სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცრემლი მახრჩობს, რომ ყველაზე საჭირო დროს მასთან არ ვიყავი, ის ვერასდროს ჩაეხუტება დედას, მამა ვერასდროს მიაცილებს საკურთხევლამდე" - შანაი ბრუკის ძმა დის მკვლელის უმკაცრეს დასჯას ითხოვს
"ცრემლი მახრჩობს, რომ ყველაზე საჭირო დროს მასთან არ ვიყავი, ის ვერასდროს ჩაეხუტება დედას, მამა ვერასდროს მიაცილებს საკურთხევლამდე" - შანაი ბრუკის ძმა დის მკვლელის უმკაცრეს დასჯას ითხოვს

შა­ნა­იმ ყვე­ლა­ფე­რი და­კარ­გა, ყვე­ლა მისი ოც­ნე­ბა დას­რულ­და, ის ვე­ღა­რას­დროს ვე­ღარ გა­ი­ცი­ნებს, ის ვე­რას­დროს იგ­რძნობს სით­ბოს, როცა ჩა­ე­ხუ­ტე­ბა დე­დას და ვე­რას­დროს გახ­დე­ბა თა­ვად დედა, - ამის შე­სა­ხებ მოკ­ლუ­ლი შა­ნაი ბრუ­კი ედ­ვარდსის ძმამ, ტა­ი­სონ ედ­ვარდსმა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ოჯა­ხი სა­სა­მარ­თლოს­გან ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ უვა­დო პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვს და სწო­რედ, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა პა­სუ­ხი, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის უდა­ნა­შა­უ­ლო ქა­ლის სი­ცო­ცხლე.

"მე მო­ვე­დი თქვენ წი­ნა­შე, რო­გორც შა­ნა­ის ძმა, ჩვე­ნი ოჯა­ხის და შა­ნა­ის მე­გობ­რე­ბის სა­ხე­ლით. შა­ნაი იყო მხი­ა­რუ­ლი, პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გია ჰქონ­და, რო­მე­ლიც ოჯახს ავ­სებ­და. ის ბევრ ად­გი­ლას არის ნამ­ყო­ფი. მა­გა­ლი­თად, ის უსახ­ლკა­რო ადა­მი­ა­ნებს სა­ხე­ლით იც­ნობ­და, მათ ესა­უბ­რე­ბო­და. ის ამე­რი­კა­ში, რო­გორც მო­ხა­ლი­სე, ეხ­მა­რე­ბო­და უპატ­რო­ნო და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვებს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში, ის ასე­ვე პო­ლო­ნეთ­ში ბავ­შვთა ბა­ნაკ­ში მუ­შა­ობ­და, თბი­ლის­ში მან ვაქ­ცი­ნა­ცია გა­უ­კე­თა კნუ­ტებს, ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლე­ბიც კი და­არ­ქვა მათ. ეს არის ქა­ლის ის ტიპი, რო­გო­რიც შა­ნაი იყო, ის იყო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, კე­თი­ლი, მზრუნ­ვე­ლი, ის ირ­გვლივ ყვე­ლას სიყ­ვა­რუ­ლით ეპყრო­ბო­და და ასე ექ­ცე­ოდ­ნენ მა­საც. შა­ნა­იმ მისი მოკ­ლე სი­ცო­ცხლე აავ­სო იმ საქ­მი­ა­ნო­ბით, რაც მას უყ­ვარ­და - თოვ­ლი, წყა­ლი, ადა­მი­ა­ნე­ბი და მათი კულ­ტუ­რა. გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ მას სა­ქარ­თვე­ლო შე­უყ­ვარ­და. იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, სა­დაც შა­ნაი მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ობ­და, სა­ქარ­თვე­ლოც იყო, რო­მელ­მაც მისი გული და­ი­პყრო. 2021 წლის 30 ივ­ლისს, შა­ნაი აკე­თებ­და იმას, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარ­და - ბუ­ნე­ბა­ში და­დი­ო­და. შე­უძ­ლე­ბე­ლია აქ იდგე და გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და მწუ­ხა­რე­ბის ხა­რის­ხი გა­მო­ხა­ტო, რაც ჩვენ გა­მო­ვი­ა­რეთ. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩვე­ნი სამ­ყა­რო თავ­და­ყი­რა დად­გა და კე­დელს მი­ე­ნარ­ცხა. ყვე­ლა­ფე­რი, რაც მოყ­ვე­ბა მწუ­ხა­რე­ბას, ყო­ველ­დღი­უ­რად გან­ვიც­დით. ყვე­ლა ჩვე­ნი სხვა საზ­რუ­ნა­ვი ფერკმრთა­ლი გახ­და და გა­უ­ჩი­ნარ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი ენით აუ­წე­რელ­მა მწუ­ხა­რე­ბამ ჩა­ა­ნაც­ვლა. თუ მწუ­ხა­რე­ბას ტალ­ღე­ბად გავ­ზო­მავთ, შე­მიძ­ლია ვთქვათ, რომ ჩვენ ახლა ვი­ძი­რე­ბით.

