უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის და მისი რეზიდენტების ქონების იძულებითი წესით ჩამორთმევის უფლებას იძლევა.
ახლი კანონის მიხედვით, ქონების ჩამორთმევა ყოველგვარი კომპენსაციის გადახდის გარეშე მოხდება. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადის პრესსამსახური ავრცელებს.
"უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ უმაღლესი რადის მიერ მიღებულ კანონს ხელი მოაწერა, რომელიც უკრაინაში იძულებითი წესით რუსეთის ფედერაციისა და მისი რეზიდენტების ქონების ჩამორთმევას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული კანონი ადგენს რუსეთის ფედერაციისა და მისი რეზიდენტების ქონების იძულებითი ჩამორთმევის სამართლებრივ ნორმებს იმ მოტივით, თუ ამას საზოგადოებრივი საჭიროება მოითხოვს (მათ შორის, თუკი ეს აუცილებლად საჭიროა სამხედრო ვითარების გამო). კანონში რუსეთი მოხსენიებულია, როგორც სახელმწიფო, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო.
იხილეთ ასევე:
ყიდულობენ კი არა, იყიდეს 2008 წლის შემდეგ, და სად,იყვნენ ვაიპატრიოტები მაშინ? თუ , ომით მიღებული სარგებლის განაწილებით იყვნენ დაინტერესებულნი. ოპოზიციას (მაშინდელს) ხმა უნდა ამოეღო, შავზე უნდა შავი ეთქვა და თეთრზე თეთრი, ხალხის დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ. აი, დემოკრატია მაშინ გაიმარჯვებდა საქართველოში. გერმანელებმა ნაცისტებს პასუხი რომ აგებინეს, იმიტომ გაერთიანდა, დღეს კი ანგარიშგასაწევი ქვეყანაა მტრისგანაც და მოყვრისგანაც.
მაგ კანონით ანაქიას და მარადიორებს გაუხსნა გზა. 37 წელშიც არ იყო ეგეთი განუკითხავი კანონი, რაღაცას ექვემდებარებოდა