ­რო­ტეს­ტეს, სა­დაც ეწე­რა, "არა ომს"...

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
------------
2

ესენი გმირები არიან, როცა კომფორტის ზონაზე ამბობ უარს!! ესაა გმირობა და იცი თუ არ შეიცვლება სიცოცხლის ბოლომდე მტარდ ხარ შერაცხული ბრბოს მიერ, მარტო იმიტომ რომ სიმართლე თქვი!!!!

-------
3

ჩრდილოეთ კორეა!! და შეიძლება უარესიც!!!

ავტორი:

პუტინის რეჟიმის მიერ შედგენილი "შავი სიები" - მომღერლების ნაწილს კონცერტებში მონაწილეობა, ნაწილს კი სცენაზე ომის ხსენება აეკრძალა

პუტინის რეჟიმის მიერ შედგენილი "შავი სიები" - მომღერლების ნაწილს კონცერტებში მონაწილეობა, ნაწილს კი სცენაზე ომის ხსენება აეკრძალა
  • ფოტოზე: ვალერი მელაძე, სვეტლანა ლობოდა, მაქსიმ გალკინი

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ვწერდით, რომ რუსეთში დაიწყეს შავი სიების შედგენა. მათში შეჰყავთ ის ცნობილი ადამიანები, ვინც ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებულ ომს "სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ არ უწოდეს.

რუსულ მედიაში ვრცელდება ხელოვანთა სია და სპეციალური კონტრაქტი, რომელზე ხელის მოწერის შემთხვევაში, მათ უფლება არ ექნებათ სცენაზე გამოსვლის დროს, "სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ რაიმე ფორმით ახსენონ.

რუსეთის ხელისუფლება უკვე აღარ მალავს, რომ რუსეთში უკრაინელი შემსრულებლების კონცერტები და სიმღერები აიკრძალა. აკრძალვები შეეხოთ ომის მოწინააღმდეგე რუს ვარსკვლავებსაც.

აკრძალვებს ღიად არავინ აპროტესტებს, რადგან ეშინიათ, რომ ხვალ დააკავებენ და მათ და ასევე მათი ოჯახის წევრებს საფრთხე შეექმნებათ. მედიასთან საუბრისას, ერთ-ერთი რუსი პროდიუსერი ანონიმურად ყოფნას ამჯობინებს და ამბობს, რომ მათ უკვე შეექმნათ პრობლემები ე.წ. მტრის ვარსკვლავების კონცერტებში ჩასმაზე. ესენი სწორედ ის რუსი შემსრულებლები არიან, ვისაც პუტინის მიერ დაწყებული ომი არ მოსწონთ.

პროდიუსერი ამბობს, რომ გასულ შაბათ-კვირას ისინი დედაქალაქის ერთ-ერთ ბარში კონცერტისთვის ემზადებოდნენ, რომლის დაწყებამდეც, ორგანიზატორებმა მისცეს მუსიკოსების სია, რომელთაც უფლება არ ჰქონდათ სცენაზე ემღერათ.

სიაში იყვნენ: ვალერი მელაძე, მაქსიმ გალკინი, ბორის გრებენშიკოვი, სვეტლანა ლობოდა, ვერა ბრეჟნევა, მონატიკი, ოკეან ელზი და სხვები.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სია ცნობილი შემსრულებლების ტურნეების ორგანიზატორებსაც დაეგზავნათ. ისინი ხმას ვერ იღებენ, მაგრამ პირად საუბრებში ამბობენ, რომ ასეთი აკრძალვები ხელისუფლების მხრიდან უკიდურესად არასასურველია. სიას თუ გადავხედავთ, იქ ვერ ნახავთ იმ ვარსკვლავებს, რომლებმაც ომი ერთდღიანი "ინსტაგრამსთორით" გააპროტესტეს, სადაც ეწერა, "არა ომს"...