შა­ნაი ყო­ველ­თვის ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო იყო, ცრემ­ლე­ბი მახ­რჩობს, როცა ვი­აზ­რებ, რომ ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო დროს მას­თან არ ვი­ყა­ვი. შა­ნა­ის და­კარ­გვა, ეს უდი­დე­სი და­ნა­კარ­გია ჩვე­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის. მისი სა­ბო­ლოო სი­ტყვე­ბი ბოლო ზა­რი­სას გა­მო­ხა­ტავს, რომ ის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო. ეს სი­ტყვე­ბი არის - ძა­ლი­ან გთხოვ, მო­ა­შო­რე ხელი, რა­ტომ აკე­თებ ამას. შა­ნა­იმ ყვე­ლა­ფე­რი და­კარ­გა, ყვე­ლა მისი ოც­ნე­ბა დას­რულ­და, ის ვე­ღა­რას­დროს ვე­ღარ გა­ი­ცი­ნებს მის მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ის ვე­ღა­რას­დროს მო­უს­მენს მის საყ­ვა­რელ სიმ­ღე­რებს, ვე­რას­დროს ჩა­იც­ვამს ლურჯს და მწვა­ნეს, ვე­რას­დროს იგ­რძნობს სით­ბოს, როცა ჩა­ე­ხუ­ტე­ბა დე­დას და ვე­რას­დროს გახ­დე­ბა თა­ვად დედა. მისი მამა ვე­რას­დროს მი­ა­ცი­ლებს მას სა­კურ­თხევ­ლამ­დე ქორ­წი­ნე­ბის დღეს. ის ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჩვენ გა­ვი­ა­რეთ, გა­ნუ­ზო­მე­ლია - სი­ცო­ცხლე, რო­მე­ლიც უპი­რო­ბოდ და­პა­უზ­და, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ყოფ­ნა ვერ შევ­ძე­ლით.

გუ­შინ ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე იყო, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქა­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა თქვენ ქვე­ყა­ნა­ში? რა ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს თქვენს სა­ხელ­მწი­ფო­ში უდა­ნა­შა­უ­ლო ქა­ლის სი­ცო­ცხლეს? რამ­დე­ნად ძლი­ე­რი არის მცდე­ლო­ბა, მოხ­დეს მკვლე­ლო­ბის პრე­ვენ­ცია? ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­საც სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებს, იქ­ნე­ბა პა­სუ­ხი ამ შე­კი­თხვებ­ზე. ჩვენ ოჯა­ხი ელის სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბას, შა­ნაი ამას იმ­სა­ხუ­რებ­და, ჩვე­ნი ოჯა­ხი და სა­ქარ­თვე­ლო ამას იმ­სა­ხუ­რებს. ჩვე­ნი ოჯა­ხი მის მო­ბო­დი­შე­ბას არ მი­ი­ღებს, შა­ნა­ის ძვირ­ფა­სი მე­გობ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მის ბო­დიშს არ მი­ი­ღე­ბენ. ბრა­ლის აღი­ა­რე­ბა, ეს არ არის პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო­ხატ­ვა, ეს არ არის კე­თი­ლი ნება, ეს არ იმ­სა­ხუ­რებს შენ­დო­ბას. ჩვე­ნი გო­ნე­ბა ვერ აღიქ­ვამს რე­ა­ლო­ბას, თუ რა მო­უ­ვი­და, ჩვენ დას. ჩვენ ოჯახს ის დარ­ჩე­ნია, შა­ნა­ის მოკ­ლე ცხოვ­რე­ბას მო­ე­ფე­როს",- გა­ნა­ცხა­და ტა­ი­სონ ედ­ვარდსმა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მმმ
1

