კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
107 წლის წინ ჩაძირული გემის იდუმალი ამბავი - მეცნიერებმა მისი პოვნა ახლა მოახერხეს: "მისია წარმატებით შევასრულეთ"
107 წლის წინ ჩაძირული გემის იდუმალი ამბავი - მეცნიერებმა მისი პოვნა ახლა მოახერხეს: "მისია წარმატებით შევასრულეთ"

ან­ტარ­ქტი­დის მკვლევ­რის, სერ ერნსტ შეკლტო­ნის და­კარ­გუ­ლი ხო­მალ­დი - The Endurance (გამ­ძლე­ო­ბა), რო­მე­ლიც 107 წლის წინ უე­დე­ლის ზღვის ფსკერ­ზე ჩა­ი­ძი­რა, მეც­ნი­ე­რებ­მა თით­ქმის ხე­ლუხ­ლე­ბელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს.

გემი 1915 წელს, ზღვა­ში, ყი­ნულ­თან შე­ჯა­ხე­ბი­სას და­ზი­ან­და და ჩა­ი­ძი­რა, გემ­ზე მყო­ფი ხალ­ხი კი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და პა­ტა­რა ნა­ვე­ბით და ცურ­ვით გა­და­ერ­ჩი­ნა თავი. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ გემი ზღვა­ში 3 კი­ლო­მეტ­რის სიღ­რმე­ზე სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი იყო, ის ისე­ვე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც ჩა­ძირ­ვის დღეს.

ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ვე­ტე­რან­მა გე­ოგ­რაფ­მა, ჯონ შირ­სმა ის მო­მენ­ტი აღ­წე­რა, როცა შუქი გე­მის სა­ხე­ლის­კენ მი­მარ­თეს და "გამ­ძლე­ო­ბა" ამო­ი­კი­თხეს: "გა­ო­ცე­ბის­გან ყბა ჩა­მოგ­ვი­ვარ­და", - ამ­ბობს ის.

"ყო­ველ­გვა­რი გაზ­ვი­ა­დე­ბის გა­რე­შე, ეს გემი ყვე­ლა­ზე კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია შე­მო­ნა­ხუ­ლი, რაც კი ოდეს­მე მი­ნა­ხავს", - ამ­ბობს სა­ზღვაო არ­ქე­ო­ლო­გი მენ­სუნ ბა­უნ­დი. "ის თავ­და­ყი­რაა წყალ­ქვეშ და და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გა­რე­შეა შე­მო­ნა­ხუ­ლი," - უთხრა მან BBC-ის.

ორ კვი­რა­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მეც­ნი­ე­რე­ბი წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრულ სა­ძი­ე­ბო ად­გილს ამუ­შა­ვებ­დნენ, იკ­ვლევ­დნენ სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­მიზ­ნე­ებს, სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ძი­რუ­ლი გე­მის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას აღ­მო­ა­ჩენ­დნენ.

"ჩვენ წარ­მა­ტე­ბით და­ვას­რუ­ლეთ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლად სა­პოვ­ნე­ლი ჩა­ძი­რუ­ლი გე­მის ძებ­ნის მი­სია, ვებ­რძო­დით მუდ­მი­ვად ცვა­ლე­ბად ზღვის ყი­ნულს, ქარ­ბუ­ქებს და -18C-მდე ტემ­პე­რა­ტუ­რას. მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რა­საც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­უძ­ლებ­ლად მი­იჩ­ნევ­და," - ამ­ბობს ჯონ ში­არ­სი, ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

"გამ­ძლე­ო­ბა" ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლად არის მიჩ­ნე­უ­ლი და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა მისი გა­და­ად­გი­ლე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც ერთი ფი­ზი­კუ­რი არ­ტე­ფაქ­ტი არ არის ამო­ტა­ნი­ლი ზე­და­პირ­ზე.

არ­ქე­ო­ლოგ მენ­სუნ ბა­უნ­დის თქმით, სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ გემ­ბან­ზე წყლის სხვა­დას­ხვა არ­სე­ბე­ბი ბი­ნად­რო­ბენ, მაგ­რამ არა ისე­თი ტი­პის, რომ ხის გა­ნად­გუ­რე­ბა შეს­ძლე­ბო­დათ, ალ­ბათ სწო­რედ ამი­ტომ მო­ა­ხერ­ხა "გამ­ძლე­ო­ბამ" თა­ვი­სი სა­ხე­ლის გა­მარ­თლე­ბა და გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თავ­და­პირ­ვე­ლი სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

"Endurance"-ის სა­ძებ­ნე­ლად წა­სულ მეც­ნი­ერ­თა ხო­მალ­დი - "Agulhas"

  • რა­ტო­მაა ასე­თი ძვირ­ფა­სი ეს გემი?

ორი მი­ზე­ზია: პირ­ვე­ლი არის შეკლტო­ნის იმ­პე­რი­უ­ლი ტრანს-ან­ტარ­ქტი­კუ­ლი ექ­სპე­დი­ცი­ის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და ან­ტარ­ქტი­დის გა­დაკ­ვე­თას. მე­ო­რე მი­ზე­ზი თა­ვად გე­მის პოვ­ნის გა­მოწ­ვე­ვა იყო.