მკვლელობებზე სასჯელი უნდა გამკაცრდეს. ასე არ შეიძლება. ეს ავსტრალიელი რომ არ ყოფილიყო ამდენსაც არ მისცემდნენ. ნამდვილად იმსახურებდა უვადო პატიმრობას. ახალგაზრდა კაცისთვის ოცი წელი არაფერია. ისევ ახალგაზრდა გამოვა ციხიდან. ამ გოგოს კი მოუსწრაფა სიცოცხლე. კანონების აბსურდია რააა

გუ
0

ვიღაც რო გაწამებს და სამუდამოდ მიწაში ჩაგდებს, აი გეკითხებით 20 წელი რატო უნდა იყოს სასჯელი? ვეკითხები მოსამართლეს და კანონმდებლებს, თქვენი გოგო ვინმემ რო აწამოს და მოკლას თქვენ 20 წელს მიუსჯით მკვლელს თუ ადგილზე მოკლავთ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ცრემლი მახრჩობს, რომ ყველაზე საჭირო დროს მასთან არ ვიყავი, ის ვერასდროს ჩაეხუტება დედას, მამა ვერასდროს მიაცილებს საკურთხევლამდე" - შანაი ბრუკის ძმა დის მკვლელის უმკაცრეს დასჯას ითხოვს

"ცრემლი მახრჩობს, რომ ყველაზე საჭირო დროს მასთან არ ვიყავი, ის ვერასდროს ჩაეხუტება დედას, მამა ვერასდროს მიაცილებს საკურთხევლამდე" - შანაი ბრუკის ძმა დის მკვლელის უმკაცრეს დასჯას ითხოვს

შანაიმ ყველაფერი დაკარგა, ყველა მისი ოცნება დასრულდა, ის ვეღარასდროს ვეღარ გაიცინებს, ის ვერასდროს იგრძნობს სითბოს, როცა ჩაეხუტება დედას და ვერასდროს გახდება თავად დედა, - ამის შესახებ მოკლული შანაი ბრუკი ედვარდსის ძმამ, ტაისონ ედვარდსმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოჯახი სასამართლოსგან ბრალდებულის მიმართ უვადო პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს და სწორედ, სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება პასუხი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოსთვის უდანაშაულო ქალის სიცოცხლე.