უე­დე­ლის ზღვა თით­ქმის მუდ­მი­ვად, ყი­ნუ­ლის სქე­ლი ფე­ნი­თაა და­ფა­რუ­ლი. ჩა­ძირ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გილ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა და გე­მის ძი­ე­ბის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

შეკლტო­ნი და­ზი­ა­ნე­ბულ გემს უყუ­რებს

გა­სულ თვე­ში, ან­ტარ­ქტი­დის ზღვის ყი­ნუ­ლის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი დონე და­ფიქ­სირ­და, რაც კი 1970 წლის შემ­დეგ ყო­ფი­ლა. მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის ეს ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი აღ­მოჩ­ნდა და რად­გა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი მათ სა­კე­თილ­დღე­ოდ აე­წყო, შან­სი ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვეს..

ერნსტ შეკლტო­ნი

წყა­რო: BBC

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ავტორი:

107 წლის წინ ჩაძირული გემის იდუმალი ამბავი - მეცნიერებმა მისი პოვნა ახლა მოახერხეს: "მისია წარმატებით შევასრულეთ"

107 წლის წინ ჩაძირული გემის იდუმალი ამბავი - მეცნიერებმა მისი პოვნა ახლა მოახერხეს: "მისია წარმატებით შევასრულეთ"

ანტარქტიდის მკვლევრის, სერ ერნსტ შეკლტონის დაკარგული ხომალდი - The Endurance (გამძლეობა), რომელიც 107 წლის წინ უედელის ზღვის ფსკერზე ჩაიძირა, მეცნიერებმა თითქმის ხელუხლებელ მდგომარეობაში იპოვეს.

გემი 1915 წელს, ზღვაში, ყინულთან შეჯახებისას დაზიანდა და ჩაიძირა, გემზე მყოფი ხალხი კი იძულებული გახდა პატარა ნავებით და ცურვით გადაერჩინა თავი. იმის მიუხედავად, რომ გემი ზღვაში 3 კილომეტრის სიღრმეზე საუკუნეზე მეტი იყო, ის ისევე გამოიყურება, როგორც ჩაძირვის დღეს.

ექსპედიციის ხელმძღვანელმა, ვეტერანმა გეოგრაფმა, ჯონ შირსმა ის მომენტი აღწერა, როცა შუქი გემის სახელისკენ მიმართეს და "გამძლეობა" ამოიკითხეს: "გაოცებისგან ყბა ჩამოგვივარდა", - ამბობს ის.

"ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ეს გემი ყველაზე კარგ მდგომარეობაშია შემონახული, რაც კი ოდესმე მინახავს", - ამბობს საზღვაო არქეოლოგი მენსუნ ბაუნდი. "ის თავდაყირაა წყალქვეშ და დაზიანებების გარეშეა შემონახული," - უთხრა მან BBC-ის.

ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მეცნიერები წინასწარ განსაზღვრულ საძიებო ადგილს ამუშავებდნენ, იკვლევდნენ სხვადასხვა საინტერესო სამიზნეებს, სანამ საბოლოოდ ჩაძირული გემის ადგილმდებარეობას აღმოაჩენდნენ.

"ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მსოფლიოში ყველაზე რთულად საპოვნელი ჩაძირული გემის ძებნის მისია, ვებრძოდით მუდმივად ცვალებად ზღვის ყინულს, ქარბუქებს და -18C-მდე ტემპერატურას. მივაღწიეთ იმას, რასაც ბევრი ადამიანი შეუძლებლად მიიჩნევდა," - ამბობს ჯონ შიარსი, ექსპედიციის ხელმძღვანელი.

"გამძლეობა" ისტორიულ ძეგლად არის მიჩნეული და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გადაადგილება. აქედან გამომდინარე, არც ერთი ფიზიკური არტეფაქტი არ არის ამოტანილი ზედაპირზე.

არქეოლოგ მენსუნ ბაუნდის თქმით, საინტერესოა, რომ გემბანზე წყლის სხვადასხვა არსებები ბინადრობენ, მაგრამ არა ისეთი ტიპის, რომ ხის განადგურება შესძლებოდათ, ალბათ სწორედ ამიტომ მოახერხა "გამძლეობამ" თავისი სახელის გამართლება და გარემო პირობების მიუხედავად, თავდაპირველი სახის შენარჩუნება.

"Endurance"-ის საძებნელად წასულ მეცნიერთა ხომალდი - "Agulhas"

  • რატომაა ასეთი ძვირფასი ეს გემი?

ორი მიზეზია: პირველი არის შეკლტონის იმპერიული ტრანს-ანტარქტიკული ექსპედიციის ისტორია, რომელიც მიზნად ისახავდა ანტარქტიდის გადაკვეთას. მეორე მიზეზი თავად გემის პოვნის გამოწვევა იყო.

უედელის ზღვა თითქმის მუდმივად, ყინულის სქელი ფენითაა დაფარული. ჩაძირვის სავარაუდო ადგილთან მიახლოება და გემის ძიების პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

შეკლტონი დაზიანებულ გემს უყურებს

გასულ თვეში, ანტარქტიდის ზღვის ყინულის ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა, რაც კი 1970 წლის შემდეგ ყოფილა. მეცნიერებისთვის ეს ხელსაყრელი პირობები აღმოჩნდა და რადგანაც ყველაფერი მათ საკეთილდღეოდ აეწყო, შანსი ხელიდან არ გაუშვეს..

ერნსტ შეკლტონი

წყარო: BBC

მოამზადა ანა სიბოშვილმა