"მე მოვედი თქვენ წინაშე, როგორც შანაის ძმა, ჩვენი ოჯახის და შანაის მეგობრების სახელით. შანაი იყო მხიარული, პოზიტიური ენერგია ჰქონდა, რომელიც ოჯახს ავსებდა. ის ბევრ ადგილას არის ნამყოფი. მაგალითად, ის უსახლკარო ადამიანებს სახელით იცნობდა, მათ ესაუბრებოდა. ის ამერიკაში, როგორც მოხალისე, ეხმარებოდა უპატრონო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს განათლების მიღებაში, ის ასევე პოლონეთში ბავშვთა ბანაკში მუშაობდა, თბილისში მან ვაქცინაცია გაუკეთა კნუტებს, ქართული სახელებიც კი დაარქვა მათ. ეს არის ქალის ის ტიპი, როგორიც შანაი იყო, ის იყო მოკრძალებული, კეთილი, მზრუნველი, ის ირგვლივ ყველას სიყვარულით ეპყრობოდა და ასე ექცეოდნენ მასაც. შანაიმ მისი მოკლე სიცოცხლე აავსო იმ საქმიანობით, რაც მას უყვარდა - თოვლი, წყალი, ადამიანები და მათი კულტურა. გასაკვირი არ არის, რომ მას საქართველო შეუყვარდა. იმ ქვეყნებიდან, სადაც შანაი მოხალისედ მუშაობდა, საქართველოც იყო, რომელმაც მისი გული დაიპყრო. 2021 წლის 30 ივლისს, შანაი აკეთებდა იმას, რაც ყველაზე მეტად უყვარდა - ბუნებაში დადიოდა. შეუძლებელია აქ იდგე და განადგურებისა და მწუხარების ხარისხი გამოხატო, რაც ჩვენ გამოვიარეთ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამყარო თავდაყირა დადგა და კედელს მიენარცხა. ყველაფერი, რაც მოყვება მწუხარებას, ყოველდღიურად განვიცდით. ყველა ჩვენი სხვა საზრუნავი ფერკმრთალი გახდა და გაუჩინარდა, ეს ყველაფერი ენით აუწერელმა მწუხარებამ ჩაანაცვლა. თუ მწუხარებას ტალღებად გავზომავთ, შემიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ახლა ვიძირებით.

შანაი ყოველთვის ჩემთვის ყველაზე საჭირო იყო, ცრემლები მახრჩობს, როცა ვიაზრებ, რომ ყველაზე საჭირო დროს მასთან არ ვიყავი. შანაის დაკარგვა, ეს უდიდესი დანაკარგია ჩვენი მთელი ცხოვრებისთვის. მისი საბოლოო სიტყვები ბოლო ზარისას გამოხატავს, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. ეს სიტყვები არის - ძალიან გთხოვ, მოაშორე ხელი, რატომ აკეთებ ამას. შანაიმ ყველაფერი დაკარგა, ყველა მისი ოცნება დასრულდა, ის ვეღარასდროს ვეღარ გაიცინებს მის მეგობრებთან ერთად, ის ვეღარასდროს მოუსმენს მის საყვარელ სიმღერებს, ვერასდროს ჩაიცვამს ლურჯს და მწვანეს, ვერასდროს იგრძნობს სითბოს, როცა ჩაეხუტება დედას და ვერასდროს გახდება თავად დედა. მისი მამა ვერასდროს მიაცილებს მას საკურთხევლამდე ქორწინების დღეს. ის ტკივილი, რომელიც ჩვენ გავიარეთ, განუზომელია - სიცოცხლე, რომელიც უპირობოდ დაპაუზდა, ჩვენ ერთმანეთის გვერდით ყოფნა ვერ შევძელით.

გუშინ ქალთა საერთაშორისო დღე იყო, რამდენად მნიშვნელოვანია ქალის უსაფრთხოება თქვენ ქვეყანაში? რა ღირებულება აქვს თქვენს სახელმწიფოში უდანაშაულო ქალის სიცოცხლეს? რამდენად ძლიერი არის მცდელობა, მოხდეს მკვლელობის პრევენცია? ის გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო მიიღებს, იქნება პასუხი ამ შეკითხვებზე. ჩვენ ოჯახი ელის სამუდამო პატიმრობას, შანაი ამას იმსახურებდა, ჩვენი ოჯახი და საქართველო ამას იმსახურებს. ჩვენი ოჯახი მის მობოდიშებას არ მიიღებს, შანაის ძვირფასი მეგობრები საქართველოში, მის ბოდიშს არ მიიღებენ. ბრალის აღიარება, ეს არ არის პატივისცემის გამოხატვა, ეს არ არის კეთილი ნება, ეს არ იმსახურებს შენდობას. ჩვენი გონება ვერ აღიქვამს რეალობას, თუ რა მოუვიდა, ჩვენ დას. ჩვენ ოჯახს ის დარჩენია, შანაის მოკლე ცხოვრებას მოეფეროს",- განაცხადა ტაისონ ედვარდსმა.

იხილეთ ასევე: